სურა 12 იუსუფი, აიათი 40
-
مَا تَعْبُدُونَ مِنْ دُونِهِ إِلَّا أَسْمَاءً سَمَّيْتُمُوهَا أَنْتُمْ وَآبَاؤُكُمْ مَا أَنْزَلَ اللَّهُ بِهَا مِنْ سُلْطَانٍ ۚ إِنِ الْحُكْمُ إِلَّا لِلَّهِ ۚ أَمَرَ أَلَّا تَعْبُدُوا إِلَّا إِيَّاهُ ۚ ذَٰلِكَ الدِّينُ الْقَيِّمُ وَلَٰكِنَّ أَكْثَرَ النَّاسِ لَا يَعْلَمُونَ
მის გარდა, რასაც ეთაყვანებით, მხოლოდ ცარიელი სახელებია, რომლებიც შეარქვით თქვენ და თქვენმა მამებმა, ალლაჰს არ გარდმოუვლენია მათ შესახებ სამტკიცი. უეჭველად, მსჯავრის დადება მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. მან ბრძანა, რომ არ სცეთ თაყვანი არავის, მის გარდა. აი, ესაა ჭეშმარიტი სარწმუნოება. თუმცაღა ადამიანთა უმრავლესობა არ უწყიან ამას!
12:40
თარგმანი: რეზო მიქელაძე