სურა 42 შურა, აიათი 45
-
وَتَرَاهُمْ يُعْرَضُونَ عَلَيْهَا خَاشِعِينَ مِنَ الذُّلِّ يَنْظُرُونَ مِنْ طَرْفٍ خَفِيٍّ ۗ وَقَالَ الَّذِينَ آمَنُوا إِنَّ الْخَاسِرِينَ الَّذِينَ خَسِرُوا أَنْفُسَهُمْ وَأَهْلِيهِمْ يَوْمَ الْقِيَامَةِ ۗ أَلَا إِنَّ الظَّالِمِينَ فِي عَذَابٍ مُقِيمٍ
და დაინახავ მათ, როცა მასთან წარდგენილ იქნებიან, დამცირებისგან შეშინებულნი ქვეშ-ქვეშ იყურებიან. და თქვეს, რომელთაც ირწმუნეს: „უეჭველად, წაგებულნი არიან ისინი, რომელთაც წააგეს საკუთარი თავი და ოჯახი აღდგომის დღეს“. იცოდეთ, რომ უეჭველად, უსამართლონი აღმოჩნდებიან დაუსრულებელ ტანჯვაში.
42:45
თარგმანი: რეზო მიქელაძე