სურა 17 ისრა

  1. انْظُرْ كَيْفَ فَضَّلْنَا بَعْضَهُمْ عَلَىٰ بَعْضٍ ۚ وَلَلْآخِرَةُ أَكْبَرُ دَرَجَاتٍ وَأَكْبَرُ تَفْضِيلًا

    შეხედე, როგორ უპირატეს ვყავით ერთი ნაწილი მეორეზე. ხოლო უეჭველად, უფრო მაღლაა ხარისხებით საიქიო და უპირატესობით უფრო დიდია!

    17:21
  2. لَا تَجْعَلْ مَعَ اللَّهِ إِلَٰهًا آخَرَ فَتَقْعُدَ مَذْمُومًا مَخْذُولًا

    არ დაიდგინო ალლაჰთან ერთად სხვა ღვთაება, თორემ დამცირებული და გაკიცხული დარჩები!

    17:22
  3. وَقَضَىٰ رَبُّكَ أَلَّا تَعْبُدُوا إِلَّا إِيَّاهُ وَبِالْوَالِدَيْنِ إِحْسَانًا ۚ إِمَّا يَبْلُغَنَّ عِنْدَكَ الْكِبَرَ أَحَدُهُمَا أَوْ كِلَاهُمَا فَلَا تَقُلْ لَهُمَا أُفٍّ وَلَا تَنْهَرْهُمَا وَقُلْ لَهُمَا قَوْلًا كَرِيمًا

    და დაგიდგინა შენმა ღმერთმა, რომ არ ეთაყვანოთ არავის, გარდა მისი და კეთილად მოექცეთ მშობლებს. თუ მშობელთაგან ერთ-ერთი ან ორივე მიაღწევს სიბერემდე, არ უთხრა: „უჰ!“ და არ გაუწყრე მათ და ლამაზი სიტყვა უთხარი!

    17:23
  4. وَاخْفِضْ لَهُمَا جَنَاحَ الذُّلِّ مِنَ الرَّحْمَةِ وَقُلْ رَبِّ ارْحَمْهُمَا كَمَا رَبَّيَانِي صَغِيرًا

    და ისინი მფარველობის ქვეშ აიყვანე ლმობიერებითა და თავმდაბლობით და თქვი: ღმერთო ჩემო! პატარაობისას როგორც გამზარდეს, ისე შეიწყალე ესენი!

    17:24
  5. رَبُّكُمْ أَعْلَمُ بِمَا فِي نُفُوسِكُمْ ۚ إِنْ تَكُونُوا صَالِحِينَ فَإِنَّهُ كَانَ لِلْأَوَّابِينَ غَفُورًا

    თქვენმა ღმერთმა ყველაზე უკეთ იცის, რა გიზით თქვენ სულში. თუკი იქნებით კეთილისმქმნელნი, მაშინ, უეჭველად, შემნდობია იგი მომნანიეთა!

    17:25
  6. وَآتِ ذَا الْقُرْبَىٰ حَقَّهُ وَالْمِسْكِينَ وَابْنَ السَّبِيلِ وَلَا تُبَذِّرْ تَبْذِيرًا

    და მიეცი მისი კუთვნილი ნათესავს, ღატაკსა და მგზავრს! მაგრამ გადაჭარბებულად არ გაფლანგო!

    17:26
  7. إِنَّ الْمُبَذِّرِينَ كَانُوا إِخْوَانَ الشَّيَاطِينِ ۖ وَكَانَ الشَّيْطَانُ لِرَبِّهِ كَفُورًا

    უეჭველად, მფლანგველები ეშმაკის ძმები არიან, ხოლო ეშმაკი უმადურია თავისი ღმერთის წინაშე.

    17:27
  8. وَإِمَّا تُعْرِضَنَّ عَنْهُمُ ابْتِغَاءَ رَحْمَةٍ مِنْ رَبِّكَ تَرْجُوهَا فَقُلْ لَهُمْ قَوْلًا مَيْسُورًا

    და თუ სახის შექცევა მოგიწევს მათგან, მაშინ, შენი ღმერთიდან წყალობის მოლოდინის იმედით, ტკბილი სიტყვა მაინც უთხარი!

    17:28
  9. وَلَا تَجْعَلْ يَدَكَ مَغْلُولَةً إِلَىٰ عُنُقِكَ وَلَا تَبْسُطْهَا كُلَّ الْبَسْطِ فَتَقْعُدَ مَلُومًا مَحْسُورًا

    და ნუ იქნები ხელმომჭირნე და ნურც გაშლი მას ბოლომდე, თორემ იმედგაცრუებული, გაღატაკებული დარჩები!

    17:29
  10. إِنَّ رَبَّكَ يَبْسُطُ الرِّزْقَ لِمَنْ يَشَاءُ وَيَقْدِرُ ۚ إِنَّهُ كَانَ بِعِبَادِهِ خَبِيرًا بَصِيرًا

    უეჭველად, ღმერთი შენი უმრავლებს და უმცირებს სარჩოს, ინებებს ვისაც. უეჭველად, იგი ყველაფრისმცოდნე, ყველაფრისდამნახველია თავის მსახურთა!

    17:30
  11. وَلَا تَقْتُلُوا أَوْلَادَكُمْ خَشْيَةَ إِمْلَاقٍ ۖ نَحْنُ نَرْزُقُهُمْ وَإِيَّاكُمْ ۚ إِنَّ قَتْلَهُمْ كَانَ خِطْئًا كَبِيرًا

    და არ მოჰკლათ შვილნი თქვენი სიღარიბის შიშით! მათაც ჩვენ ვაძლევთ სარჩოს და თქვენაც. უეჭველად, მათი მოკვლა მძიმე ცოდვაა!

    17:31
  12. وَلَا تَقْرَبُوا الزِّنَا ۖ إِنَّهُ كَانَ فَاحِشَةً وَسَاءَ سَبِيلًا

    და არ მიუახლოვდეთ მრუშობას! უეჭველად, იგი ზნედაცემულობა და ცუდი გზაა.

    17:32
  13. وَلَا تَقْتُلُوا النَّفْسَ الَّتِي حَرَّمَ اللَّهُ إِلَّا بِالْحَقِّ ۗ وَمَنْ قُتِلَ مَظْلُومًا فَقَدْ جَعَلْنَا لِوَلِيِّهِ سُلْطَانًا فَلَا يُسْرِفْ فِي الْقَتْلِ ۖ إِنَّهُ كَانَ مَنْصُورًا

    და არ მოჰკლათ სული, რომელიც ალლაჰმა აკრძალა, გარდა სამართლიანობის აღდგენისთვის. და ვინც მოკლული იქნა უსამართლოდ, მაშინ მის ახლობელს დავუდგინეთ უფლება, მაგრამ არ გადავიდეს ზღვარს შურისგებისას. უეჭველად, იგი შეწევნილი იქნება!

    17:33
  14. وَلَا تَقْرَبُوا مَالَ الْيَتِيمِ إِلَّا بِالَّتِي هِيَ أَحْسَنُ حَتَّىٰ يَبْلُغَ أَشُدَّهُ ۚ وَأَوْفُوا بِالْعَهْدِ ۖ إِنَّ الْعَهْدَ كَانَ مَسْئُولًا

    და არ მიეკაროთ ობლის ქონებას, გარდა სიკეთით, სანამ არ გახდება სრულწლოვანი. და აღასრულეთ აღთქმა. უეჭველად, აღთქმა პასუხისმგებლობაა!

    17:34
  15. وَأَوْفُوا الْكَيْلَ إِذَا كِلْتُمْ وَزِنُوا بِالْقِسْطَاسِ الْمُسْتَقِيمِ ۚ ذَٰلِكَ خَيْرٌ وَأَحْسَنُ تَأْوِيلًا

    როცა რამეს წყავთ, სრულქმენით საწყაო და აწონეთ ჭეშმარიტად და სამართლიანად. აი, ეს უფრო უკეთესი და უფრო მშვენიერია შედეგის მხრივ!

    17:35
  16. وَلَا تَقْفُ مَا لَيْسَ لَكَ بِهِ عِلْمٌ ۚ إِنَّ السَّمْعَ وَالْبَصَرَ وَالْفُؤَادَ كُلُّ أُولَٰئِكَ كَانَ عَنْهُ مَسْئُولًا

    არ მისდიო იმას, რისი ცოდნაც არ მოგეპოვება შენ. უეჭველად, ყურის, თვალის და გულისგან, ყველასგან პასუხი მოეკითხება!

    17:36
  17. وَلَا تَمْشِ فِي الْأَرْضِ مَرَحًا ۖ إِنَّكَ لَنْ تَخْرِقَ الْأَرْضَ وَلَنْ تَبْلُغَ الْجِبَالَ طُولًا

    და არ იარო ქვეყანაზე ამაყად, უეჭველად, შენ ვერ გახვრეტ დედამიწას და ვერ აწვდები მთებს სიმაღლით!

    17:37
  18. كُلُّ ذَٰلِكَ كَانَ سَيِّئُهُ عِنْدَ رَبِّكَ مَكْرُوهًا

    ყოველივე ეს შენი ღმერთის წინაშე უკეთურია, საძულველია!

    17:38
  19. ذَٰلِكَ مِمَّا أَوْحَىٰ إِلَيْكَ رَبُّكَ مِنَ الْحِكْمَةِ ۗ وَلَا تَجْعَلْ مَعَ اللَّهِ إِلَٰهًا آخَرَ فَتُلْقَىٰ فِي جَهَنَّمَ مَلُومًا مَدْحُورًا

    აი ეს, რაც ზეშთაგაგონა შენ, ღმერთმა შენმა სიბრძნიდან. და არ დაიდგინო ალლაჰის ერთად სხვა ღვთაება, რამეთუ ჩაგდებულ იქნები ჯოჯოხეთში განკიცხული და გაძევებული!

    17:39
  20. أَفَأَصْفَاكُمْ رَبُّكُمْ بِالْبَنِينَ وَاتَّخَذَ مِنَ الْمَلَائِكَةِ إِنَاثًا ۚ إِنَّكُمْ لَتَقُولُونَ قَوْلًا عَظِيمًا

    ნუთუ პატივი დაგდო თქვენ ღმერთმა თქვენმა ძეებით და ასულები ანგელოზებად მისთვის დაიდგინა? უეჭველად, თქვენ დიდ სიტყვას ამბობთ!

    17:40

თარგმანი: რეზო მიქელაძე