სურა 53 ნეჯმი
-
ثُمَّ يُجْزَاهُ الْجَزَاءَ الْأَوْفَىٰ
მერე მიეგება მას საზღაური სრულად.
53:41 -
وَأَنَّ إِلَىٰ رَبِّكَ الْمُنْتَهَىٰ
და რომ შენი ღმერთის წიაღშია ფინიში.
53:42 -
وَأَنَّهُ هُوَ أَضْحَكَ وَأَبْكَىٰ
და უეჭველად, იგია, რომელიც აცინებს და ატირებს!
53:43 -
وَأَنَّهُ هُوَ أَمَاتَ وَأَحْيَا
და უეჭველად, იგია, რომელიც აკვდინებს და აცოცხლებს!
53:44 -
وَأَنَّهُ خَلَقَ الزَّوْجَيْنِ الذَّكَرَ وَالْأُنْثَىٰ
და უეჭველად, მან გააჩინა ორი წყვილი, მამრი და მდედრი
53:45 -
مِنْ نُطْفَةٍ إِذَا تُمْنَىٰ
ერთი წვეთიდან, როცა შთანესხმება.
53:46 -
وَأَنَّ عَلَيْهِ النَّشْأَةَ الْأُخْرَىٰ
და უეჭველად, მას ეკუთვნის აღდგენა შემდეგი!
53:47 -
وَأَنَّهُ هُوَ أَغْنَىٰ وَأَقْنَىٰ
და უეჭველად, იგია, რომელიც ამდიდრებს და უზრუნველყოფს!
53:48 -
وَأَنَّهُ هُوَ رَبُّ الشِّعْرَىٰ
და რომ იგია ღმერთი სირიუსისა.
53:49 -
وَأَنَّهُ أَهْلَكَ عَادًا الْأُولَىٰ
და რომ მან გაანადგურა პირველი ადიელები,
53:50 -
وَثَمُودَ فَمَا أَبْقَىٰ
და სემუდელები. ამგვარად უკან არავინ დატოვა,
53:51 -
وَقَوْمَ نُوحٍ مِنْ قَبْلُ ۖ إِنَّهُمْ كَانُوا هُمْ أَظْلَمَ وَأَطْغَىٰ
და ხალხი ნუჰის ამაზე უწინ. უეჭველად, ისინი იყვნენ ყველაზე უსამართლონი და ყველაზე ზღვარგადასულნი.
53:52 -
وَالْمُؤْتَفِكَةَ أَهْوَىٰ
და გასანადგურებელი ქალაქი ჩამოაქცია,
53:53 -
فَغَشَّاهَا مَا غَشَّىٰ
დაე, დაფარა იგი, რაც გადაეკვრა.
53:54 -
فَبِأَيِّ آلَاءِ رَبِّكَ تَتَمَارَىٰ
მაშ, შენი ღმერთის რომელ სიკეთენში ხარ დაეჭვებული?
53:55 -
هَٰذَا نَذِيرٌ مِنَ النُّذُرِ الْأُولَىٰ
ეს არის ერთ-ერთი შემგონებელი წინარე შემგონებელთაგან.
53:56 -
أَزِفَتِ الْآزِفَةُ
მოახლოვდა მოსაახლოებელი
53:57 -
لَيْسَ لَهَا مِنْ دُونِ اللَّهِ كَاشِفَةٌ
და მას ვერავინ ცხადყოფს, გარდა ალლაჰისა.
53:58 -
أَفَمِنْ هَٰذَا الْحَدِيثِ تَعْجَبُونَ
ნუთუ ეს სიტყვა გაიკვირვეთ?
53:59 -
وَتَضْحَكُونَ وَلَا تَبْكُونَ
და იცინით და არ ტირით?!
53:60
თარგმანი: რეზო მიქელაძე