სურა 86 ტარიყი

  1. وَالسَّمَاءِ وَالطَّارِقِ

    ვფიცავ, ცას და ტარიყს!

    86:1
  2. وَمَا أَدْرَاكَ مَا الطَّارِقُ

    რამ გამცნოს, რა არის ტარიყი?

    86:2
  3. النَّجْمُ الثَّاقِبُ

    ვარსკვლავი, კაშკაშით წყვდიადის მბურღავი.

    86:3
  4. إِنْ كُلُّ نَفْسٍ لَمَّا عَلَيْهَا حَافِظٌ

    უეჭველად, ყოველ სულს მეთვალყურე ჰყავს მიჩენილი!

    86:4
  5. فَلْيَنْظُرِ الْإِنْسَانُ مِمَّ خُلِقَ

    დაე, დაფიქრდეს ადამიანი, რისგანაა გაჩენილი!

    86:5
  6. خُلِقَ مِنْ مَاءٍ دَافِقٍ

    გაჩენილია წყლისგან, სპერმისეულისგან,

    86:6
  7. يَخْرُجُ مِنْ بَيْنِ الصُّلْبِ وَالتَّرَائِبِ

    რომელიც გამოედინება ხერხემლისა და გულ-მკერდის ძვალს შორის.

    86:7
  8. إِنَّهُ عَلَىٰ رَجْعِهِ لَقَادِرٌ

    უეჭველად, მას ძალუძს უკან დაბრუნება მისი!

    86:8
  9. يَوْمَ تُبْلَى السَّرَائِرُ

    იმ დღეს გამოაშკარავდება, რაც დაფარულია,

    86:9
  10. فَمَا لَهُ مِنْ قُوَّةٍ وَلَا نَاصِرٍ

    უკვე ძალა გამოეცლება მას(ადამიანს) და არცა შემწე ეყოლება!

    86:10
  11. وَالسَّمَاءِ ذَاتِ الرَّجْعِ

    ვფიცავ ცას, მიმომქცევს (წვიმის),

    86:11
  12. وَالْأَرْضِ ذَاتِ الصَّدْعِ

    და მიწას, მსკდომსა დედამიწის ქერქიდან!

    86:12
  13. إِنَّهُ لَقَوْلٌ فَصْلٌ

    უეჭველად, ის სიტყვაა გამომრჩეველი (ჭეშმარიტების სიცრუიდან)

    86:13
  14. وَمَا هُوَ بِالْهَزْلِ

    და არაა იგი ფუჭსიტყვაობა!

    86:14
  15. إِنَّهُمْ يَكِيدُونَ كَيْدًا

    უეჭველად, ისინი ეშმაკურად მახეს აგებენ,

    86:15
  16. وَأَكِيدُ كَيْدًا

    და მეც მოვუწყობ (ამაოდ ვიქმ მათ ხრიკებს)!

    86:16
  17. فَمَهِّلِ الْكَافِرِينَ أَمْهِلْهُمْ رُوَيْدًا

    ამიტომაც შენ ურწმუნოებს ვადა მიეცი, ისინი თავიანთ მდგომარეობაში დატოვე ცოტა ხანს!

    86:17

თარგმანი: რეზო მიქელაძე