სურა 3 ალი იმრანი

  1. وَمَا كَانَ لِنَبِيٍّ أَنْ يَغُلَّ ۚ وَمَنْ يَغْلُلْ يَأْتِ بِمَا غَلَّ يَوْمَ الْقِيَامَةِ ۚ ثُمَّ تُوَفَّىٰ كُلُّ نَفْسٍ مَا كَسَبَتْ وَهُمْ لَا يُظْلَمُونَ

    შეუძლებელია შუამავალმა იცრუოს. და ვინც იცრუებს, თავისივე ტყუილით წარსდგება აღდგომის დღეს. მერე ყველა სულს სრულად მიეზღვება თავისი შენაძენისთვის, და ისინი არ დაიჩაგრებიან.

    3:161
  2. أَفَمَنِ اتَّبَعَ رِضْوَانَ اللَّهِ كَمَنْ بَاءَ بِسَخَطٍ مِنَ اللَّهِ وَمَأْوَاهُ جَهَنَّمُ ۚ وَبِئْسَ الْمَصِيرُ

    განა ის, ვინც ალლაჰის კეთილმოწყალებას მიჰყვა, იმას ჰგავს, ვინც ალლაჰის რისხვა დაიმსახურა? ჯოჯოხეთია მათი თავშესაფარი, და რა ცუდი მისაქციელია!

    3:162
  3. هُمْ دَرَجَاتٌ عِنْدَ اللَّهِ ۗ وَاللَّهُ بَصِيرٌ بِمَا يَعْمَلُونَ

    მათ ალლაჰთან სხვადასხვა ხარისხები აქვთ (ყველას ხარისხი რწმენისა და მოქმედების შესაბამისია), და ალლაჰი მხილველია, რასაც სჩადიან!

    3:163
  4. لَقَدْ مَنَّ اللَّهُ عَلَى الْمُؤْمِنِينَ إِذْ بَعَثَ فِيهِمْ رَسُولًا مِنْ أَنْفُسِهِمْ يَتْلُو عَلَيْهِمْ آيَاتِهِ وَيُزَكِّيهِمْ وَيُعَلِّمُهُمُ الْكِتَابَ وَالْحِكْمَةَ وَإِنْ كَانُوا مِنْ قَبْلُ لَفِي ضَلَالٍ مُبِينٍ

    მოჰმადლა ალლაჰმა მოწყალება მორწმუნეებს, როცა მოუვლინა მათ შუამავალი მათივე წიაღიდან, რომელიც უკითხავს მათ (ალლაჰის) აიათებს, განწმენდს მათ, ასწავლის წიგნსა და სიბრძნეს, თუმცა მანამდე იყვნენ ისინი ცხად გზააბნევაში.

    3:164
  5. أَوَلَمَّا أَصَابَتْكُمْ مُصِيبَةٌ قَدْ أَصَبْتُمْ مِثْلَيْهَا قُلْتُمْ أَنَّىٰ هَٰذَا ۖ قُلْ هُوَ مِنْ عِنْدِ أَنْفُسِكُمْ ۗ إِنَّ اللَّهَ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ

    როდესაც უბედურება გეწიათ, თქვენ კი ადრე ორჯერ მეტი აწიეთ (მტრებს თქვენსას), იკითხეთ: „ნეტა ეს საიდან?“ უპასუხე შენ (ო, შუამავალო): „თქვენგანვე მოდის ის“. უეჭველად, ყოვლისშემძლეა ალლაჰი.

    3:165
  6. وَمَا أَصَابَكُمْ يَوْمَ الْتَقَى الْجَمْعَانِ فَبِإِذْنِ اللَّهِ وَلِيَعْلَمَ الْمُؤْمِنِينَ

    და რაც გეწიათ ამ დღეს, როცა ორი ლაშქარი შეხვდა ერთმანეთს, მოხდა ნებითა ალლაჰისა, რათა გამოევლინა ვინ იყო მორწმუნე,

    3:166
  7. وَلِيَعْلَمَ الَّذِينَ نَافَقُوا ۚ وَقِيلَ لَهُمْ تَعَالَوْا قَاتِلُوا فِي سَبِيلِ اللَّهِ أَوِ ادْفَعُوا ۖ قَالُوا لَوْ نَعْلَمُ قِتَالًا لَاتَّبَعْنَاكُمْ ۗ هُمْ لِلْكُفْرِ يَوْمَئِذٍ أَقْرَبُ مِنْهُمْ لِلْإِيمَانِ ۚ يَقُولُونَ بِأَفْوَاهِهِمْ مَا لَيْسَ فِي قُلُوبِهِمْ ۗ وَاللَّهُ أَعْلَمُ بِمَا يَكْتُمُونَ

    და რათა შეეცნო ისინი, რომელნიც თვალთმაქცნი იყვნენ. და უთხრეს მათ: „მოდით, იომეთ ალლაჰის გზაზე ან თავი დაიცავით“; მიუგეს: „(ჩვენ) ბრძოლა რომ ვიცოდეთ, გამოგყვებოდით თქვენ“. იმ დღეს ურწმუნოებასთან უფრო ახლოს იყვნენ ისინი, ვიდრე რწმენასთან, იმას ამბობდნენ თავიანთი პირით, რაც არ ჰქონდათ გულში. ხოლო ალლაჰმა ყველაზე უკეთ იცის, რასაცა მალავენ ისინი.

    3:167
  8. الَّذِينَ قَالُوا لِإِخْوَانِهِمْ وَقَعَدُوا لَوْ أَطَاعُونَا مَا قُتِلُوا ۗ قُلْ فَادْرَءُوا عَنْ أَنْفُسِكُمُ الْمَوْتَ إِنْ كُنْتُمْ صَادِقِينَ

    მათ, რომელთაც თქვეს თავიანთ ძმებზე: „ჩვენთვის რომ დაეჯერებინათ, არ დაიხოცებოდნენო“, თავად კი შინ დარჩნენ, მათ უთხარი შენ (ო, შუამავალო!): „განიშორეთ თვენგან სიკვდილი, თუ სიმართლეს ამბობთ!“

    3:168
  9. وَلَا تَحْسَبَنَّ الَّذِينَ قُتِلُوا فِي سَبِيلِ اللَّهِ أَمْوَاتًا ۚ بَلْ أَحْيَاءٌ عِنْدَ رَبِّهِمْ يُرْزَقُونَ

    და შენ არავითარ შემთხვევაში მკვდრად არ ჩათვალო ისინი, ვინც დაეცა ალლაჰის გზაზე, არამედ ცოცხალნი არიან, თავიანთ ღმერთთან იღებენ სარჩოს,

    3:169
  10. فَرِحِينَ بِمَا آتَاهُمُ اللَّهُ مِنْ فَضْلِهِ وَيَسْتَبْشِرُونَ بِالَّذِينَ لَمْ يَلْحَقُوا بِهِمْ مِنْ خَلْفِهِمْ أَلَّا خَوْفٌ عَلَيْهِمْ وَلَا هُمْ يَحْزَنُونَ

    ხარობენ იმით, რაც ალლაჰმა უბოძა თავისი სიკეთეებიდან, და ხარობენ იმით, ვინც მათ უკანაა და ჯერ არ მისწევიათ, რომ მათ არ მოელით არცა შიში და არცა მწუხარება!

    3:170
  11. يَسْتَبْشِرُونَ بِنِعْمَةٍ مِنَ اللَّهِ وَفَضْلٍ وَأَنَّ اللَّهَ لَا يُضِيعُ أَجْرَ الْمُؤْمِنِينَ

    ხარობენ ალლაჰის წყალობისა და მადლის გამო და რომ ალლაჰი საზღაურს არ დაუკარგავს მორწმუნეებს,

    3:171
  12. الَّذِينَ اسْتَجَابُوا لِلَّهِ وَالرَّسُولِ مِنْ بَعْدِ مَا أَصَابَهُمُ الْقَرْحُ ۚ لِلَّذِينَ أَحْسَنُوا مِنْهُمْ وَاتَّقَوْا أَجْرٌ عَظِيمٌ

    იმათ, რომელთაც შეისმინეს ალლაჰის და მისი შუამავალის მას მერე, რაც ჭრილობა მიიღეს. ყველა იმათგანისთვის, ვინც სიკეთეს სჩადიოდა და ღვთისმოშიშობდა, ძვირფასი საზღაურია!

    3:172
  13. الَّذِينَ قَالَ لَهُمُ النَّاسُ إِنَّ النَّاسَ قَدْ جَمَعُوا لَكُمْ فَاخْشَوْهُمْ فَزَادَهُمْ إِيمَانًا وَقَالُوا حَسْبُنَا اللَّهُ وَنِعْمَ الْوَكِيلُ

    რომელთაც აუწყეს მორწმუნეებს: „უეჭველად, შეიკრიბა თქვენ წინააღმდეგ ხალხი, გეშინოდეთ მათი“. მაგრამ მათ რწმენა ემატებოდათ და ამბობდნენ: „ალლაჰი კმარა ჩვენთვის, და რა დიდებული მფარველია იგი“;

    3:173
  14. فَانْقَلَبُوا بِنِعْمَةٍ مِنَ اللَّهِ وَفَضْلٍ لَمْ يَمْسَسْهُمْ سُوءٌ وَاتَّبَعُوا رِضْوَانَ اللَّهِ ۗ وَاللَّهُ ذُو فَضْلٍ عَظِيمٍ

    და დაბრუნდნენ ალლაჰის წყალობითა და მადლით, არ გაჰკარებიათ მათ სიავე, რადგან მიჰყვნენ ალლაჰის კმაყოფილებას. და ალლაჰი უსაზღვრო სიუხვის მფლობელია!

    3:174
  15. إِنَّمَا ذَٰلِكُمُ الشَّيْطَانُ يُخَوِّفُ أَوْلِيَاءَهُ فَلَا تَخَافُوهُمْ وَخَافُونِ إِنْ كُنْتُمْ مُؤْمِنِينَ

    (ეშმაკი თვითონაა, თქვენ ვინც გაუწყათ) ეშმაკს სურს თავისივე შემწეებით (ვინც გაყვა ეშმაკის გზას) შეგაშინოთ თქვენ. თუკი თქვენ ჭეშმარიტი მორწმუნე ხართ არ შეგეშინდეთ მათი და გეშინოდეთ ჩემი.

    3:175
  16. وَلَا يَحْزُنْكَ الَّذِينَ يُسَارِعُونَ فِي الْكُفْرِ ۚ إِنَّهُمْ لَنْ يَضُرُّوا اللَّهَ شَيْئًا ۗ يُرِيدُ اللَّهُ أَلَّا يَجْعَلَ لَهُمْ حَظًّا فِي الْآخِرَةِ ۖ وَلَهُمْ عَذَابٌ عَظِيمٌ

    და ვარამმა არ შეგიპყროს შენ იმათ გამო, რომელნიც ურწმუნოებისაკენ მიილტვიან. ნამდვილად, ეგენი ვერაფერს ავნებენ ალლაჰს. ალლაჰის ნებაა, წილი არ უბოძოს მათ იმქვეყნად და მათთვისაა (გამზადებული) მტანჯველი სასჯელი.

    3:176
  17. إِنَّ الَّذِينَ اشْتَرَوُا الْكُفْرَ بِالْإِيمَانِ لَنْ يَضُرُّوا اللَّهَ شَيْئًا وَلَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ

    უეჭველად, ისინი, რომელთაც ურწმუნოება რწმენის ფასად იყიდეს, ვერაფერს ავნებენ ალლაჰს, და მათთვისაა (გამზადებული) მტანჯველი სასჯელი.

    3:177
  18. وَلَا يَحْسَبَنَّ الَّذِينَ كَفَرُوا أَنَّمَا نُمْلِي لَهُمْ خَيْرٌ لِأَنْفُسِهِمْ ۚ إِنَّمَا نُمْلِي لَهُمْ لِيَزْدَادُوا إِثْمًا ۚ وَلَهُمْ عَذَابٌ مُهِينٌ

    და არ ეგონოთ მათ, რომელთაც უარყვეს, რომ რასაც ჩვენ გადავუვადებთ მათ სასიკეთოდ იქმნება, ჩვენ გადავუვადებთ იმისთვის, რომ გაიმრავლონ ცოდვები, და მათთვისაა დამამცირებელი სასჯელი!

    3:178
  19. مَا كَانَ اللَّهُ لِيَذَرَ الْمُؤْمِنِينَ عَلَىٰ مَا أَنْتُمْ عَلَيْهِ حَتَّىٰ يَمِيزَ الْخَبِيثَ مِنَ الطَّيِّبِ ۗ وَمَا كَانَ اللَّهُ لِيُطْلِعَكُمْ عَلَى الْغَيْبِ وَلَٰكِنَّ اللَّهَ يَجْتَبِي مِنْ رُسُلِهِ مَنْ يَشَاءُ ۖ فَآمِنُوا بِاللَّهِ وَرُسُلِهِ ۚ وَإِنْ تُؤْمِنُوا وَتَتَّقُوا فَلَكُمْ أَجْرٌ عَظِيمٌ

    ალლაჰი არ დატოვებს მორწმუნეებს იმ ყოფაში, როგორშიც თქვენ ხართ, სანამ არ გაარჩევს ბოროტს კეთილისაგან. და არ იქნება, თქვენ გამცნოთ ალლაჰმა დაფარული, მაგრამ ალლაჰი ირჩევს თავის შუამავალთაგან იმას, ინებებს ვისაც. მაშ, ირწმუნეთ ალლაჰი და შუამავალი მისი; და თუ იწამებთ და ღვთისმოშიშნი იქნებით, მაშინ თქვენთვისაა უდიდესი საზღაური!

    3:179
  20. وَلَا يَحْسَبَنَّ الَّذِينَ يَبْخَلُونَ بِمَا آتَاهُمُ اللَّهُ مِنْ فَضْلِهِ هُوَ خَيْرًا لَهُمْ ۖ بَلْ هُوَ شَرٌّ لَهُمْ ۖ سَيُطَوَّقُونَ مَا بَخِلُوا بِهِ يَوْمَ الْقِيَامَةِ ۗ وَلِلَّهِ مِيرَاثُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۗ وَاللَّهُ بِمَا تَعْمَلُونَ خَبِيرٌ

    და ნუ ეგონებათ იმათ, რომელნიც ძუნწნი არიან ალლაჰის ნაბოძები მოწყალების გაღებისას, რომ ეს სიკეთეა (კარგია) მათთვის. არამც და არამც! ეს უარესია (ცუდია) მათთვის. რაც ენანებოდათ,ის შემოეხვევათ (წაეჭირებათ) ყელზე აღდგომის დღეს; და ალლაჰისაა მემკვიდრეობა ცათა და ქვეყნის, და ალლაჰი უწყის, რასაც აკეთებთ!

    3:180

თარგმანი: რეზო მიქელაძე