სურა 41 ფუსსილეთი

  1. حم

    ჰა. მიმ.

    41:1
  2. تَنْزِيلٌ مِنَ الرَّحْمَٰنِ الرَّحِيمِ

    ზეგარდმოვლენილია მოწყალისგან, მწყალობლისგან

    41:2
  3. كِتَابٌ فُصِّلَتْ آيَاتُهُ قُرْآنًا عَرَبِيًّا لِقَوْمٍ يَعْلَمُونَ

    წიგნი, რომლის აიათები განიმარტა ვრცლად არაბულ ენაზე, ყურანად მცოდნე ხალხთათვის,

    41:3
  4. بَشِيرًا وَنَذِيرًا فَأَعْرَضَ أَكْثَرُهُمْ فَهُمْ لَا يَسْمَعُونَ

    ხარებად და შეგონებად. მაგრამ ზურგი აქცია უმრავლესობამ მათგან, უკვე ვერღა შეისმენენ.

    41:4
  5. وَقَالُوا قُلُوبُنَا فِي أَكِنَّةٍ مِمَّا تَدْعُونَا إِلَيْهِ وَفِي آذَانِنَا وَقْرٌ وَمِنْ بَيْنِنَا وَبَيْنِكَ حِجَابٌ فَاعْمَلْ إِنَّنَا عَامِلُونَ

    და თქვეს: „ჩვენი გულები დახშულია იმისგან, რისკენაც მოგვიწოდებ, რამეთუ ჩვენს ყურებში სიყრუეა და ჩვენსა და შენს შორის ფარდაა. მაშ, ჰქმენ (რაც გენებოს) და ჩვენც ვიქმთ (რაც გვსურს).

    41:5
  6. قُلْ إِنَّمَا أَنَا بَشَرٌ مِثْلُكُمْ يُوحَىٰ إِلَيَّ أَنَّمَا إِلَٰهُكُمْ إِلَٰهٌ وَاحِدٌ فَاسْتَقِيمُوا إِلَيْهِ وَاسْتَغْفِرُوهُ ۗ وَوَيْلٌ لِلْمُشْرِكِينَ

    უთხარი: „მე მხოლოდ ადამიანი ვარ თქვენსავით. ზეშთამეგონა, რომ ღმერთი თქვენი ერთადერთი ღმერთია. მაშ, წარსდექით მის წინაშე ჭეშმარიტი რწმენით და მიტევება შესთხოვეთ მას. და ვაი, წარმართთა მდგომარეობას!

    41:6
  7. الَّذِينَ لَا يُؤْتُونَ الزَّكَاةَ وَهُمْ بِالْآخِرَةِ هُمْ كَافِرُونَ

    რომელნიც არ გასცემენ ზექათს, დიახ, ისინი საიქიოს უარმყოფელნიც არიან.

    41:7
  8. إِنَّ الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ لَهُمْ أَجْرٌ غَيْرُ مَمْنُونٍ

    უეჭველად, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, მათთვისაა საზღაური გამოულევი.

    41:8
  9. قُلْ أَئِنَّكُمْ لَتَكْفُرُونَ بِالَّذِي خَلَقَ الْأَرْضَ فِي يَوْمَيْنِ وَتَجْعَلُونَ لَهُ أَنْدَادًا ۚ ذَٰلِكَ رَبُّ الْعَالَمِينَ

    უთხარი: განა თქვენ ნამდვილად უარყოფთ მას, რომელმაც გააჩინა დედამიწა ორ დღეში და უდგენთ მას თანასწორთ? სწორედ იგია სამყაროთა ღმერთი!

    41:9
  10. وَجَعَلَ فِيهَا رَوَاسِيَ مِنْ فَوْقِهَا وَبَارَكَ فِيهَا وَقَدَّرَ فِيهَا أَقْوَاتَهَا فِي أَرْبَعَةِ أَيَّامٍ سَوَاءً لِلسَّائِلِينَ

    იქ დაადგინა მყარი მთები, მოჰმადლა ბარაქა და მასზე ოთხ დღეში გაანაწილა საბადებელი საყოფისად სარჩოს მაძიებელთათვის.

    41:10
  11. ثُمَّ اسْتَوَىٰ إِلَى السَّمَاءِ وَهِيَ دُخَانٌ فَقَالَ لَهَا وَلِلْأَرْضِ ائْتِيَا طَوْعًا أَوْ كَرْهًا قَالَتَا أَتَيْنَا طَائِعِينَ

    შემდგომ მესვეურობა ზეცისკენ აღაპყრო, რომელიც იყო კვამლი. მერე უთხრა მას და მიწას: „მოდით ნებით ან უნებლიეთ“. მიუგეს: „მოვედით კეთილი ნებით“.

    41:11
  12. فَقَضَاهُنَّ سَبْعَ سَمَاوَاتٍ فِي يَوْمَيْنِ وَأَوْحَىٰ فِي كُلِّ سَمَاءٍ أَمْرَهَا ۚ وَزَيَّنَّا السَّمَاءَ الدُّنْيَا بِمَصَابِيحَ وَحِفْظًا ۚ ذَٰلِكَ تَقْدِيرُ الْعَزِيزِ الْعَلِيمِ

    ამგვარად, მან გამოსახა ისინი შვიდ ცად ორ დღეში და შთააგონა ყოველ ზეცას თავისი მოვალეობა. და შევამკეთ უახლოესი ზეცა მანათობლებით და დაცვად. სწორედ ესაა განწესება ძლევამოსილისა, ყოვლისმცოდნისა.

    41:12
  13. فَإِنْ أَعْرَضُوا فَقُلْ أَنْذَرْتُكُمْ صَاعِقَةً مِثْلَ صَاعِقَةِ عَادٍ وَثَمُودَ

    და თუ კედევ ზურგს იქცევენ, მაშინ უთხარი: „მე გაგაფრთხილეთ მეხით, მსგავსი ადისა და სემუდის ხალხის მეხისა“.

    41:13
  14. إِذْ جَاءَتْهُمُ الرُّسُلُ مِنْ بَيْنِ أَيْدِيهِمْ وَمِنْ خَلْفِهِمْ أَلَّا تَعْبُدُوا إِلَّا اللَّهَ ۖ قَالُوا لَوْ شَاءَ رَبُّنَا لَأَنْزَلَ مَلَائِكَةً فَإِنَّا بِمَا أُرْسِلْتُمْ بِهِ كَافِرُونَ

    აკი, მივიდნენ მათთან შუამავალნი წინიდან და უკნიდან: „რომ არ სცეთ თაყვანი არავის, გარდა ალლაჰისა“. თქვეს: „რომ ენება ჩვენ ღმერთს, უთუოდ, ანგელოზებს ზეგარდმოავლენდა. ამიტომაც, უეჭველად, რითიც თქვენ წარმოიგზავნეთ, მისი უარმყოფელნი ვართ“.

    41:14
  15. فَأَمَّا عَادٌ فَاسْتَكْبَرُوا فِي الْأَرْضِ بِغَيْرِ الْحَقِّ وَقَالُوا مَنْ أَشَدُّ مِنَّا قُوَّةً ۖ أَوَلَمْ يَرَوْا أَنَّ اللَّهَ الَّذِي خَلَقَهُمْ هُوَ أَشَدُّ مِنْهُمْ قُوَّةً ۖ وَكَانُوا بِآيَاتِنَا يَجْحَدُونَ

    მაგრამ ადის ხალხი შემდგომ უმართებულად გამედიდურდა დედამიწაზე და თქვა: „ვინ არის ჩვენზე უფრო ძალ-ღონიერი?“ განა ვერ დაინახეს, რომ ალლაჰი, რომელმაც გააჩინა ისინი, აღემატება მათ ძალით? და ისინი ჩვენს აიათებს განზრახ უარყოფდნენ.

    41:15
  16. فَأَرْسَلْنَا عَلَيْهِمْ رِيحًا صَرْصَرًا فِي أَيَّامٍ نَحِسَاتٍ لِنُذِيقَهُمْ عَذَابَ الْخِزْيِ فِي الْحَيَاةِ الدُّنْيَا ۖ وَلَعَذَابُ الْآخِرَةِ أَخْزَىٰ ۖ وَهُمْ لَا يُنْصَرُونَ

    მაშინ ჩვენ მოვავლინეთ მათზე სუსხიანი ქარიშხალი ავბედით დღეებში, რათა გვეგემებია დამამცირებელი სასჯელი ამქვეყნიურ ცხოვრებაში. ხოლო სასჯელი საიქიოში უფრო დამამცირებელია და ისინი არ იქნებიან შეწევნილნი.

    41:16
  17. وَأَمَّا ثَمُودُ فَهَدَيْنَاهُمْ فَاسْتَحَبُّوا الْعَمَىٰ عَلَى الْهُدَىٰ فَأَخَذَتْهُمْ صَاعِقَةُ الْعَذَابِ الْهُونِ بِمَا كَانُوا يَكْسِبُونَ

    ხოლო რაც შეეხება სემუდეველებს, ისინი დავადგინეთ ჭეშმარიტ გზაზე, ამისდა მიუხედავად, მათ ირჩიეს სიბრმავე ჭეშმარიტების წინაშე, ამიტომაც შეიპყრო ისინი დამამცირებელი სასჯელის მეხმა იმისთვის, რასაც იხვეჭდნენ.

    41:17
  18. وَنَجَّيْنَا الَّذِينَ آمَنُوا وَكَانُوا يَتَّقُونَ

    ხოლო გადავარჩინეთ ისინი, რომელთაც ირწმუნეს და ღვთისმოშიშობდნენ.

    41:18
  19. وَيَوْمَ يُحْشَرُ أَعْدَاءُ اللَّهِ إِلَى النَّارِ فَهُمْ يُوزَعُونَ

    იმ დღეს შეიკრიბებიან ალლაჰის მტრები ცეცხლის წინ. ამრიგად, ისინი გამოემწყვდევიან.

    41:19
  20. حَتَّىٰ إِذَا مَا جَاءُوهَا شَهِدَ عَلَيْهِمْ سَمْعُهُمْ وَأَبْصَارُهُمْ وَجُلُودُهُمْ بِمَا كَانُوا يَعْمَلُونَ

    ბოლოს, როცა მიაღწევენ მასთან, დაამოწმებენ მათ წინააღმდეგ სასმენელნი მათი და თვალნი მათი და კანნი მათი იმას, რასაც ისინი სჩადიოდნენ.

    41:20

თარგმანი: რეზო მიქელაძე