სურა 2 ბაყარა, აიათი 229
-
الطَّلَاقُ مَرَّتَانِ ۖ فَإِمْسَاكٌ بِمَعْرُوفٍ أَوْ تَسْرِيحٌ بِإِحْسَانٍ ۗ وَلَا يَحِلُّ لَكُمْ أَنْ تَأْخُذُوا مِمَّا آتَيْتُمُوهُنَّ شَيْئًا إِلَّا أَنْ يَخَافَا أَلَّا يُقِيمَا حُدُودَ اللَّهِ ۖ فَإِنْ خِفْتُمْ أَلَّا يُقِيمَا حُدُودَ اللَّهِ فَلَا جُنَاحَ عَلَيْهِمَا فِيمَا افْتَدَتْ بِهِ ۗ تِلْكَ حُدُودُ اللَّهِ فَلَا تَعْتَدُوهَا ۚ وَمَنْ يَتَعَدَّ حُدُودَ اللَّهِ فَأُولَٰئِكَ هُمُ الظَّالِمُونَ
განქორწინება მხოლოდ ორჯერაა (შესაძლებელი). ამის შემდგომ თქვენ ან დაიტოვებთ ცოლებს წესისამებრ ან გაეყრებით კეთილგანწყობით. ნებადართული არ არის არანაირი თქვენს მიერ ნაჩუქარის უკან გამორთმევა, მხოლოდ მაშინ, თუ ორივე მხარეს ეშინია, რომ გადავა ალლაჰის დადგენილ ნორმებს. და თუ თქვენ გეშინიათ, რომ ის ორი ვერ დააკმაყოფილებენ ალლაჰის დადგენილ ნორმებს, მაშინ ცოდვა არაა არც ერთზე იმაში, რომ ქალი თავს გამოისყიდის. ასეთია ალლაჰის დადგენილი ნორმები და არ გადასცდეთ მას. და თუ ვინმე გადასცდება ალლაჰის დადგენილ ნორმებს, სწორედ, ისინი არიან ცოდვილნი!
2:229
თარგმანი: რეზო მიქელაძე