სურა 3 ალი იმრანი
-
وَكَيْفَ تَكْفُرُونَ وَأَنْتُمْ تُتْلَىٰ عَلَيْكُمْ آيَاتُ اللَّهِ وَفِيكُمْ رَسُولُهُ ۗ وَمَنْ يَعْتَصِمْ بِاللَّهِ فَقَدْ هُدِيَ إِلَىٰ صِرَاطٍ مُسْتَقِيمٍ
და როგორღა უარყოფთ (სარწმუნოებას), როცა თქვენ გეკითხებათ ალლაჰის აიათები და თქვენ შორისაა შუამავალი მისი? და ვინც ალლაჰს (გულით) შეიყვარებს, უეჭველად, სწორ გზას ადგას იგი.
3:101 -
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا اتَّقُوا اللَّهَ حَقَّ تُقَاتِهِ وَلَا تَمُوتُنَّ إِلَّا وَأَنْتُمْ مُسْلِمُونَ
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ჭეშმარიტი ღვთისმოშიშებით გეშინოდეთ ალლაჰისა, და ისე არ ჩააბაროთ სული, მუსლიმად არ აღესრულოთ!
3:102 -
وَاعْتَصِمُوا بِحَبْلِ اللَّهِ جَمِيعًا وَلَا تَفَرَّقُوا ۚ وَاذْكُرُوا نِعْمَتَ اللَّهِ عَلَيْكُمْ إِذْ كُنْتُمْ أَعْدَاءً فَأَلَّفَ بَيْنَ قُلُوبِكُمْ فَأَصْبَحْتُمْ بِنِعْمَتِهِ إِخْوَانًا وَكُنْتُمْ عَلَىٰ شَفَا حُفْرَةٍ مِنَ النَّارِ فَأَنْقَذَكُمْ مِنْهَا ۗ كَذَٰلِكَ يُبَيِّنُ اللَّهُ لَكُمْ آيَاتِهِ لَعَلَّكُمْ تَهْتَدُونَ
მტკიცედ ჩაეჭიდეთ ყველანი ალლაჰის (რწმენის) თოკს, და არ დაიყოთ. გაიხსენეთ ალლაჰის სიკეთე (წყალობა) თქვენდამი: და როცა იყავით მტრებად, შეგიერთათ გულები თქვენი და მისი სიკეთით (მადლით) ძმებად იქმენით თქვენ. და თქვენ როცა იყავით ცეცხლის უფსკრულის პირას, გიხსნა თქვენ მისგან. ამგვარად განგიმარტავთ ალლაჰი თავის აიათებს, ეგების ჭეშმარიტ გზას დაადგეთ თქვენ!
3:103 -
وَلْتَكُنْ مِنْكُمْ أُمَّةٌ يَدْعُونَ إِلَى الْخَيْرِ وَيَأْمُرُونَ بِالْمَعْرُوفِ وَيَنْهَوْنَ عَنِ الْمُنْكَرِ ۚ وَأُولَٰئِكَ هُمُ الْمُفْلِحُونَ
(ო, მორწმუნენო!) და იყოს ხალხი თქვენგან სიკეთისკენ მომწოდებელი, მბრძანები მოსაწონისა და უკეთურების აღმკვეთი, და სწორედ, ეგენი არიან ნეტარნი.
3:104 -
وَلَا تَكُونُوا كَالَّذِينَ تَفَرَّقُوا وَاخْتَلَفُوا مِنْ بَعْدِ مَا جَاءَهُمُ الْبَيِّنَاتُ ۚ وَأُولَٰئِكَ لَهُمْ عَذَابٌ عَظِيمٌ
და არ იყოთ იმათი მსგავსნი, რომელნიც დაიყვნენ და დაობდნენ მას შემდეგ, რაც ცხადი მტკიცებანი მოევლინათ. და სწორედ მათთვისაა (გამზადებული) მძვინვარე სასჯელი.
3:105 -
يَوْمَ تَبْيَضُّ وُجُوهٌ وَتَسْوَدُّ وُجُوهٌ ۚ فَأَمَّا الَّذِينَ اسْوَدَّتْ وُجُوهُهُمْ أَكَفَرْتُمْ بَعْدَ إِيمَانِكُمْ فَذُوقُوا الْعَذَابَ بِمَا كُنْتُمْ تَكْفُرُونَ
იმ დღეს, ზოგიერთი სახეები გაბრწყინდება და ზოგიერთი გაშავდება; მათ, რომელთაც სახე გაუშავდებათ, ეტყვიან: ნუთუ დაჯერების შემდეგ უარყეთ? მაშ, იგემეთ სასჯელი, შედეგად თქვენი ურწმუნოებისა!
3:106 -
وَأَمَّا الَّذِينَ ابْيَضَّتْ وُجُوهُهُمْ فَفِي رَحْمَةِ اللَّهِ هُمْ فِيهَا خَالِدُونَ
ხოლო რომელთაც სახეებიც გაბრწყინდება, ალლაჰის წყალობაში იქნებიან ისინი, და თანაც სამუდამოდ დამკვიდრებულნი მასში.
3:107 -
تِلْكَ آيَاتُ اللَّهِ نَتْلُوهَا عَلَيْكَ بِالْحَقِّ ۗ وَمَا اللَّهُ يُرِيدُ ظُلْمًا لِلْعَالَمِينَ
აი, ესაა ალლაჰის აიათები, რომელთაც ჭეშმარიტებით გიკითხავთ შენ, და არ არის ნება ალლაჰისა უსამართლობა სამყაროთათვის.
3:108 -
وَلِلَّهِ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَمَا فِي الْأَرْضِ ۚ وَإِلَى اللَّهِ تُرْجَعُ الْأُمُورُ
ალლაჰს ეკუთვნის, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, და ყოველი საქმე (ადრე თუ გვიან) ალლაჰთან იქნება მიქცეული.
3:109 -
كُنْتُمْ خَيْرَ أُمَّةٍ أُخْرِجَتْ لِلنَّاسِ تَأْمُرُونَ بِالْمَعْرُوفِ وَتَنْهَوْنَ عَنِ الْمُنْكَرِ وَتُؤْمِنُونَ بِاللَّهِ ۗ وَلَوْ آمَنَ أَهْلُ الْكِتَابِ لَكَانَ خَيْرًا لَهُمْ ۚ مِنْهُمُ الْمُؤْمِنُونَ وَأَكْثَرُهُمُ الْفَاسِقُونَ
თქვენა ხართ ყველაზე საუკეთესო თემი, ვინც კი მოვლენილა ხალხთა შორის, ბრძანებთ სასურველს და კრძალავთ საძულველს, რადგანაც გწამთ ალლაჰის. ხოლო რომ ერწმუნათ ღვთიური წიგნის ხალხს, მათთვისვე იქნებოდა უკეთესი. მათ შორის არიან მორწმუნენი, მაგრამ გზასამცდარნიც არიან დიდი ნაწილი მათგან.
3:110 -
لَنْ يَضُرُّوكُمْ إِلَّا أَذًى ۖ وَإِنْ يُقَاتِلُوكُمْ يُوَلُّوكُمُ الْأَدْبَارَ ثُمَّ لَا يُنْصَرُونَ
ისინი ვერას დაგაკლებენ თქვენ, გარდა შეურაცხყოფისა, და თუ შეგებრძოლებიან, ზურგს გაქცევენ (უკუიქცევიან). და მერე აღარ ექნებათ შეწევნა მათ.
3:111 -
ضُرِبَتْ عَلَيْهِمُ الذِّلَّةُ أَيْنَ مَا ثُقِفُوا إِلَّا بِحَبْلٍ مِنَ اللَّهِ وَحَبْلٍ مِنَ النَّاسِ وَبَاءُوا بِغَضَبٍ مِنَ اللَّهِ وَضُرِبَتْ عَلَيْهِمُ الْمَسْكَنَةُ ۚ ذَٰلِكَ بِأَنَّهُمْ كَانُوا يَكْفُرُونَ بِآيَاتِ اللَّهِ وَيَقْتُلُونَ الْأَنْبِيَاءَ بِغَيْرِ حَقٍّ ۚ ذَٰلِكَ بِمَا عَصَوْا وَكَانُوا يَعْتَدُونَ
სადაც არ უნდა იყვნენ, თავს დაატყდებათ მათ დამცირება, თუკი არ იქნებიან ალლაჰის თოკისა და ადამიანების მიერ გამოწვდილ თოკის მიმყოლნი. და მოიწევენ ალლაჰის რისხვას და დაატყდებათ თავს სიღატაკე. ეს იმისთვის, რომ უარყოფდნენ ალლაჰის აიათებს და უსამართლოდ კლავდნენ შუამავალთ. ეს იმისთვის, რომ ურჩობდნენ და იყვნენ ზღვარგადასულნი.
3:112 -
لَيْسُوا سَوَاءً ۗ مِنْ أَهْلِ الْكِتَابِ أُمَّةٌ قَائِمَةٌ يَتْلُونَ آيَاتِ اللَّهِ آنَاءَ اللَّيْلِ وَهُمْ يَسْجُدُونَ
დიახაც, რომ ისინი ყველა ერთნაირი არ არიან, ღვთიური წიგნის ხალხში მტკიცე თემიცაა, ღამის საათებში ალლაჰის აიათებს კითხულობენ და სეჯდეს აღავლენენ.
3:113 -
يُؤْمِنُونَ بِاللَّهِ وَالْيَوْمِ الْآخِرِ وَيَأْمُرُونَ بِالْمَعْرُوفِ وَيَنْهَوْنَ عَنِ الْمُنْكَرِ وَيُسَارِعُونَ فِي الْخَيْرَاتِ وَأُولَٰئِكَ مِنَ الصَّالِحِينَ
მათ სწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი, უბრძანებენ მოსაწონს და უკრძალავენ უკეთურს. სიკეთის კეთებაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. სწორედ ეგენი არიან საუკეთესოთაგანი.
3:114 -
وَمَا يَفْعَلُوا مِنْ خَيْرٍ فَلَنْ يُكْفَرُوهُ ۗ وَاللَّهُ عَلِيمٌ بِالْمُتَّقِينَ
და ვინც რამ სიკეთე ჰქმნას, არასდროს დაიფარება. უეჭველად, ალლაჰმა იცის, ვინ არიან ღვთისმოშიშნი!
3:115 -
إِنَّ الَّذِينَ كَفَرُوا لَنْ تُغْنِيَ عَنْهُمْ أَمْوَالُهُمْ وَلَا أَوْلَادُهُمْ مِنَ اللَّهِ شَيْئًا ۖ وَأُولَٰئِكَ أَصْحَابُ النَّارِ ۚ هُمْ فِيهَا خَالِدُونَ
უეჭველად, რომელთაც უარყვეს (ურწმუნო გახდნენ), იმათ ალლაჰის წინაშე ვერ დაიფარავს ვერცა ქონება მათი და ვერცა შვილები მათი; ეგენი არიან ცეცხლის (ჯოჯოხეთის) მკვიდრნი, იქ დარჩებიან სამუდამოდ.
3:116 -
مَثَلُ مَا يُنْفِقُونَ فِي هَٰذِهِ الْحَيَاةِ الدُّنْيَا كَمَثَلِ رِيحٍ فِيهَا صِرٌّ أَصَابَتْ حَرْثَ قَوْمٍ ظَلَمُوا أَنْفُسَهُمْ فَأَهْلَكَتْهُ ۚ وَمَا ظَلَمَهُمُ اللَّهُ وَلَٰكِنْ أَنْفُسَهُمْ يَظْلِمُونَ
რასაც ისინი (ურწმუნონი) გასცემენ (სხვის დასანახად) ამქვეყნიურ ცხოვრებაში, სუსხიან ქარს წააგავს, რომელმაც გაანადგურა ნათესები ხალხისა, რომელთაც საკუთარ თავს უსამართლოდ მოექცნენ. მათთვის არ უვნია ალლაჰს, რამეთუ თვითონვე ავნეს საკუთარ თავს.
3:117 -
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا لَا تَتَّخِذُوا بِطَانَةً مِنْ دُونِكُمْ لَا يَأْلُونَكُمْ خَبَالًا وَدُّوا مَا عَنِتُّمْ قَدْ بَدَتِ الْبَغْضَاءُ مِنْ أَفْوَاهِهِمْ وَمَا تُخْفِي صُدُورُهُمْ أَكْبَرُ ۚ قَدْ بَيَّنَّا لَكُمُ الْآيَاتِ ۖ إِنْ كُنْتُمْ تَعْقِلُونَ
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! მესაიდუმლედ ნურავის გაიხდით, გარდა თქვენიანისა. არ მოიშლიან ისინი თქვენს ვნებას. მათ სურთ უბედურება დაგატყდეთ თავს. უკვე ინთხევა ბოღმა მათი ბაგეებიდან, მაგრამ რასაც მალავენ მათი გულები, უფრო უარესია. ჩვენ განგიმარტეთ აიათები, თუკი გააცნობიერებთ თქვენ!
3:118 -
هَا أَنْتُمْ أُولَاءِ تُحِبُّونَهُمْ وَلَا يُحِبُّونَكُمْ وَتُؤْمِنُونَ بِالْكِتَابِ كُلِّهِ وَإِذَا لَقُوكُمْ قَالُوا آمَنَّا وَإِذَا خَلَوْا عَضُّوا عَلَيْكُمُ الْأَنَامِلَ مِنَ الْغَيْظِ ۚ قُلْ مُوتُوا بِغَيْظِكُمْ ۗ إِنَّ اللَّهَ عَلِيمٌ بِذَاتِ الصُّدُورِ
აი, თქვენ გიყვართ ისინი, მაგრამ არ უყვარხართ მათ. თქვენ გწამთ მთელი ღვთიური წიგნი და როცა შეგხვდებიან ისინი, ამბობენ: ვიწამეთ ჩვენ! მაგრამ მარტო რომ დარჩებიან, სიბრაზით (ზიზღით) თითებს იკვნეტენ. უთხარი: გადაყევით ბრაზს თქვენსას! უეჭველად, ალლაჰი უწყის გულისნადებს!
3:119 -
إِنْ تَمْسَسْكُمْ حَسَنَةٌ تَسُؤْهُمْ وَإِنْ تُصِبْكُمْ سَيِّئَةٌ يَفْرَحُوا بِهَا ۖ وَإِنْ تَصْبِرُوا وَتَتَّقُوا لَا يَضُرُّكُمْ كَيْدُهُمْ شَيْئًا ۗ إِنَّ اللَّهَ بِمَا يَعْمَلُونَ مُحِيطٌ
თუკი სიკეთე გეწიათ, სწყინთ მაგათ და თუ ცუდი რამ შეგემთხვათ, ხარობენ ამით. მაგრამ თუ მომთმენნი და ღვთისმოშიშნი იქნებით, მათი ხრიკები ვერას დაგაკლებთ. ალლაჰი, უეჭველად, გარემოიცავს, რასაც სჩადიან ისინი!
3:120
თარგმანი: რეზო მიქელაძე