სურა 74 მუდდესირი

  1. عَنِ الْمُجْرِمِينَ

    ცოდვილთა შესახებ:

    74:41
  2. مَا سَلَكَكُمْ فِي سَقَرَ

    რამ მოგახვედრათ თქვენ ჯოჯოხეთში?

    74:42
  3. قَالُوا لَمْ نَكُ مِنَ الْمُصَلِّينَ

    მიუგეს: არ ვიყავით მლოცველთა შორის,

    74:43
  4. وَلَمْ نَكُ نُطْعِمُ الْمِسْكِينَ

    და არ ვაპურებდით უპოვართ,

    74:44
  5. وَكُنَّا نَخُوضُ مَعَ الْخَائِضِينَ

    და ვყბედობდით ყბედებთან,

    74:45
  6. وَكُنَّا نُكَذِّبُ بِيَوْمِ الدِّينِ

    და ჩვენ ცრუდ ვრაცხდით განკითხვის დღეს,

    74:46
  7. حَتَّىٰ أَتَانَا الْيَقِينُ

    ვიდრეღა აღვესრულებოდით.

    74:47
  8. فَمَا تَنْفَعُهُمْ شَفَاعَةُ الشَّافِعِينَ

    უკვე არ არგებთ მათ შუამადგომლობა შუამდგომელთა.

    74:48
  9. فَمَا لَهُمْ عَنِ التَّذْكِرَةِ مُعْرِضِينَ

    ამის მიუხედავად, რა ემართებათ მათ, რომ შეხსენებას ზურგს აქცევენ?

    74:49
  10. كَأَنَّهُمْ حُمُرٌ مُسْتَنْفِرَةٌ

    თითქოს ეგენი დამფრთხალნი კანჯარნი,

    74:50
  11. فَرَّتْ مِنْ قَسْوَرَةٍ

    გარბიან ლომისგან.

    74:51
  12. بَلْ يُرِيدُ كُلُّ امْرِئٍ مِنْهُمْ أَنْ يُؤْتَىٰ صُحُفًا مُنَشَّرَةً

    უფრო სწორად, მათგან ყოველ ადამიანს სურს, რომ ებოძოს ფურცლები გაშლილი.

    74:52
  13. كَلَّا ۖ بَلْ لَا يَخَافُونَ الْآخِرَةَ

    არამც და არამც! მათ არ ეშინიათ საიქიოსი!

    74:53
  14. كَلَّا إِنَّهُ تَذْكِرَةٌ

    უეჭველად, იგი შეგონებაა!

    74:54
  15. فَمَنْ شَاءَ ذَكَرَهُ

    მაშ, შეიგონებს მას, ინებებს ვინც!

    74:55
  16. وَمَا يَذْكُرُونَ إِلَّا أَنْ يَشَاءَ اللَّهُ ۚ هُوَ أَهْلُ التَّقْوَىٰ وَأَهْلُ الْمَغْفِرَةِ

    და არ შეიგონებენ, თუ არა ნება ალლაჰისა. იგია ღვთისმოშიშობის და მიტევების წყარო!

    74:56

თარგმანი: რეზო მიქელაძე