სურა 21 ენბია
-
وَلَقَدِ اسْتُهْزِئَ بِرُسُلٍ مِنْ قَبْلِكَ فَحَاقَ بِالَّذِينَ سَخِرُوا مِنْهُمْ مَا كَانُوا بِهِ يَسْتَهْزِئُونَ
და ვფიცავ, შენამდეც გაცინვის საგანი გახდნენ შუამავალნი, მაგრამ მათ შემოერტყათ გარს იგი, რაზეც გასცინოდნენ!
21:41 -
قُلْ مَنْ يَكْلَؤُكُمْ بِاللَّيْلِ وَالنَّهَارِ مِنَ الرَّحْمَٰنِ ۗ بَلْ هُمْ عَنْ ذِكْرِ رَبِّهِمْ مُعْرِضُونَ
უთხარი: „ვინ დაგიცავთ თქვენ დღისით და ღამით მოწყალისგან?“ მაგრამ ისინი პირს იბრუნებენ თავიანთი უფლის ხსენებისგან.
21:42 -
أَمْ لَهُمْ آلِهَةٌ تَمْنَعُهُمْ مِنْ دُونِنَا ۚ لَا يَسْتَطِيعُونَ نَصْرَ أَنْفُسِهِمْ وَلَا هُمْ مِنَّا يُصْحَبُونَ
ნუთუ მათ ჰყავთ დამცავი ღვთაებები ჩვენს გარდა? არ ძალუძთ შეწევნა საკუთარი თავის და ვერც ეგენი ჰპოვებენ ჩვენგან შველას!
21:43 -
بَلْ مَتَّعْنَا هَٰؤُلَاءِ وَآبَاءَهُمْ حَتَّىٰ طَالَ عَلَيْهِمُ الْعُمُرُ ۗ أَفَلَا يَرَوْنَ أَنَّا نَأْتِي الْأَرْضَ نَنْقُصُهَا مِنْ أَطْرَافِهَا ۚ أَفَهُمُ الْغَالِبُونَ
დიახ, ჩვენ გადავუვადეთ მათ და მათ მამებს იქამდე, სანამ იცოცხლეს. განა ჯერ კიდევ ვერ ხედავენ, როგორ მოვდივართ მიწაზე და როგორ ვაცლით მას კიდეებიდან? მაშ, ეგენი არიან გამარჯვებული?
21:44 -
قُلْ إِنَّمَا أُنْذِرُكُمْ بِالْوَحْيِ ۚ وَلَا يَسْمَعُ الصُّمُّ الدُّعَاءَ إِذَا مَا يُنْذَرُونَ
უთხარი: „მე თქვენ მხოლოდ ზეშთაგონებით შეგაგონებ.“ მაგრამ ყრუნი ვერ გაიგონებენ ძახილს მაშინაც კი, როცა შეაგონებენ!
21:45 -
وَلَئِنْ مَسَّتْهُمْ نَفْحَةٌ مِنْ عَذَابِ رَبِّكَ لَيَقُولُنَّ يَا وَيْلَنَا إِنَّا كُنَّا ظَالِمِينَ
ხოლო თუ მათ შეეხებათ სიო შენი ღმერთის სასჯელისგან, უთუოდ იტყვიან: „ვაი ჩვენ! უეჭველად, ჩვენ ვიყავით უსამართლონი!“
21:46 -
وَنَضَعُ الْمَوَازِينَ الْقِسْطَ لِيَوْمِ الْقِيَامَةِ فَلَا تُظْلَمُ نَفْسٌ شَيْئًا ۖ وَإِنْ كَانَ مِثْقَالَ حَبَّةٍ مِنْ خَرْدَلٍ أَتَيْنَا بِهَا ۗ وَكَفَىٰ بِنَا حَاسِبِينَ
და ჩვენ განვაწესებთ სამართლის სასწორებს აღდგომის დღეს, მაშინ არავინ არ დაიჩაგრება. და მდოგვის მარცვლის ოდენაც რომ იყოს, მას მოვიტანთ. და საკმარისი ვართ ჩვენ ანგარიშმსწორებლებად!
21:47 -
وَلَقَدْ آتَيْنَا مُوسَىٰ وَهَارُونَ الْفُرْقَانَ وَضِيَاءً وَذِكْرًا لِلْمُتَّقِينَ
და ვფიცავ, ჩვენ ვუბოძეთ მუსას და ჰარუნს ფურყანი, სინათლედ და შეხსენებად ღვთისმოშიშთათვის,
21:48 -
الَّذِينَ يَخْشَوْنَ رَبَّهُمْ بِالْغَيْبِ وَهُمْ مِنَ السَّاعَةِ مُشْفِقُونَ
რომელნიც უხილველად შიშობენ თავიანთი ღმერთისგან, და სწორედ ეგენი არიან მოშიშნი იმ საათისგან!
21:49 -
وَهَٰذَا ذِكْرٌ مُبَارَكٌ أَنْزَلْنَاهُ ۚ أَفَأَنْتُمْ لَهُ مُنْكِرُونَ
და ეს დალოცვილი შეხსენება ჩვენს მიერაა ზეგარდმოვლენილი. ნუთუ თქვენ ჯერ კიდევ უარმყოფელნი ხართ მისი?
21:50 -
وَلَقَدْ آتَيْنَا إِبْرَاهِيمَ رُشْدَهُ مِنْ قَبْلُ وَكُنَّا بِهِ عَالِمِينَ
და ვფიცავ, ჩვენ ვუბოძეთ იბრაჰიმს არასწორის გარჩევის უნარი მანამდე და ჩვენ მას ვუწყოდით!
21:51 -
إِذْ قَالَ لِأَبِيهِ وَقَوْمِهِ مَا هَٰذِهِ التَّمَاثِيلُ الَّتِي أَنْتُمْ لَهَا عَاكِفُونَ
აკი, უთხრა მან თავის მამას და თავის ხალხს: „რა არის ეს ქანდაკებები, რომელთაც თქვენ ეთაყვანებით?“
21:52 -
قَالُوا وَجَدْنَا آبَاءَنَا لَهَا عَابِدِينَ
მიუგეს: „ჩვენ ვჰპოვეთ, მას ეთაყვანებოდნენ ჩვენი მამები“.
21:53 -
قَالَ لَقَدْ كُنْتُمْ أَنْتُمْ وَآبَاؤُكُمْ فِي ضَلَالٍ مُبِينٍ
უთხრა: „ვფიცავ, თქვენც და თქვენი მამებიც ცხად გზააბნევაში ხართ!“
21:54 -
قَالُوا أَجِئْتَنَا بِالْحَقِّ أَمْ أَنْتَ مِنَ اللَّاعِبِينَ
უთხრეს: „შენ ჭეშმარიტება მოგვიტანე, თუ ერთ-ერთი მასხარა ხარ?“
21:55 -
قَالَ بَلْ رَبُّكُمْ رَبُّ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ الَّذِي فَطَرَهُنَّ وَأَنَا عَلَىٰ ذَٰلِكُمْ مِنَ الشَّاهِدِينَ
უთხრა: „არა! თქვენი ღმერთი ცათა და ქვეყნის ღმერთია, რომელმაც ისინი გააჩინა. და მეც მოწმეთაგანი ვარ ამ სიმართლისა!
21:56 -
وَتَاللَّهِ لَأَكِيدَنَّ أَصْنَامَكُمْ بَعْدَ أَنْ تُوَلُّوا مُدْبِرِينَ
და ვფიცავ ალლაჰს! უთუოდ ვუმზაკვრებ თქვენს კერპებს, როცა წახვალთ და შებრუნდებითო!“
21:57 -
فَجَعَلَهُمْ جُذَاذًا إِلَّا كَبِيرًا لَهُمْ لَعَلَّهُمْ إِلَيْهِ يَرْجِعُونَ
მერე ისინი დაამსხვრია ნაწილ-ნაწილად, გარდა მათგან დიდისა, ეგების მათ მისთვის მიემართათ!
21:58 -
قَالُوا مَنْ فَعَلَ هَٰذَا بِآلِهَتِنَا إِنَّهُ لَمِنَ الظَّالِمِينَ
თქვეს: „ვინ მოექცა ასე ჩვენს ღვთაებებს? უეჭველად, იგი უსამართლოთაგანია!“
21:59 -
قَالُوا سَمِعْنَا فَتًى يَذْكُرُهُمْ يُقَالُ لَهُ إِبْرَاهِيمُ
უთხრეს: ,,გავიგონეთ, ყმაწვილი, სახელად იბრაჰიმი აუგად იხსენიებდა მათ.“
21:60
თარგმანი: რეზო მიქელაძე