მუსხაფი, გვერდი 441
-
وَاضْرِبْ لَهُمْ مَثَلًا أَصْحَابَ الْقَرْيَةِ إِذْ جَاءَهَا الْمُرْسَلُونَ
და მოუყევი მათ მაგალითი სოფლის მკვიდრთა, აკი იქ მივიდნენ შუამავალნი!
36:13 -
إِذْ أَرْسَلْنَا إِلَيْهِمُ اثْنَيْنِ فَكَذَّبُوهُمَا فَعَزَّزْنَا بِثَالِثٍ فَقَالُوا إِنَّا إِلَيْكُمْ مُرْسَلُونَ
აკი, წარვგზავნეთ მათთან ორი, უმალ ცრუდ შერაცხეს, ამიტომაც გავაძლიერეთ მესამეთი და უთხრეს (შუამავლებმა): უეჭველად, თქვენთან ვართ წარმოგზავნილნი“.
36:14 -
قَالُوا مَا أَنْتُمْ إِلَّا بَشَرٌ مِثْلُنَا وَمَا أَنْزَلَ الرَّحْمَٰنُ مِنْ شَيْءٍ إِنْ أَنْتُمْ إِلَّا تَكْذِبُونَ
უთხრეს: „ისეთივე ადამიანები ხართ, როგორც ჩვენ. მოწყალეს არაფერი ზეგარდმოუვლენია, თქვენ მხოლოდ ცრუობთ!“
36:15 -
قَالُوا رَبُّنَا يَعْلَمُ إِنَّا إِلَيْكُمْ لَمُرْسَلُونَ
მიუგეს: „ჩვენი ღმერთი უწყის, უეჭველად, თქვენთან წარმოგზავნილები ვართ.
36:16 -
وَمَا عَلَيْنَا إِلَّا الْبَلَاغُ الْمُبِينُ
არ არის ჩვენი ვალი, თუ არა ცხადი უწყებისა“.
36:17 -
قَالُوا إِنَّا تَطَيَّرْنَا بِكُمْ ۖ لَئِنْ لَمْ تَنْتَهُوا لَنَرْجُمَنَّكُمْ وَلَيَمَسَّنَّكُمْ مِنَّا عَذَابٌ أَلِيمٌ
თქვეს: „უეჭველად, ჩვენი ნავსი თქვენგანაა. თუ არ შეწყვეტთ, უთუოდ, ქვებით ჩაგქოლავთ და უთუოდ, შეგეხებათ ჩვენგან მწარე სასჯელი!“
36:18 -
قَالُوا طَائِرُكُمْ مَعَكُمْ ۚ أَئِنْ ذُكِّرْتُمْ ۚ بَلْ أَنْتُمْ قَوْمٌ مُسْرِفُونَ
მიუგეს: „ნავსი თქვენი თქვენიდანვეა, განა შეგონებისგან? არა, თქვენ ხართ ზღვარგადასული ხალხი!“
36:19 -
وَجَاءَ مِنْ أَقْصَى الْمَدِينَةِ رَجُلٌ يَسْعَىٰ قَالَ يَا قَوْمِ اتَّبِعُوا الْمُرْسَلِينَ
და მოვიდა ქალაქის გარეუბნიდან კაცი სირბილით. სთქვა: „ჰეი, ხალხო ჩემო! გაჰყევით წარმოგზავნილებს!
36:20 -
اتَّبِعُوا مَنْ لَا يَسْأَلُكُمْ أَجْرًا وَهُمْ مُهْتَدُونَ
გაჰყევით, ვინც საზღაურს არ ითხოვს თქვენგან და ჭეშმარიტ გზაზე ადგანან!
36:21 -
وَمَا لِيَ لَا أَعْبُدُ الَّذِي فَطَرَنِي وَإِلَيْهِ تُرْجَعُونَ
და რა მიშლის მე ხელს, რომ არ ვეთაყვანო, რომელმაც გამაჩინა და (ვისთანაც) მიიქცევით თქვენ?
36:22 -
أَأَتَّخِذُ مِنْ دُونِهِ آلِهَةً إِنْ يُرِدْنِ الرَّحْمَٰنُ بِضُرٍّ لَا تُغْنِ عَنِّي شَفَاعَتُهُمْ شَيْئًا وَلَا يُنْقِذُونِ
განა დავიდგინო მის გარდა ღვთაება? რამეთუ თუ მოწყალე ინებებს ავი მომიზღოს, მათი შეწევნა ვერღა დამეხმარება და ვერ მიხსნიან ისინი.
36:23 -
إِنِّي إِذًا لَفِي ضَلَالٍ مُبِينٍ
მაშინ, უეჭველად, ცხად გზააბნევაში აღმოვჩნდები.
36:24 -
إِنِّي آمَنْتُ بِرَبِّكُمْ فَاسْمَعُونِ
უეჭველად, მე ვირწმუნე თქვენი ღმერთი. მაშ, ყური დამიგდეთ!“
36:25 -
قِيلَ ادْخُلِ الْجَنَّةَ ۖ قَالَ يَا لَيْتَ قَوْمِي يَعْلَمُونَ
ეთქვა მას: „შედი სამოთხეში“. თქვა: „ნეტავ, ჩემს ხალხს სცოდნოდა,
36:26 -
بِمَا غَفَرَ لِي رَبِّي وَجَعَلَنِي مِنَ الْمُكْرَمِينَ
რომ მაპატია ჩემმა ღმერთმა და დამადგინა ერთ-ერთ პატივმიგებულთაგან!“
36:27
თარგმანი: რეზო მიქელაძე