სურა 17 ისრა

  1. وَلَقَدْ صَرَّفْنَا فِي هَٰذَا الْقُرْآنِ لِيَذَّكَّرُوا وَمَا يَزِيدُهُمْ إِلَّا نُفُورًا

    და ვფიცავ! ჩვენ განვმარტეთ ყურანში, რათა შეეგონათ, მაგრამ არაფერი შეჰმატა მათ, გარდა ზიზღისა.

    17:41
  2. قُلْ لَوْ كَانَ مَعَهُ آلِهَةٌ كَمَا يَقُولُونَ إِذًا لَابْتَغَوْا إِلَىٰ ذِي الْعَرْشِ سَبِيلًا

    უთხარი: „რომ ყოფილიყვნენ მის ერთად ღვთაებები, როგორც თვითონ ამბობენ, მაშინ უთუოდ მოიწადინებდნენ ისინი მიღწევას ტახტრევნის მეუფემდე.“

    17:42
  3. سُبْحَانَهُ وَتَعَالَىٰ عَمَّا يَقُولُونَ عُلُوًّا كَبِيرًا

    დიდება მას! და იგი დიადი, უზენაესი და დიდებულია იმაზე, რასაც ისინი ამბობენ!

    17:43
  4. تُسَبِّحُ لَهُ السَّمَاوَاتُ السَّبْعُ وَالْأَرْضُ وَمَنْ فِيهِنَّ ۚ وَإِنْ مِنْ شَيْءٍ إِلَّا يُسَبِّحُ بِحَمْدِهِ وَلَٰكِنْ لَا تَفْقَهُونَ تَسْبِيحَهُمْ ۗ إِنَّهُ كَانَ حَلِيمًا غَفُورًا

    დიდებას აღავლენს მისთვის შვიდი ცა, მიწა, და ყოველი, რაც მათ შორისაა. არ არს რაიმე, მას რომ არ განადიდებდეს ქებით, მაგრამ თქვენ ვერ ჩასწვდებით მათ ქება-დიდებანს. უეჭველად, იგი სულგრძელია, შემნდობია!

    17:44
  5. وَإِذَا قَرَأْتَ الْقُرْآنَ جَعَلْنَا بَيْنَكَ وَبَيْنَ الَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ بِالْآخِرَةِ حِجَابًا مَسْتُورًا

    და როცა წაიკითხე ყურანი, ჩვენ დავადგინეთ უხილავი ფარდა შენსა და მათ შორის, რომელთაც არ სწამთ საიქიო.

    17:45
  6. وَجَعَلْنَا عَلَىٰ قُلُوبِهِمْ أَكِنَّةً أَنْ يَفْقَهُوهُ وَفِي آذَانِهِمْ وَقْرًا ۚ وَإِذَا ذَكَرْتَ رَبَّكَ فِي الْقُرْآنِ وَحْدَهُ وَلَّوْا عَلَىٰ أَدْبَارِهِمْ نُفُورًا

    და ჩვენ გადავაფარეთ მათ გულებს საბურველი და დავაყრუეთ მათი ყურები, რათა ვერ გაეგოთ ის! და როცა შენი ღმერთის ერთობას მოიხსენიებ ყურანში, ზურგს იქცევენ ზიზღით.

    17:46
  7. نَحْنُ أَعْلَمُ بِمَا يَسْتَمِعُونَ بِهِ إِذْ يَسْتَمِعُونَ إِلَيْكَ وَإِذْ هُمْ نَجْوَىٰ إِذْ يَقُولُ الظَّالِمُونَ إِنْ تَتَّبِعُونَ إِلَّا رَجُلًا مَسْحُورًا

    ჩვენ უკეთ ვუწყით თუ რას შეისმენენ ისინი, როცა შენ გისმენენ. და როცა ფარულად ბჭობენ, უსამართლონი ამბობენ: „თქვენ მხოლოდ და მხოლოდ მონუსხულ კაცს მიჰყვებითო!“

    17:47
  8. انْظُرْ كَيْفَ ضَرَبُوا لَكَ الْأَمْثَالَ فَضَلُّوا فَلَا يَسْتَطِيعُونَ سَبِيلًا

    შეხედე შენთვის როგორი მაგალითები მოიყვანეს, ამგვარად, აცდნენ ისინი ჭეშმარიტ გზას, და უკვე ვეღარ შეძლებენ გაიგნონ იგი.

    17:48
  9. وَقَالُوا أَإِذَا كُنَّا عِظَامًا وَرُفَاتًا أَإِنَّا لَمَبْعُوثُونَ خَلْقًا جَدِيدًا

    და თქვეს: „განა მას მერე, რაც ჩვენგან ძვლები დარჩება და ფერფლად ვიქცევით, ნუთუ ჩვენ, უთუოდ, ახალი გაჩენით უნდა აღვსდგეთ?“

    17:49
  10. قُلْ كُونُوا حِجَارَةً أَوْ حَدِيدًا

    უთხარი: „ქვადაც რომ იქცეთ ან რკინად,

    17:50
  11. أَوْ خَلْقًا مِمَّا يَكْبُرُ فِي صُدُورِكُمْ ۚ فَسَيَقُولُونَ مَنْ يُعِيدُنَا ۖ قُلِ الَّذِي فَطَرَكُمْ أَوَّلَ مَرَّةٍ ۚ فَسَيُنْغِضُونَ إِلَيْكَ رُءُوسَهُمْ وَيَقُولُونَ مَتَىٰ هُوَ ۖ قُلْ عَسَىٰ أَنْ يَكُونَ قَرِيبًا

    ან ქმნილებად, რომლის წარმოსახვაც გიჭირთ“. მაშინ იტყვიან: „ვინ დაგვაბრუნებსო?“ უთხარი: „რომელმაც თავდაპირველად გაგაჩინათ.“ მაშინ შენ თავს გაგიქნევენ და იტყვიან: „როდის იქნება იგი?“ უთხარი: „შეიძლება მალე მოხდეს!“

    17:51
  12. يَوْمَ يَدْعُوكُمْ فَتَسْتَجِيبُونَ بِحَمْدِهِ وَتَظُنُّونَ إِنْ لَبِثْتُمْ إِلَّا قَلِيلًا

    იმ დღეს უმალ ქება-დიდებით უპასუხებთ მას და მოგეჩვენებათ, რომ მხოლოდ მცირე ხნით დაჰყავით.

    17:52
  13. وَقُلْ لِعِبَادِي يَقُولُوا الَّتِي هِيَ أَحْسَنُ ۚ إِنَّ الشَّيْطَانَ يَنْزَغُ بَيْنَهُمْ ۚ إِنَّ الشَّيْطَانَ كَانَ لِلْإِنْسَانِ عَدُوًّا مُبِينًا

    უთხარი ჩემს მსახურთ: „უთხრან სიტყვა კეთილი!“ უეჭველად, ეშმაკი უკეთურებას თესავს მათ შორის. უთუოდ, ეშმაკი ადამიანის ცხადი მტერია!

    17:53
  14. رَبُّكُمْ أَعْلَمُ بِكُمْ ۖ إِنْ يَشَأْ يَرْحَمْكُمْ أَوْ إِنْ يَشَأْ يُعَذِّبْكُمْ ۚ وَمَا أَرْسَلْنَاكَ عَلَيْهِمْ وَكِيلًا

    ღმერთი თქვენი უკეთ გიცნობთ თქვენ. თუ ინებებს მოწყალებას მოიღებს თქვენზე, და თუ ინებებს, სასჯელს მოგივლენთ. შენ არ წარგვიგზავნიხარ მათდა მეურვედ!

    17:54
  15. وَرَبُّكَ أَعْلَمُ بِمَنْ فِي السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۗ وَلَقَدْ فَضَّلْنَا بَعْضَ النَّبِيِّينَ عَلَىٰ بَعْضٍ ۖ وَآتَيْنَا دَاوُودَ زَبُورًا

    და ღმერთი შენი უკეთ უწყის, ვინცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. და ვფიცავ, აღმატებულ ვქმენით ზოგი შუამავალნი. და დავუდს ვუბოძეთ ზებური!

    17:55
  16. قُلِ ادْعُوا الَّذِينَ زَعَمْتُمْ مِنْ دُونِهِ فَلَا يَمْلِكُونَ كَشْفَ الضُّرِّ عَنْكُمْ وَلَا تَحْوِيلًا

    უთხარი: „მოუხმეთ იმათ, რომელნიც ივარაუდეთ მის გარდა. თუმცაღა არ ძალუძთ მათ თქვენგან უბედურების მოცილება და არც შეცვლა მისი!

    17:56
  17. أُولَٰئِكَ الَّذِينَ يَدْعُونَ يَبْتَغُونَ إِلَىٰ رَبِّهِمُ الْوَسِيلَةَ أَيُّهُمْ أَقْرَبُ وَيَرْجُونَ رَحْمَتَهُ وَيَخَافُونَ عَذَابَهُ ۚ إِنَّ عَذَابَ رَبِّكَ كَانَ مَحْذُورًا

    ისინი, რომელთაც უხმობენ (რომელნიც ალლაჰის მაგივრად დაიდგინეს): „რომელი უფრო ახლოს იქნება“ თავიანთ ღმერთთან, თვითონვე (ეს ღვთაებები) ეძებენ საბაბს, იმედი აქვთ მისი წყალობის და ეშინიათ მისი სასჯელის. უეჭველად, შენი ღმერთის სასჯელი მრისხანეა!

    17:57
  18. وَإِنْ مِنْ قَرْيَةٍ إِلَّا نَحْنُ مُهْلِكُوهَا قَبْلَ يَوْمِ الْقِيَامَةِ أَوْ مُعَذِّبُوهَا عَذَابًا شَدِيدًا ۚ كَانَ ذَٰلِكَ فِي الْكِتَابِ مَسْطُورًا

    და არ არის არც ერთი დასახლება, რომ არ გავანადგუროთ იგი აღდგომის დღემდე, ან არ დავსაჯოთ სასტიკი სასჯელით. აი ეს დაწერილია წიგნში!

    17:58
  19. وَمَا مَنَعَنَا أَنْ نُرْسِلَ بِالْآيَاتِ إِلَّا أَنْ كَذَّبَ بِهَا الْأَوَّلُونَ ۚ وَآتَيْنَا ثَمُودَ النَّاقَةَ مُبْصِرَةً فَظَلَمُوا بِهَا ۚ وَمَا نُرْسِلُ بِالْآيَاتِ إِلَّا تَخْوِيفًا

    და რომ მოვუვლინოთ სასწაულები, რა გვაკავებს თუ არა ის, რომ წინა თაობებმა მაინც არ ირწმუნეს იგი. რამეთუ ჩვენ ვუბოძეთ სემუდეველებს დედალი აქლემი ცხად სასწაულად, ხოლო ისინი უსამართლოდ მოექცნენ მას. და ჩვენ არ მოვავლენთ სასწაულებს, თუ არა დასაშინებლად!

    17:59
  20. وَإِذْ قُلْنَا لَكَ إِنَّ رَبَّكَ أَحَاطَ بِالنَّاسِ ۚ وَمَا جَعَلْنَا الرُّؤْيَا الَّتِي أَرَيْنَاكَ إِلَّا فِتْنَةً لِلنَّاسِ وَالشَّجَرَةَ الْمَلْعُونَةَ فِي الْقُرْآنِ ۚ وَنُخَوِّفُهُمْ فَمَا يَزِيدُهُمْ إِلَّا طُغْيَانًا كَبِيرًا

    და აკი, გითხარით შენ: „უეჭველად, შენი ღმერთი გარემოიცავს ხალხს!“ და არ დაგვიდგენია სიზმარი „ხე დაწყევლილი ყურანში“, რომელიც შენ გახილვინეთ, თუ არა გამოცდის საბაბად ხალხთათვის. ჩვენ შევაგონებთ მათ, მაგრამ ეს, საშინელი ურჩობის გარდა, არაფერს ჰმატებს მათ!

    17:60

თარგმანი: რეზო მიქელაძე