სურა 2 ბაყარა, აიათი 246
-
أَلَمْ تَرَ إِلَى الْمَلَإِ مِنْ بَنِي إِسْرَائِيلَ مِنْ بَعْدِ مُوسَىٰ إِذْ قَالُوا لِنَبِيٍّ لَهُمُ ابْعَثْ لَنَا مَلِكًا نُقَاتِلْ فِي سَبِيلِ اللَّهِ ۖ قَالَ هَلْ عَسَيْتُمْ إِنْ كُتِبَ عَلَيْكُمُ الْقِتَالُ أَلَّا تُقَاتِلُوا ۖ قَالُوا وَمَا لَنَا أَلَّا نُقَاتِلَ فِي سَبِيلِ اللَّهِ وَقَدْ أُخْرِجْنَا مِنْ دِيَارِنَا وَأَبْنَائِنَا ۖ فَلَمَّا كُتِبَ عَلَيْهِمُ الْقِتَالُ تَوَلَّوْا إِلَّا قَلِيلًا مِنْهُمْ ۗ وَاللَّهُ عَلِيمٌ بِالظَّالِمِينَ
განა არ გინახავს ისრაილის წარჩინებული შვილნი, მუსას შემდგომ თავიანთ შუამავალს რომ უთხრეს: გამოგვიგზავნე მეფე, რომ ვიბრძოლოთ ალლაჰის გზაზე! უთხრა: იქნებ სავალდებულო იქმნას კიდეც ბრძოლა, თქვენ კი არ იბრძოლოთ? მიუგეს: ვითომ რატომ არ უნდა ვიბრძოლოთ ალლაჰის გზაზე, როცა მოგვაშორეს ჩვენს სახლებს და ჩვენს შვილებს? მაგრამ როცა ბრძოლა დაეწერათ (სავალდებულო გახდა მათთვის), პირი იბრუნეს მათგან მცირედის გარდა. ალლაჰი კი უწყის ცოდვილებს.
2:246
თარგმანი: რეზო მიქელაძე