სურა 28 ყასასი

  1. أَفَمَنْ وَعَدْنَاهُ وَعْدًا حَسَنًا فَهُوَ لَاقِيهِ كَمَنْ مَتَّعْنَاهُ مَتَاعَ الْحَيَاةِ الدُّنْيَا ثُمَّ هُوَ يَوْمَ الْقِيَامَةِ مِنَ الْمُحْضَرِينَ

    განა ის, ვისაც მშვენიერი აღთქმა დავუდეთ, და რომელსაც ის აუცილებლად მიიღებს, მსგავსია იმისა, ვინც დავატკბეთ წუთისოფლის სიკეთეებით და ვისაც აღდგომის დღეს ძალით წარადგენენ?

    28:61
  2. وَيَوْمَ يُنَادِيهِمْ فَيَقُولُ أَيْنَ شُرَكَائِيَ الَّذِينَ كُنْتُمْ تَزْعُمُونَ

    იმ დღეს იგი დაუძახებს მათ და ეტყვის: „სად არიან ჩემი მოზიარენი, ვის არსებობასაც ვარაუდობდით?“

    28:62
  3. قَالَ الَّذِينَ حَقَّ عَلَيْهِمُ الْقَوْلُ رَبَّنَا هَٰؤُلَاءِ الَّذِينَ أَغْوَيْنَا أَغْوَيْنَاهُمْ كَمَا غَوَيْنَا ۖ تَبَرَّأْنَا إِلَيْكَ ۖ مَا كَانُوا إِيَّانَا يَعْبُدُونَ

    მაშინ ისინი, რომლებზეც განცხადდა სიტყვა, იტყვიან: „ღმერთო ჩვენო! აი, ისინი, რომელნიც გზას ავაცდინეთ, როგორც თავად ვიყავით. ჩვენ უარს ვამბობთ მათზე შენს წინაშე. ისინი მხოლოდ ჩვენ არ გვეთაყვანებოდნენ.“

    28:63
  4. وَقِيلَ ادْعُوا شُرَكَاءَكُمْ فَدَعَوْهُمْ فَلَمْ يَسْتَجِيبُوا لَهُمْ وَرَأَوُا الْعَذَابَ ۚ لَوْ أَنَّهُمْ كَانُوا يَهْتَدُونَ

    მათ ეტყვიან: „უხმეთ თქვენს თანამოზიარეთ.“ უხმობენ, მაგრამ არ უპასუხებენ ისინი, და მაშინ იხილავენ ისინი სასჯელს. ნეტავ, ევლოთ სწორი გზით!

    28:64
  5. وَيَوْمَ يُنَادِيهِمْ فَيَقُولُ مَاذَا أَجَبْتُمُ الْمُرْسَلِينَ

    იმ დღეს იგი მოუხმობს მათ და ეტყვის: „რა პასუხი გაეცით შუამავლებს?“

    28:65
  6. فَعَمِيَتْ عَلَيْهِمُ الْأَنْبَاءُ يَوْمَئِذٍ فَهُمْ لَا يَتَسَاءَلُونَ

    იმ დღის ამბები დაფარული იქნება მათთვის და ერთამანეთს არ დაეკითხებიან.

    28:66
  7. فَأَمَّا مَنْ تَابَ وَآمَنَ وَعَمِلَ صَالِحًا فَعَسَىٰ أَنْ يَكُونَ مِنَ الْمُفْلِحِينَ

    ხოლო ის ვინც მოინანია, ირწმუნა და ჰქმნა სიკეთე, ეგების ნეტარ იქმნეს!

    28:67
  8. وَرَبُّكَ يَخْلُقُ مَا يَشَاءُ وَيَخْتَارُ ۗ مَا كَانَ لَهُمُ الْخِيَرَةُ ۚ سُبْحَانَ اللَّهِ وَتَعَالَىٰ عَمَّا يُشْرِكُونَ

    შენი ღმერთი აჩენს იმას და ირჩევს, ინებებს რასაც, მაგრამ მათ არა აქვთ არჩევანის უფლება. დიდება ალლაჰს! იგი დიადია იმაზე, რასაც ზიარუქმნიან!

    28:68
  9. وَرَبُّكَ يَعْلَمُ مَا تُكِنُّ صُدُورُهُمْ وَمَا يُعْلِنُونَ

    შენი ღმერთი უწყის იმას, რაც იმალება მათ გულებში და იმასაც, რასაც აცხადებენ!

    28:69
  10. وَهُوَ اللَّهُ لَا إِلَٰهَ إِلَّا هُوَ ۖ لَهُ الْحَمْدُ فِي الْأُولَىٰ وَالْآخِرَةِ ۖ وَلَهُ الْحُكْمُ وَإِلَيْهِ تُرْجَعُونَ

    და იგია ალლაჰი, არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი. ქება-დედება მას ეკუთვნის სააქაოშიც და საიქიოშიც. იგი წყვეტს ყოველივეს და მასთან იქნებით მიბრუნებულნი!

    28:70
  11. قُلْ أَرَأَيْتُمْ إِنْ جَعَلَ اللَّهُ عَلَيْكُمُ اللَّيْلَ سَرْمَدًا إِلَىٰ يَوْمِ الْقِيَامَةِ مَنْ إِلَٰهٌ غَيْرُ اللَّهِ يَأْتِيكُمْ بِضِيَاءٍ ۖ أَفَلَا تَسْمَعُونَ

    უთხარი: რას მეტყვით, თუკი ალლაჰი გაგიხანგრძლივებთ ღამეს აღდგომის დღემდე, ვინ არის სხვა ღვთაება, გარდა ალლაჰისა, რომელიც სინათლეს მოგივლენთ? ნუთუ არღა შეიგონებთ?!

    28:71
  12. قُلْ أَرَأَيْتُمْ إِنْ جَعَلَ اللَّهُ عَلَيْكُمُ النَّهَارَ سَرْمَدًا إِلَىٰ يَوْمِ الْقِيَامَةِ مَنْ إِلَٰهٌ غَيْرُ اللَّهِ يَأْتِيكُمْ بِلَيْلٍ تَسْكُنُونَ فِيهِ ۖ أَفَلَا تُبْصِرُونَ

    უთხარი: რას მეტყვით, თუკი ალლაჰი გაგიხანგრძლივებთ დღეს აღდგომის დღემდე, ვინ არის სხვა ღვთაება, გარდა ალლაჰის, რომელიც გიბოძებთ ღამეს, რათა შეძლოთ მოსვენება? ნუთუ არღა გულისხმაჰყობთ?!

    28:72
  13. وَمِنْ رَحْمَتِهِ جَعَلَ لَكُمُ اللَّيْلَ وَالنَّهَارَ لِتَسْكُنُوا فِيهِ وَلِتَبْتَغُوا مِنْ فَضْلِهِ وَلَعَلَّكُمْ تَشْكُرُونَ

    თავისი წყალობით მან დაადგინა თქვენთვის ღამე და დღე, რათა დაისვენოთ მასში და ეძიოთ მისი წყალობა. ეგების შეიქმნათ მადლიერნი?!

    28:73
  14. وَيَوْمَ يُنَادِيهِمْ فَيَقُولُ أَيْنَ شُرَكَائِيَ الَّذِينَ كُنْتُمْ تَزْعُمُونَ

    იმ დღეს მოუხმობს მათ და ეტყვის: სად არიან ჩემი თანაზიარნი, რომელთა არსებობასაც ვარაუდობდით?“

    28:74
  15. وَنَزَعْنَا مِنْ كُلِّ أُمَّةٍ شَهِيدًا فَقُلْنَا هَاتُوا بُرْهَانَكُمْ فَعَلِمُوا أَنَّ الْحَقَّ لِلَّهِ وَضَلَّ عَنْهُمْ مَا كَانُوا يَفْتَرُونَ

    ჩვენ ყოველი თემის წიაღიდან დავადგენთ მოწმეს და ვეტყვით: „მოგვიტანეთ თქვენი მტკიცებულება!“ მაშინ ისინი გაიგებენ, რომ ჭეშმარიტება ალლაჰთანაა. და მიატოვებს მათ ის, რასაც იგონებდნენ (თხზავდნენ).

    28:75
  16. إِنَّ قَارُونَ كَانَ مِنْ قَوْمِ مُوسَىٰ فَبَغَىٰ عَلَيْهِمْ ۖ وَآتَيْنَاهُ مِنَ الْكُنُوزِ مَا إِنَّ مَفَاتِحَهُ لَتَنُوءُ بِالْعُصْبَةِ أُولِي الْقُوَّةِ إِذْ قَالَ لَهُ قَوْمُهُ لَا تَفْرَحْ ۖ إِنَّ اللَّهَ لَا يُحِبُّ الْفَرِحِينَ

    უეჭველად, ყარუნი მუსას ხალხთაგან იყო, მაგრამ ავიწროებდა მათ. ჩვენ ვუბოძეთ მას იმდენი განძი, რომ მათი გასაღებიც კი ემძიმებოდა რამდენიმე ღონიერ კაცს. მისმა ხალხმა უთხრა მას: „ნუ გათამამდები, რამეთუ ალლაჰს არ უყვარს მედიდურნი!

    28:76
  17. وَابْتَغِ فِيمَا آتَاكَ اللَّهُ الدَّارَ الْآخِرَةَ ۖ وَلَا تَنْسَ نَصِيبَكَ مِنَ الدُّنْيَا ۖ وَأَحْسِنْ كَمَا أَحْسَنَ اللَّهُ إِلَيْكَ ۖ وَلَا تَبْغِ الْفَسَادَ فِي الْأَرْضِ ۖ إِنَّ اللَّهَ لَا يُحِبُّ الْمُفْسِدِينَ

    იმით, რაც ალლაჰმა გიბოძა, ისწრაფე საიქიო სამყოფელისკენ, და არ დაივიწყო შენი წილი დედამიწაზე. სიკეთე აკეთე ისეთივე, როგორიც ალლაჰმა მოგმადლა და არ გაავრცელო უკეთურობა ქვეყნად, რამეთუ ალლაჰს არ უყვარს უკეთურნი!

    28:77
  18. قَالَ إِنَّمَا أُوتِيتُهُ عَلَىٰ عِلْمٍ عِنْدِي ۚ أَوَلَمْ يَعْلَمْ أَنَّ اللَّهَ قَدْ أَهْلَكَ مِنْ قَبْلِهِ مِنَ الْقُرُونِ مَنْ هُوَ أَشَدُّ مِنْهُ قُوَّةً وَأَكْثَرُ جَمْعًا ۚ وَلَا يُسْأَلُ عَنْ ذُنُوبِهِمُ الْمُجْرِمُونَ

    მიუგო: „ყოველივე ეს მებოძა იმ ცოდნის წყალობით, რომელიც გამაჩნია.“ განა არ იცოდა, რომ მის უწინ ალლაჰმა დაღუპა მთელი თაობები, რომლებიც მჯობნი იყვნენ მასზე თავიანთი ძლიერებითა და რიცხოვნობით? ცოდვილებს არ ჰკითხავენ მათი ცოდვების გამო!

    28:78
  19. فَخَرَجَ عَلَىٰ قَوْمِهِ فِي زِينَتِهِ ۖ قَالَ الَّذِينَ يُرِيدُونَ الْحَيَاةَ الدُّنْيَا يَا لَيْتَ لَنَا مِثْلَ مَا أُوتِيَ قَارُونُ إِنَّهُ لَذُو حَظٍّ عَظِيمٍ

    გამოვიდა თავის ხალხთან სამკაულებით. რომელთაც სურდათ ამქვეყნიური სიკეთენი, თქვეს: „ნეტავ, ჩვენც გვქონდეს ის, რაც ყარუნს ებოძა! უეჭველად, იგი უდიდესი წილის მფლობელია.“

    28:79
  20. وَقَالَ الَّذِينَ أُوتُوا الْعِلْمَ وَيْلَكُمْ ثَوَابُ اللَّهِ خَيْرٌ لِمَنْ آمَنَ وَعَمِلَ صَالِحًا وَلَا يُلَقَّاهَا إِلَّا الصَّابِرُونَ

    და თქვეს, რომელთაც ებოძათ ცოდნა: „ვაი, თქვენ! ალლაჰის წყალობა უმჯობესი იქნება მათთვის, ვინც ირწმუნა და ჰქმნა სიკეთე. მაგრამ მას მხოლოდ მომთმენნი მიიღებენ!

    28:80

თარგმანი: რეზო მიქელაძე