სურა 91 შემსი

  1. وَالشَّمْسِ وَضُحَاهَا

    ვფიცავ, მზეს და მის ნათებას!

    91:1
  2. وَالْقَمَرِ إِذَا تَلَاهَا

    და მთვარეს, როცა მას მიჰყვება!

    91:2
  3. وَالنَّهَارِ إِذَا جَلَّاهَا

    და მზეს, როცა გამობრწყინდება!

    91:3
  4. وَاللَّيْلِ إِذَا يَغْشَاهَا

    ღამეს, როცა მას (მზეს) ფარავს!

    91:4
  5. وَالسَّمَاءِ وَمَا بَنَاهَا

    ზეცას და ამგებსა მისას!

    91:5
  6. وَالْأَرْضِ وَمَا طَحَاهَا

    მიწას და გამშლელსა მისას!

    91:6
  7. وَنَفْسٍ وَمَا سَوَّاهَا

    სულსა და ჩამომყალიბებელსა მისას!

    91:7
  8. فَأَلْهَمَهَا فُجُورَهَا وَتَقْوَاهَا

    და მისთვის (სულისთვის) უკეთურობისა და მორჩილების შთამგონებელსა!

    91:8
  9. قَدْ أَفْلَحَ مَنْ زَكَّاهَا

    უეჭველად, ნეტარ იქმნა (სული), ვინც განწმინდა იგი!

    91:9
  10. وَقَدْ خَابَ مَنْ دَسَّاهَا

    უეჭველად, წარწყმედილ იქმნა (სული), ვინც შეეცადა მისი(ნაკლოვანებების) დაფარვას!

    91:10
  11. كَذَّبَتْ ثَمُودُ بِطَغْوَاهَا

    თავიანთი აღვირახსნილობიდან გამომდინარე, ცრუდ შერაცხეს (ალლაჰი და შუამავალი მისი) სემუდის (ხალხმა).

    91:11
  12. إِذِ انْبَعَثَ أَشْقَاهَا

    როცა ყველაზე მეამბოხენი შეიყარნენ,

    91:12
  13. فَقَالَ لَهُمْ رَسُولُ اللَّهِ نَاقَةَ اللَّهِ وَسُقْيَاهَا

    მაშინ უთხრა მათ ალლაჰის შუამავალმა: ალლაჰის აქლემია და დაარწყულეთ იგი!

    91:13
  14. فَكَذَّبُوهُ فَعَقَرُوهَا فَدَمْدَمَ عَلَيْهِمْ رَبُّهُمْ بِذَنْبِهِمْ فَسَوَّاهَا

    ცრუდ შერაცხეს იგი და დაკლეს აქლემი. ღმერთმა მათმა გაანადგურა ისინი მათი ცოდვებისთვის და გაასწორა მიწასთან იგი (მიუზღო, რაც ეკუთვნოდათ)!

    91:14
  15. وَلَا يَخَافُ عُقْبَاهَا

    და არცა ჯავრობს შედეგსა მისსა!

    91:15

თარგმანი: რეზო მიქელაძე