სურა 28 ყასასი

  1. فَخَسَفْنَا بِهِ وَبِدَارِهِ الْأَرْضَ فَمَا كَانَ لَهُ مِنْ فِئَةٍ يَنْصُرُونَهُ مِنْ دُونِ اللَّهِ وَمَا كَانَ مِنَ الْمُنْتَصِرِينَ

    ჩვენ ვუბრძანეთ მიწას შთაენთქა ის თავის სახლიანად. არ ჰყავდა მას შემწეები, რომლებიც დაეხმარებოდნენ ალლაჰის წინაშე, და ვერც საკუთარ თავს გადაირჩენდა!

    28:81
  2. وَأَصْبَحَ الَّذِينَ تَمَنَّوْا مَكَانَهُ بِالْأَمْسِ يَقُولُونَ وَيْكَأَنَّ اللَّهَ يَبْسُطُ الرِّزْقَ لِمَنْ يَشَاءُ مِنْ عِبَادِهِ وَيَقْدِرُ ۖ لَوْلَا أَنْ مَنَّ اللَّهُ عَلَيْنَا لَخَسَفَ بِنَا ۖ وَيْكَأَنَّهُ لَا يُفْلِحُ الْكَافِرُونَ

    ხოლო ისინი, რომელნიც წინადღით ნატრობდნენ მის ადგილზე ყოფნას, მეორე დილით ამბობდნენ: „ვაი! ალლაჰი უზრდის ან უმცირებს სარჩოს თავის მსახურთაგან იმას, ინებებს ვისაც! მოწყალება რომ არ მოეღო ჩვენზე, უბრძანებდა შთავენთქეთ. ვაი! უეჭველად, ურწმუნონი ნეტარნი ვერ შეიქნებიან!“

    28:82
  3. تِلْكَ الدَّارُ الْآخِرَةُ نَجْعَلُهَا لِلَّذِينَ لَا يُرِيدُونَ عُلُوًّا فِي الْأَرْضِ وَلَا فَسَادًا ۚ وَالْعَاقِبَةُ لِلْمُتَّقِينَ

    სწორედ ის უკანასკნელი სამყოფელი დავუდგინეთ მათ, რომელთაც არ სურთ გამედიდურება დედამიწაზე და უკეთურობის გავრცელება. კეთილი აღსასრული მოელით მხოლოდ ღთისმოშიშებს!

    28:83
  4. مَنْ جَاءَ بِالْحَسَنَةِ فَلَهُ خَيْرٌ مِنْهَا ۖ وَمَنْ جَاءَ بِالسَّيِّئَةِ فَلَا يُجْزَى الَّذِينَ عَمِلُوا السَّيِّئَاتِ إِلَّا مَا كَانُوا يَعْمَلُونَ

    ის, ვინც წარსდგება კეთილი საქმეებით, მიიღებს უკეთესს, ხოლო რომელნიც წარსდგებიან ავი საქმეებით, მიიღებენ თავიანთი საქმეების საფასურს!

    28:84
  5. إِنَّ الَّذِي فَرَضَ عَلَيْكَ الْقُرْآنَ لَرَادُّكَ إِلَىٰ مَعَادٍ ۚ قُلْ رَبِّي أَعْلَمُ مَنْ جَاءَ بِالْهُدَىٰ وَمَنْ هُوَ فِي ضَلَالٍ مُبِينٍ

    უეჭველად, რომელმაც ვალდებული ჰქმნა შენზე ყურანი, უთუოდ, მიგაბრუნებს მისაბრუნებელში. უთხარი: „ჩემი ღმერთი უკეთ უწყის იმას, ვინ მოვიდა ჭეშმარიტებით და ვინ - გზააბნევით!

    28:85
  6. وَمَا كُنْتَ تَرْجُو أَنْ يُلْقَىٰ إِلَيْكَ الْكِتَابُ إِلَّا رَحْمَةً مِنْ رَبِّكَ ۖ فَلَا تَكُونَنَّ ظَهِيرًا لِلْكَافِرِينَ

    არ მოელოდი, რომ ზეგარდმოევლინებოდა წიგნი, მაგრამ ეს იყო წყალობა შენი ღმერთისგან. ამიტომ არასდროს გამოექომაგო ურწმუნოებს!

    28:86
  7. وَلَا يَصُدُّنَّكَ عَنْ آيَاتِ اللَّهِ بَعْدَ إِذْ أُنْزِلَتْ إِلَيْكَ ۖ وَادْعُ إِلَىٰ رَبِّكَ ۖ وَلَا تَكُونَنَّ مِنَ الْمُشْرِكِينَ

    და ვერ გაქცევინებენ ზურგს ალლაჰის აიათებისგან მას მერე, რაც ისინი ზეგარდმოგევლინა. მოუწოდე შენი ღმერთისკენ და არ შეიქნა კერპთაყვანისმცემელთაგანი!

    28:87
  8. وَلَا تَدْعُ مَعَ اللَّهِ إِلَٰهًا آخَرَ ۘ لَا إِلَٰهَ إِلَّا هُوَ ۚ كُلُّ شَيْءٍ هَالِكٌ إِلَّا وَجْهَهُ ۚ لَهُ الْحُكْمُ وَإِلَيْهِ تُرْجَعُونَ

    არ მოუწოდო გარდა ალლაჰისა სხვა ღვთაებებს. არ არს ღმერთი, გარდა ალლაჰისა! ყოველი საგანი დაიღუპება, მისი არსის გარდა. მხოლოდ მას ეკუთვნის განგება და მასთანაა თქვენი მისაბრუნებელი!

    28:88

თარგმანი: რეზო მიქელაძე