სურა 40 მუ'მინი
-
وَيُرِيكُمْ آيَاتِهِ فَأَيَّ آيَاتِ اللَّهِ تُنْكِرُونَ
და იგი გაჩვენებთ თავის სასწაულებს. მაშ, ალლაჰის რომელ სასწაულს უარყოფთ?
40:81 -
أَفَلَمْ يَسِيرُوا فِي الْأَرْضِ فَيَنْظُرُوا كَيْفَ كَانَ عَاقِبَةُ الَّذِينَ مِنْ قَبْلِهِمْ ۚ كَانُوا أَكْثَرَ مِنْهُمْ وَأَشَدَّ قُوَّةً وَآثَارًا فِي الْأَرْضِ فَمَا أَغْنَىٰ عَنْهُمْ مَا كَانُوا يَكْسِبُونَ
განა, არ უმოგზაურიათ ქვეყანაზე? დროა დაინახონ! როგორი იყო აღსასრული იმათი, რომელნიც მათ უწინ იყვნენ, ისინი მათზე მტკიცენი იყვნენ ძალით და კვალნით მიწაზე, თუმცაღა მაგათ არ გამოადგათ, რასაც იხვეჭდნენ.
40:82 -
فَلَمَّا جَاءَتْهُمْ رُسُلُهُمْ بِالْبَيِّنَاتِ فَرِحُوا بِمَا عِنْدَهُمْ مِنَ الْعِلْمِ وَحَاقَ بِهِمْ مَا كَانُوا بِهِ يَسْتَهْزِئُونَ
როცა მათთან მივიდნენ შუამავლები ცხადი მტკიცებებით, გათამამდნენ იმით, რისი ცოდნაც ჰქონდათ და გარს შემოერტყა იგი, რასაც აბუჩად იგდებდნენ.
40:83 -
فَلَمَّا رَأَوْا بَأْسَنَا قَالُوا آمَنَّا بِاللَّهِ وَحْدَهُ وَكَفَرْنَا بِمَا كُنَّا بِهِ مُشْرِكِينَ
შემდეგ როცა იხილეს ჩვენი საშინელი სასჯელი, თქვეს: „ვიწამეთ ალლაჰი და მისი ერთადერთობა და ვუარყავით იგი, რასაც ზიარვუქმნიდით მას!
40:84 -
فَلَمْ يَكُ يَنْفَعُهُمْ إِيمَانُهُمْ لَمَّا رَأَوْا بَأْسَنَا ۖ سُنَّتَ اللَّهِ الَّتِي قَدْ خَلَتْ فِي عِبَادِهِ ۖ وَخَسِرَ هُنَالِكَ الْكَافِرُونَ
უკვე ვეღარ არგო მათ თავიანთმა რწმენამ, როცა იხილეს ჩვენი საშინელი სასჯელი. კანონი ალლაჰის, აწ გარდასული თავის მსახურთა მიმართ. სწორედ იქ განადგურდნენ ურწმუნოები!
40:85
თარგმანი: რეზო მიქელაძე