მუსხაფი, გვერდი 474

  1. إِنَّ السَّاعَةَ لَآتِيَةٌ لَا رَيْبَ فِيهَا وَلَٰكِنَّ أَكْثَرَ النَّاسِ لَا يُؤْمِنُونَ

    უეჭველად, ის საათი, რომელიც ეჭვს არ ბადებს, უთუოდ დადგება. მაგრამ ხალხის უმეტესობა არ ირწმუნებს.

    40:59
  2. وَقَالَ رَبُّكُمُ ادْعُونِي أَسْتَجِبْ لَكُمْ ۚ إِنَّ الَّذِينَ يَسْتَكْبِرُونَ عَنْ عِبَادَتِي سَيَدْخُلُونَ جَهَنَّمَ دَاخِرِينَ

    და ბრძანა თქვენმა ღმერთმა: „შემევედრეთ და შევისმენ თქვენს ვედრებას. უეჭველად, რომელნიც მედიდურობას ავლენენ ჩემდამი მსახურებაში, შევლენ ჯოჯოხეთში დამცირებულნი“.

    40:60
  3. اللَّهُ الَّذِي جَعَلَ لَكُمُ اللَّيْلَ لِتَسْكُنُوا فِيهِ وَالنَّهَارَ مُبْصِرًا ۚ إِنَّ اللَّهَ لَذُو فَضْلٍ عَلَى النَّاسِ وَلَٰكِنَّ أَكْثَرَ النَّاسِ لَا يَشْكُرُونَ

    ალლაჰია, რომელმაც დაადგინა თქვენთვის ღამე, რათა მოისვენოთ მასში და დღე გასანათებლად. უეჭველად, ალლაჰი სიკეთით აღსავსეა ხალხის მიმართ, მაგრამ ხალხის უმეტესობა უმადურია!

    40:61
  4. ذَٰلِكُمُ اللَّهُ رَبُّكُمْ خَالِقُ كُلِّ شَيْءٍ لَا إِلَٰهَ إِلَّا هُوَ ۖ فَأَنَّىٰ تُؤْفَكُونَ

    იგია ალლაჰი, ღმერთი თქვენი, გამჩენი ყველაფრის. არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი. მაშ, როგორღა უარყოფთ?!

    40:62
  5. كَذَٰلِكَ يُؤْفَكُ الَّذِينَ كَانُوا بِآيَاتِ اللَّهِ يَجْحَدُونَ

    ამგვარად დაებინდებათ გონება, რომელნიც ალლაჰის აიათებს განზრახ უარყოფენ.

    40:63
  6. اللَّهُ الَّذِي جَعَلَ لَكُمُ الْأَرْضَ قَرَارًا وَالسَّمَاءَ بِنَاءً وَصَوَّرَكُمْ فَأَحْسَنَ صُوَرَكُمْ وَرَزَقَكُمْ مِنَ الطَّيِّبَاتِ ۚ ذَٰلِكُمُ اللَّهُ رَبُّكُمْ ۖ فَتَبَارَكَ اللَّهُ رَبُّ الْعَالَمِينَ

    ალლაჰია იგი, რომელმაც თქვენთვის დედამიწა საცხოვრებლად გაფინა და ზეცა კამარად. ვინც გამოგსახათ თქვენ, შემდეგ მოგანიჭათ საუკეთესო ფორმა და მოგმადლათ სიკეთენი, სწორედ იგია ალლაჰი, თქვენი ღმერთი. რაოდენ დიადია ალლაჰი, სამყაროთა ღმერთი!

    40:64
  7. هُوَ الْحَيُّ لَا إِلَٰهَ إِلَّا هُوَ فَادْعُوهُ مُخْلِصِينَ لَهُ الدِّينَ ۗ الْحَمْدُ لِلَّهِ رَبِّ الْعَالَمِينَ

    იგი უკვდავია! არ არის ღვთაება, გარდა მისა. მაშ, შეევედრეთ ალლაჰს წრფელი რწმენით. ქება-დიდება ალლაჰს, სამყაროთა ღმერთს!

    40:65
  8. قُلْ إِنِّي نُهِيتُ أَنْ أَعْبُدَ الَّذِينَ تَدْعُونَ مِنْ دُونِ اللَّهِ لَمَّا جَاءَنِيَ الْبَيِّنَاتُ مِنْ رَبِّي وَأُمِرْتُ أَنْ أُسْلِمَ لِرَبِّ الْعَالَمِينَ

    უთხარი: „უეჭველად, ამეკრძალა, რომ თაყვანი ვცე, რომელთაც ალლაჰის ნაცვლად მოუხმობთ თქვენ, რამეთუ მებოძა ცხადი მტკიცებანი ჩემი ღმერთისგან და ნაბრძანები მაქვს, რომ ვჰმორჩილო სამყაროთა ღმერთს!

    40:66

თარგმანი: რეზო მიქელაძე