მუსხაფი, გვერდი 240

  1. وَاتَّبَعْتُ مِلَّةَ آبَائِي إِبْرَاهِيمَ وَإِسْحَاقَ وَيَعْقُوبَ ۚ مَا كَانَ لَنَا أَنْ نُشْرِكَ بِاللَّهِ مِنْ شَيْءٍ ۚ ذَٰلِكَ مِنْ فَضْلِ اللَّهِ عَلَيْنَا وَعَلَى النَّاسِ وَلَٰكِنَّ أَكْثَرَ النَّاسِ لَا يَشْكُرُونَ

    და მივჰყევი ჩემი წინაპრების: იბრაჰიმის, ისჰაყის და იაღყუბის სარწმუნოებას. შეუძლებელია, ჩვენ ვინმე თანაზიარი გავუხადოთ ალლაჰს. აი ეს ალლაჰის მადლია ჩვენზე და ადამიანებზე, თუმცა ადამიანთა უმრავლესობა უმადურია.

    12:38
  2. يَا صَاحِبَيِ السِّجْنِ أَأَرْبَابٌ مُتَفَرِّقُونَ خَيْرٌ أَمِ اللَّهُ الْوَاحِدُ الْقَهَّارُ

    ჰეი, ჩემო დილეგის მეგობრებო! განა უამრავი ღმერთების ყოლა ჯობია, თუ ერთადერთი ძლევამოსილი ალლაჰის?!

    12:39
  3. مَا تَعْبُدُونَ مِنْ دُونِهِ إِلَّا أَسْمَاءً سَمَّيْتُمُوهَا أَنْتُمْ وَآبَاؤُكُمْ مَا أَنْزَلَ اللَّهُ بِهَا مِنْ سُلْطَانٍ ۚ إِنِ الْحُكْمُ إِلَّا لِلَّهِ ۚ أَمَرَ أَلَّا تَعْبُدُوا إِلَّا إِيَّاهُ ۚ ذَٰلِكَ الدِّينُ الْقَيِّمُ وَلَٰكِنَّ أَكْثَرَ النَّاسِ لَا يَعْلَمُونَ

    მის გარდა, რასაც ეთაყვანებით, მხოლოდ ცარიელი სახელებია, რომლებიც შეარქვით თქვენ და თქვენმა მამებმა, ალლაჰს არ გარდმოუვლენია მათ შესახებ სამტკიცი. უეჭველად, მსჯავრის დადება მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. მან ბრძანა, რომ არ სცეთ თაყვანი არავის, მის გარდა. აი, ესაა ჭეშმარიტი სარწმუნოება. თუმცაღა ადამიანთა უმრავლესობა არ უწყიან ამას!

    12:40
  4. يَا صَاحِبَيِ السِّجْنِ أَمَّا أَحَدُكُمَا فَيَسْقِي رَبَّهُ خَمْرًا ۖ وَأَمَّا الْآخَرُ فَيُصْلَبُ فَتَأْكُلُ الطَّيْرُ مِنْ رَأْسِهِ ۚ قُضِيَ الْأَمْرُ الَّذِي فِيهِ تَسْتَفْتِيَانِ

    ჰეი, ჩემო დილეგის მეგობრებო! ერთი თქვენთაგანი თავის ბატონს ღვინოს მიართმევს, მეორე კი ჩამოხრჩობილი იქნება და ჩიტები თავს დაუკორტნიან. გადაწყვეტილია საქმე, რომლის ახსნაც გინდოდათ.

    12:41
  5. وَقَالَ لِلَّذِي ظَنَّ أَنَّهُ نَاجٍ مِنْهُمَا اذْكُرْنِي عِنْدَ رَبِّكَ فَأَنْسَاهُ الشَّيْطَانُ ذِكْرَ رَبِّهِ فَلَبِثَ فِي السِّجْنِ بِضْعَ سِنِينَ

    და უთხრა: რომელიც, უეჭველად, უნდა გადარჩენილიყო მათგან: „უამბე ჩემზე შენს ბატონს!“ მაგრამ დაავიწყა ეშმაკმა მას, თავის ბატონზე მოყოლა, ამიტომ დაჰყო დილეგში კიდევ რამდენიმე წელი.

    12:42
  6. وَقَالَ الْمَلِكُ إِنِّي أَرَىٰ سَبْعَ بَقَرَاتٍ سِمَانٍ يَأْكُلُهُنَّ سَبْعٌ عِجَافٌ وَسَبْعَ سُنْبُلَاتٍ خُضْرٍ وَأُخَرَ يَابِسَاتٍ ۖ يَا أَيُّهَا الْمَلَأُ أَفْتُونِي فِي رُؤْيَايَ إِنْ كُنْتُمْ لِلرُّؤْيَا تَعْبُرُونَ

    და თქვა მეფემ: უეჭველად, სიზმარი ვნახე შვიდ მსუქან ძროხას ჭამდა შვიდი გამხდარი ძროხა, და შვიდი მწვანე თავთავი, შვიდი გამხმარი თავთავის გვერდით. ჰეი, დიდებულნო, განმიმარტეთ ჩემი სიზმარი თუ იცით სიზმრის ახსნა!

    12:43

თარგმანი: რეზო მიქელაძე