სურა 33 აჰზაბი

  1. مَلْعُونِينَ ۖ أَيْنَمَا ثُقِفُوا أُخِذُوا وَقُتِّلُوا تَقْتِيلًا

    დაწყევლილნი არიან და ალლაჰის წყალობისგან მოშთობილნი. სადაც გამოჩნდებიან,ხელთ იგდებენ და სათითაოდ ამოძირკვავენ!

    33:61
  2. سُنَّةَ اللَّهِ فِي الَّذِينَ خَلَوْا مِنْ قَبْلُ ۖ وَلَنْ تَجِدَ لِسُنَّةِ اللَّهِ تَبْدِيلًا

    (ეს) ალლაჰის კანონია აწ გარდასულთა და ვერ ნახავ ალლაჰის კანონში ცვლილებას!

    33:62
  3. يَسْأَلُكَ النَّاسُ عَنِ السَّاعَةِ ۖ قُلْ إِنَّمَا عِلْمُهَا عِنْدَ اللَّهِ ۚ وَمَا يُدْرِيكَ لَعَلَّ السَّاعَةَ تَكُونُ قَرِيبًا

    ხალხი გეკითხება შენ საათზე, უთხარი: „მისი ცოდნა მხოლოდ ალლაჰთანაა“. შენ რა იცი, იქნებ საათი ახლოა?

    33:63
  4. إِنَّ اللَّهَ لَعَنَ الْكَافِرِينَ وَأَعَدَّ لَهُمْ سَعِيرًا

    უეჭველად, ალლაჰმა დაწყევლა ურწმუნონი და გაამზადა მათთვის ცხარე ცეცხლი!

    33:64
  5. خَالِدِينَ فِيهَا أَبَدًا ۖ لَا يَجِدُونَ وَلِيًّا وَلَا نَصِيرًا

    მარად იქნებიან იქ მარადისობაში. ვერ ჰპოვებენ მფარველს და ვერც შემწეს!

    33:65
  6. يَوْمَ تُقَلَّبُ وُجُوهُهُمْ فِي النَّارِ يَقُولُونَ يَا لَيْتَنَا أَطَعْنَا اللَّهَ وَأَطَعْنَا الرَّسُولَا

    იმ დღეს მათი სახეები შიგადაშიგ იცვლის იერს ცეცხლში და ისინი იტყვიან: „ვაი, ჩვენს თავს! ნეტავ, მორჩილნი ვყოფილიყავით ალლაჰის და მისი შუამავალის!“

    33:66
  7. وَقَالُوا رَبَّنَا إِنَّا أَطَعْنَا سَادَتَنَا وَكُبَرَاءَنَا فَأَضَلُّونَا السَّبِيلَا

    და იტყვიან: „ღმერთო ჩვენო! უეჭველად, ჩვენ ვმორჩილებდით ჩვენს დიდებულებს და უფროსებს, მაგრამ მათ გვაცდუნეს გზიდან.

    33:67
  8. رَبَّنَا آتِهِمْ ضِعْفَيْنِ مِنَ الْعَذَابِ وَالْعَنْهُمْ لَعْنًا كَبِيرًا

    ღმერთო ჩვენო! გაუორმაგე მათ სასჯელი და დაწყევლე ისინი დიდი წყევლით!“

    33:68
  9. يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا لَا تَكُونُوا كَالَّذِينَ آذَوْا مُوسَىٰ فَبَرَّأَهُ اللَّهُ مِمَّا قَالُوا ۚ وَكَانَ عِنْدَ اللَّهِ وَجِيهًا

    ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ დაემსგავსოთ მათ, რომელთაც აწყენინეს მუსას. ალლაჰმა გაამართლა იმისგან, რასაც ისინი ამბობდნენ. და იყო იგი პატივდებული ალლაჰის წინაშე!

    33:69
  10. يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا اتَّقُوا اللَّهَ وَقُولُوا قَوْلًا سَدِيدًا

    ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გეშინოდეთ ალლაჰის და ჭეშმარიტი სიტყვა თქვით!

    33:70
  11. يُصْلِحْ لَكُمْ أَعْمَالَكُمْ وَيَغْفِرْ لَكُمْ ذُنُوبَكُمْ ۗ وَمَنْ يُطِعِ اللَّهَ وَرَسُولَهُ فَقَدْ فَازَ فَوْزًا عَظِيمًا

    თქვენი საქმეები გამოასწოროს და სასარგებლო ჰქმნას და მოგიტევოს ცოდვანი თქვენი. და ვინც ჰმორჩილებს ალლაჰს და მის შუამავალს, ჭეშმარიტად, მან დიად ნეტარებას მიაღწია!

    33:71
  12. إِنَّا عَرَضْنَا الْأَمَانَةَ عَلَى السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ وَالْجِبَالِ فَأَبَيْنَ أَنْ يَحْمِلْنَهَا وَأَشْفَقْنَ مِنْهَا وَحَمَلَهَا الْإِنْسَانُ ۖ إِنَّهُ كَانَ ظَلُومًا جَهُولًا

    უეჭველად, ჩვენ შევთავაზეთ პასუხისმგებლობა აეღო ცანსა და დედამიწას და მთებს, მაგრამ უარი თქვეს და შეეშინდათ მისგან, კაცმა კი იტვირთა იგი. უეჭველად, იგი უსამართლოა, უგუნურია!

    33:72
  13. لِيُعَذِّبَ اللَّهُ الْمُنَافِقِينَ وَالْمُنَافِقَاتِ وَالْمُشْرِكِينَ وَالْمُشْرِكَاتِ وَيَتُوبَ اللَّهُ عَلَى الْمُؤْمِنِينَ وَالْمُؤْمِنَاتِ ۗ وَكَانَ اللَّهُ غَفُورًا رَحِيمًا

    რათა ალლაჰს (ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე) დაესაჯა თვალთმაქცი კაცები და ქალები, კერპთაყვანისმცემელი კაცები და ქალები და შეენდო მორწმუნე კაცებისთვის და ქალებისთვის. ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!

    33:73

თარგმანი: რეზო მიქელაძე