მუსხაფი, გვერდი 284
-
مَنْ كَانَ يُرِيدُ الْعَاجِلَةَ عَجَّلْنَا لَهُ فِيهَا مَا نَشَاءُ لِمَنْ نُرِيدُ ثُمَّ جَعَلْنَا لَهُ جَهَنَّمَ يَصْلَاهَا مَذْمُومًا مَدْحُورًا
თუ ვინმე წარმავალ სიცოცხლეს ისურვებს, უმალ ვუბოძებთ მას იქ, ვინებებთ რასაც და ვინებებთ ვისთვისაც. მერე დავადგინეთ ჯოჯოხეთი მისთვის, იქ შენთებული იქნება იგი გაკიცხული და გარიყული წყალობისგან!
17:18 -
وَمَنْ أَرَادَ الْآخِرَةَ وَسَعَىٰ لَهَا سَعْيَهَا وَهُوَ مُؤْمِنٌ فَأُولَٰئِكَ كَانَ سَعْيُهُمْ مَشْكُورًا
და ვინც ისურვა საიქიო, იღვაწა მისთვის სათანადოდ, და იგი მორწმუნეა, ამრიგად, გარჯა მათი იქნება დაფასებული!
17:19 -
كُلًّا نُمِدُّ هَٰؤُلَاءِ وَهَٰؤُلَاءِ مِنْ عَطَاءِ رَبِّكَ ۚ وَمَا كَانَ عَطَاءُ رَبِّكَ مَحْظُورًا
შენი ღმერთის წყალობას მივაგებთ ყველას, ამათაც და იმათაც. შენი ღმერთის წყალობა არ არის შეზღუდული!
17:20 -
انْظُرْ كَيْفَ فَضَّلْنَا بَعْضَهُمْ عَلَىٰ بَعْضٍ ۚ وَلَلْآخِرَةُ أَكْبَرُ دَرَجَاتٍ وَأَكْبَرُ تَفْضِيلًا
შეხედე, როგორ უპირატეს ვყავით ერთი ნაწილი მეორეზე. ხოლო უეჭველად, უფრო მაღლაა ხარისხებით საიქიო და უპირატესობით უფრო დიდია!
17:21 -
لَا تَجْعَلْ مَعَ اللَّهِ إِلَٰهًا آخَرَ فَتَقْعُدَ مَذْمُومًا مَخْذُولًا
არ დაიდგინო ალლაჰთან ერთად სხვა ღვთაება, თორემ დამცირებული და გაკიცხული დარჩები!
17:22 -
وَقَضَىٰ رَبُّكَ أَلَّا تَعْبُدُوا إِلَّا إِيَّاهُ وَبِالْوَالِدَيْنِ إِحْسَانًا ۚ إِمَّا يَبْلُغَنَّ عِنْدَكَ الْكِبَرَ أَحَدُهُمَا أَوْ كِلَاهُمَا فَلَا تَقُلْ لَهُمَا أُفٍّ وَلَا تَنْهَرْهُمَا وَقُلْ لَهُمَا قَوْلًا كَرِيمًا
და დაგიდგინა შენმა ღმერთმა, რომ არ ეთაყვანოთ არავის, გარდა მისი და კეთილად მოექცეთ მშობლებს. თუ მშობელთაგან ერთ-ერთი ან ორივე მიაღწევს სიბერემდე, არ უთხრა: „უჰ!“ და არ გაუწყრე მათ და ლამაზი სიტყვა უთხარი!
17:23 -
وَاخْفِضْ لَهُمَا جَنَاحَ الذُّلِّ مِنَ الرَّحْمَةِ وَقُلْ رَبِّ ارْحَمْهُمَا كَمَا رَبَّيَانِي صَغِيرًا
და ისინი მფარველობის ქვეშ აიყვანე ლმობიერებითა და თავმდაბლობით და თქვი: ღმერთო ჩემო! პატარაობისას როგორც გამზარდეს, ისე შეიწყალე ესენი!
17:24 -
رَبُّكُمْ أَعْلَمُ بِمَا فِي نُفُوسِكُمْ ۚ إِنْ تَكُونُوا صَالِحِينَ فَإِنَّهُ كَانَ لِلْأَوَّابِينَ غَفُورًا
თქვენმა ღმერთმა ყველაზე უკეთ იცის, რა გიზით თქვენ სულში. თუკი იქნებით კეთილისმქმნელნი, მაშინ, უეჭველად, შემნდობია იგი მომნანიეთა!
17:25 -
وَآتِ ذَا الْقُرْبَىٰ حَقَّهُ وَالْمِسْكِينَ وَابْنَ السَّبِيلِ وَلَا تُبَذِّرْ تَبْذِيرًا
და მიეცი მისი კუთვნილი ნათესავს, ღატაკსა და მგზავრს! მაგრამ გადაჭარბებულად არ გაფლანგო!
17:26 -
إِنَّ الْمُبَذِّرِينَ كَانُوا إِخْوَانَ الشَّيَاطِينِ ۖ وَكَانَ الشَّيْطَانُ لِرَبِّهِ كَفُورًا
უეჭველად, მფლანგველები ეშმაკის ძმები არიან, ხოლო ეშმაკი უმადურია თავისი ღმერთის წინაშე.
17:27
თარგმანი: რეზო მიქელაძე