სურა 2 ბაყარა, აიათი 196

  1. وَأَتِمُّوا الْحَجَّ وَالْعُمْرَةَ لِلَّهِ ۚ فَإِنْ أُحْصِرْتُمْ فَمَا اسْتَيْسَرَ مِنَ الْهَدْيِ ۖ وَلَا تَحْلِقُوا رُءُوسَكُمْ حَتَّىٰ يَبْلُغَ الْهَدْيُ مَحِلَّهُ ۚ فَمَنْ كَانَ مِنْكُمْ مَرِيضًا أَوْ بِهِ أَذًى مِنْ رَأْسِهِ فَفِدْيَةٌ مِنْ صِيَامٍ أَوْ صَدَقَةٍ أَوْ نُسُكٍ ۚ فَإِذَا أَمِنْتُمْ فَمَنْ تَمَتَّعَ بِالْعُمْرَةِ إِلَى الْحَجِّ فَمَا اسْتَيْسَرَ مِنَ الْهَدْيِ ۚ فَمَنْ لَمْ يَجِدْ فَصِيَامُ ثَلَاثَةِ أَيَّامٍ فِي الْحَجِّ وَسَبْعَةٍ إِذَا رَجَعْتُمْ ۗ تِلْكَ عَشَرَةٌ كَامِلَةٌ ۗ ذَٰلِكَ لِمَنْ لَمْ يَكُنْ أَهْلُهُ حَاضِرِي الْمَسْجِدِ الْحَرَامِ ۚ وَاتَّقُوا اللَّهَ وَاعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ شَدِيدُ الْعِقَابِ

    აღასრულეთ ჰაჯი და უმრა ალლაჰისთვის. თუ რამე გაბრკოლებთ, მაშინ შესაწირი პირუტყვი გაგზავნეთ, რაც გეადვილებათ. და არ გადაიპარსოთ თავი, სანამ შესაწირი თავის ადგილას არ ჩავა. თუ რომელიმე თქვენგანი ავადაა, ან რაიმე სენმა თავი გადააპარსვინა, გამოსასყიდია მარხვა, მოწყალების გაღება ან შესაწირი. მაგრამ როცა უსაფრთხოდ ხართ, მაშინ ვინც აღასრულებს უმრას ჰაჯთან ერთად, მან შეწიროს პირუტყვი, რაც ეადვილება; თუ ეს არ მოეპოვება, იმარხულოს სამი დღე ჰაჯობის დროს და შვიდი, როცა დაბრუნდება. ეს არის სრული ათი. ეს იმათთვის, ვისი ოჯახიც მესჯიდი ჰარამთან სიახლოვეს არ სახლობს. და გეშინოდეთ ალლაჰის, იცოდეთ, რომ ალლაჰის სასჯელი მკაცრია.

    2:196

თარგმანი: რეზო მიქელაძე