სურა 40 მუ'მინი

  1. اللَّهُ الَّذِي جَعَلَ لَكُمُ اللَّيْلَ لِتَسْكُنُوا فِيهِ وَالنَّهَارَ مُبْصِرًا ۚ إِنَّ اللَّهَ لَذُو فَضْلٍ عَلَى النَّاسِ وَلَٰكِنَّ أَكْثَرَ النَّاسِ لَا يَشْكُرُونَ

    ალლაჰია, რომელმაც დაადგინა თქვენთვის ღამე, რათა მოისვენოთ მასში და დღე გასანათებლად. უეჭველად, ალლაჰი სიკეთით აღსავსეა ხალხის მიმართ, მაგრამ ხალხის უმეტესობა უმადურია!

    40:61
  2. ذَٰلِكُمُ اللَّهُ رَبُّكُمْ خَالِقُ كُلِّ شَيْءٍ لَا إِلَٰهَ إِلَّا هُوَ ۖ فَأَنَّىٰ تُؤْفَكُونَ

    იგია ალლაჰი, ღმერთი თქვენი, გამჩენი ყველაფრის. არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი. მაშ, როგორღა უარყოფთ?!

    40:62
  3. كَذَٰلِكَ يُؤْفَكُ الَّذِينَ كَانُوا بِآيَاتِ اللَّهِ يَجْحَدُونَ

    ამგვარად დაებინდებათ გონება, რომელნიც ალლაჰის აიათებს განზრახ უარყოფენ.

    40:63
  4. اللَّهُ الَّذِي جَعَلَ لَكُمُ الْأَرْضَ قَرَارًا وَالسَّمَاءَ بِنَاءً وَصَوَّرَكُمْ فَأَحْسَنَ صُوَرَكُمْ وَرَزَقَكُمْ مِنَ الطَّيِّبَاتِ ۚ ذَٰلِكُمُ اللَّهُ رَبُّكُمْ ۖ فَتَبَارَكَ اللَّهُ رَبُّ الْعَالَمِينَ

    ალლაჰია იგი, რომელმაც თქვენთვის დედამიწა საცხოვრებლად გაფინა და ზეცა კამარად. ვინც გამოგსახათ თქვენ, შემდეგ მოგანიჭათ საუკეთესო ფორმა და მოგმადლათ სიკეთენი, სწორედ იგია ალლაჰი, თქვენი ღმერთი. რაოდენ დიადია ალლაჰი, სამყაროთა ღმერთი!

    40:64
  5. هُوَ الْحَيُّ لَا إِلَٰهَ إِلَّا هُوَ فَادْعُوهُ مُخْلِصِينَ لَهُ الدِّينَ ۗ الْحَمْدُ لِلَّهِ رَبِّ الْعَالَمِينَ

    იგი უკვდავია! არ არის ღვთაება, გარდა მისა. მაშ, შეევედრეთ ალლაჰს წრფელი რწმენით. ქება-დიდება ალლაჰს, სამყაროთა ღმერთს!

    40:65
  6. قُلْ إِنِّي نُهِيتُ أَنْ أَعْبُدَ الَّذِينَ تَدْعُونَ مِنْ دُونِ اللَّهِ لَمَّا جَاءَنِيَ الْبَيِّنَاتُ مِنْ رَبِّي وَأُمِرْتُ أَنْ أُسْلِمَ لِرَبِّ الْعَالَمِينَ

    უთხარი: „უეჭველად, ამეკრძალა, რომ თაყვანი ვცე, რომელთაც ალლაჰის ნაცვლად მოუხმობთ თქვენ, რამეთუ მებოძა ცხადი მტკიცებანი ჩემი ღმერთისგან და ნაბრძანები მაქვს, რომ ვჰმორჩილო სამყაროთა ღმერთს!

    40:66
  7. هُوَ الَّذِي خَلَقَكُمْ مِنْ تُرَابٍ ثُمَّ مِنْ نُطْفَةٍ ثُمَّ مِنْ عَلَقَةٍ ثُمَّ يُخْرِجُكُمْ طِفْلًا ثُمَّ لِتَبْلُغُوا أَشُدَّكُمْ ثُمَّ لِتَكُونُوا شُيُوخًا ۚ وَمِنْكُمْ مَنْ يُتَوَفَّىٰ مِنْ قَبْلُ ۖ وَلِتَبْلُغُوا أَجَلًا مُسَمًّى وَلَعَلَّكُمْ تَعْقِلُونَ

    იგია, რომელმაც გაგაჩინათ თქვენ მიწისგან, შემდეგ წვეთისგან, შემდეგ სისხლის კოლტებისგან. მერე გამოჰყავხართ ჩვილად, მერე მიაღწევთ ზრდასრულ ასაკამდე და რომ მერე შეიქნათ მოხუცნი. თუმც თქვენ შორის არიან ისეთნიც, ვინც კვდება უფრო ადრე. და რომ მიაღწიოთ განსაზღვრულ ვადას, ეგების მოუხმოთ გონებას.

    40:67
  8. هُوَ الَّذِي يُحْيِي وَيُمِيتُ ۖ فَإِذَا قَضَىٰ أَمْرًا فَإِنَّمَا يَقُولُ لَهُ كُنْ فَيَكُونُ

    იგია, რომელიც აცოცხლებს და აკვდინებს. როცა რამეს განიზრახავს, საკმარისია უთხრას მას: იქმენ! და უმალ იქმნება.

    40:68
  9. أَلَمْ تَرَ إِلَى الَّذِينَ يُجَادِلُونَ فِي آيَاتِ اللَّهِ أَنَّىٰ يُصْرَفُونَ

    განა არ გინახავს, რომელნიც დაობენ ალლაჰის აიათების თაობაზე? როგორღა უკუიქცევიან.

    40:69
  10. الَّذِينَ كَذَّبُوا بِالْكِتَابِ وَبِمَا أَرْسَلْنَا بِهِ رُسُلَنَا ۖ فَسَوْفَ يَعْلَمُونَ

    რომელთაც ცრუდ შერაცხეს წიგნი და იგი, რითიც წარმოვგზავნეთ ჩვენი შუამავალნი, სულ მალე შეიტყობენ,

    40:70
  11. إِذِ الْأَغْلَالُ فِي أَعْنَاقِهِمْ وَالسَّلَاسِلُ يُسْحَبُونَ

    როცა ბორკილებით კისერზე და ჯაჭვებით გარეკავენ

    40:71
  12. فِي الْحَمِيمِ ثُمَّ فِي النَّارِ يُسْجَرُونَ

    მდუღარეში, მერე ცეცხლში იქნებიან შენთებული.

    40:72
  13. ثُمَّ قِيلَ لَهُمْ أَيْنَ مَا كُنْتُمْ تُشْرِكُونَ

    მერე კი ეტყვიან: „სად არიან ისინი, რომელთაც ზიარად იდგენდით,

    40:73
  14. مِنْ دُونِ اللَّهِ ۖ قَالُوا ضَلُّوا عَنَّا بَلْ لَمْ نَكُنْ نَدْعُو مِنْ قَبْلُ شَيْئًا ۚ كَذَٰلِكَ يُضِلُّ اللَّهُ الْكَافِرِينَ

    მაგიერ ალლაჰისა? იტყვიან: „მიიკარგნენ ჩვენგან... არა! ჩვენ ადრეც არავის ვსცემდით თაყვანს. სწორედ ასე ააცდენს ალლაჰი ურწმუნოებს.

    40:74
  15. ذَٰلِكُمْ بِمَا كُنْتُمْ تَفْرَحُونَ فِي الْأَرْضِ بِغَيْرِ الْحَقِّ وَبِمَا كُنْتُمْ تَمْرَحُونَ

    სწორედ ეს იმისთვის, რომ ხარობდით დედამიწაზე ყოველგვარი უფლების გარეშე და იმისთვის, რომ მედიდურობდით.

    40:75
  16. ادْخُلُوا أَبْوَابَ جَهَنَّمَ خَالِدِينَ فِيهَا ۖ فَبِئْسَ مَثْوَى الْمُتَكَبِّرِينَ

    შედით კარიბჭენში ჯოჯოხეთის, მარად დაჰყავით იქ. და რა საშინელი სამყოფელია მედიდურთა!...

    40:76
  17. فَاصْبِرْ إِنَّ وَعْدَ اللَّهِ حَقٌّ ۚ فَإِمَّا نُرِيَنَّكَ بَعْضَ الَّذِي نَعِدُهُمْ أَوْ نَتَوَفَّيَنَّكَ فَإِلَيْنَا يُرْجَعُونَ

    მაშ, მოითმინე. უეჭველად, ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტია. ჩვენ გახილვინებთ ნაწილს იმისას, რომელსაც აღვუთქვამთ მათ, ან (მანამდე) მიგიბარებთ. და ბოლოს ჩვენთან იქნებიან მოქცეულნი.

    40:77
  18. وَلَقَدْ أَرْسَلْنَا رُسُلًا مِنْ قَبْلِكَ مِنْهُمْ مَنْ قَصَصْنَا عَلَيْكَ وَمِنْهُمْ مَنْ لَمْ نَقْصُصْ عَلَيْكَ ۗ وَمَا كَانَ لِرَسُولٍ أَنْ يَأْتِيَ بِآيَةٍ إِلَّا بِإِذْنِ اللَّهِ ۚ فَإِذَا جَاءَ أَمْرُ اللَّهِ قُضِيَ بِالْحَقِّ وَخَسِرَ هُنَالِكَ الْمُبْطِلُونَ

    და ვფიცავ, წარმოვგზავნეთ შუამავალნი შენამდეც. მათ შორის, ვისზეც გიამბეთ და ვისზეც არაფერი გვითქვამს შენთვის. და არ ყოფილა რომელიმე შუამავალი, რომ მოეტანა აიათი, თუ არა ალლაჰის ნება. როცა მოევლინება ალლაჰის ბრძანება, გადაწყდება ჭეშმარიტებით და მაშინ წააგებენ იქ ამაოს მქმნელნი.

    40:78
  19. اللَّهُ الَّذِي جَعَلَ لَكُمُ الْأَنْعَامَ لِتَرْكَبُوا مِنْهَا وَمِنْهَا تَأْكُلُونَ

    ალლაჰია იგი, რომელმაც დაადგინა თქვენთვის საქონელი, რათა ზოგზე ამხედრდეთ და ზოგი მიირთვათ.

    40:79
  20. وَلَكُمْ فِيهَا مَنَافِعُ وَلِتَبْلُغُوا عَلَيْهَا حَاجَةً فِي صُدُورِكُمْ وَعَلَيْهَا وَعَلَى الْفُلْكِ تُحْمَلُونَ

    თქვენთვის მათში მრავალი სარგებელია. და რომ მიაღწიოთ საწადელს, რაც თქვენს გულებშია, მათით და ხომალდებით გადაადგილდებით.

    40:80

თარგმანი: რეზო მიქელაძე