სურა 11 ჰუდი

  1. وَقَالَ ارْكَبُوا فِيهَا بِسْمِ اللَّهِ مَجْرَاهَا وَمُرْسَاهَا ۚ إِنَّ رَبِّي لَغَفُورٌ رَحِيمٌ

    და უთხრა: „ჩასხედით მასში! ალლაჰის სახელითაა ცურვა მისი და გაჩერება მისი (ღუზის ჩაშვება). უეჭველად, ღმერთი ჩემი შემნდობია, მწყალობელია!“

    11:41
  2. وَهِيَ تَجْرِي بِهِمْ فِي مَوْجٍ كَالْجِبَالِ وَنَادَىٰ نُوحٌ ابْنَهُ وَكَانَ فِي مَعْزِلٍ يَا بُنَيَّ ارْكَبْ مَعَنَا وَلَا تَكُنْ مَعَ الْكَافِرِينَ

    და იგი მათ გორასავით ტალღებში მიაქანებდა, და დაუძახა ნუჰმა თავის ვაჟს, რომელიც სანაპიროზე იდგა: „ჰეი, შვილო ჩემო! ჩაჯექი ჩვენთან ერთად და ნუ დარჩები ურწმუნოებთან ერთად!“

    11:42
  3. قَالَ سَآوِي إِلَىٰ جَبَلٍ يَعْصِمُنِي مِنَ الْمَاءِ ۚ قَالَ لَا عَاصِمَ الْيَوْمَ مِنْ أَمْرِ اللَّهِ إِلَّا مَنْ رَحِمَ ۚ وَحَالَ بَيْنَهُمَا الْمَوْجُ فَكَانَ مِنَ الْمُغْرَقِينَ

    მიუგო: „თავს შევაფარებ მთას, მიხსნის მე წყლისგან. “უთხრა: ,,არ არს დამცავი ამ დღეს ალლაჰის ბრძანებისგან გარდა მათი, რომლებზეც წყალობა მოიღო!“ და მაშინ ტალღამ დააშორა ისინი და ასე დამხრჩვალთაგან აღმოჩნდა.

    11:43
  4. وَقِيلَ يَا أَرْضُ ابْلَعِي مَاءَكِ وَيَا سَمَاءُ أَقْلِعِي وَغِيضَ الْمَاءُ وَقُضِيَ الْأَمْرُ وَاسْتَوَتْ عَلَى الْجُودِيِّ ۖ وَقِيلَ بُعْدًا لِلْقَوْمِ الظَّالِمِينَ

    და ებრძანა: „ჰეი მიწავ, შთანთქე წყალი შენი! და ჰეი ზეცავ, შესდექ!“ წყალმა იკლო, აღსრულდა ნება. ხომალდი შედგა ალ-ჯუდის მთაზე, და ითქვა: „დაე, დაიხრჩონ უსამართლონი!“

    11:44
  5. وَنَادَىٰ نُوحٌ رَبَّهُ فَقَالَ رَبِّ إِنَّ ابْنِي مِنْ أَهْلِي وَإِنَّ وَعْدَكَ الْحَقُّ وَأَنْتَ أَحْكَمُ الْحَاكِمِينَ

    და შეჰღაღადა ნუჰმა თავის ღმერთს. თქვა: „ღმერთო ჩემო! უეჭველად, ვაჟი ჩემი ჩემივე ოჯახის ნაწილია. და უთუოდ, ჭეშმარიტია აღთქმა შენი. და შენ საუკეთესო მსაჯული ხარ მსაჯულთა შორის!“

    11:45
  6. قَالَ يَا نُوحُ إِنَّهُ لَيْسَ مِنْ أَهْلِكَ ۖ إِنَّهُ عَمَلٌ غَيْرُ صَالِحٍ ۖ فَلَا تَسْأَلْنِ مَا لَيْسَ لَكَ بِهِ عِلْمٌ ۖ إِنِّي أَعِظُكَ أَنْ تَكُونَ مِنَ الْجَاهِلِينَ

    მიუგო: „ჰეი, ნუჰ! უეჭველად,3 იგი არ არის შენი ოჯახის ნაწილი. უეჭველად, იგი საქმე არ არის ჭეშმარიტი. მაშ, ნუ მთხოვ იმას, რის შესახებაც ცოდნა არ მოგეპოვება. უეჭველად, შეგაგონებ შენ, რომ არ იყო უმეცართაგანი“!

    11:46
  7. قَالَ رَبِّ إِنِّي أَعُوذُ بِكَ أَنْ أَسْأَلَكَ مَا لَيْسَ لِي بِهِ عِلْمٌ ۖ وَإِلَّا تَغْفِرْ لِي وَتَرْحَمْنِي أَكُنْ مِنَ الْخَاسِرِينَ

    უთხრა: „ღმერთო ჩემო! უეჭველად, მე შენ მოგეკედლები იმისგან, რომ გთხოვე ის, რაც მე არ გამეგება. და თუ არ შემინდობ და არ შემიწყალებ, წაწყმედილთა შორის აღმოვჩნდები.“

    11:47
  8. قِيلَ يَا نُوحُ اهْبِطْ بِسَلَامٍ مِنَّا وَبَرَكَاتٍ عَلَيْكَ وَعَلَىٰ أُمَمٍ مِمَّنْ مَعَكَ ۚ وَأُمَمٌ سَنُمَتِّعُهُمْ ثُمَّ يَمَسُّهُمْ مِنَّا عَذَابٌ أَلِيمٌ

    და ებრძანა: „ჰეი, ნუჰ! გადმოდი ჩვენმიერი მშვიდობითა და შენდამი სიკეთით და ის ხალხიც, შენთან ერთად რომ არიან. და სხვა ხალხიც, რომლებსაც დროებით ვასაზრდოებთ, მერე კი მიეწევათ მათ მწარე სასჯელი ჩვენგან.“

    11:48
  9. تِلْكَ مِنْ أَنْبَاءِ الْغَيْبِ نُوحِيهَا إِلَيْكَ ۖ مَا كُنْتَ تَعْلَمُهَا أَنْتَ وَلَا قَوْمُكَ مِنْ قَبْلِ هَٰذَا ۖ فَاصْبِرْ ۖ إِنَّ الْعَاقِبَةَ لِلْمُتَّقِينَ

    აი (ყოველივე) ეს იმ დაფარულ ამბავთაგანია, რომელსაც შენ ზეშთაგაგონებთ. არც შენ და არც შენმა ხალხმა არ იცოდით აქამდე. მაშ, იყავი მომთმენი, უეჭველად, აღსასრული ღვთისმოშიშებისაა.

    11:49
  10. وَإِلَىٰ عَادٍ أَخَاهُمْ هُودًا ۚ قَالَ يَا قَوْمِ اعْبُدُوا اللَّهَ مَا لَكُمْ مِنْ إِلَٰهٍ غَيْرُهُ ۖ إِنْ أَنْتُمْ إِلَّا مُفْتَرُونَ

    და ადის ხალხთან მათი ძმა ჰუდი. უთხრა: „ჰეი, ხალხო ჩემო! თაყვანი ეცით ალლაჰს, რამეთუ არ არს თქვენთვის სხვა ღვთაება, გარდა მისი! თქვენ კი მხოლოდ სიცრუეს თხზავთ.

    11:50
  11. يَا قَوْمِ لَا أَسْأَلُكُمْ عَلَيْهِ أَجْرًا ۖ إِنْ أَجْرِيَ إِلَّا عَلَى الَّذِي فَطَرَنِي ۚ أَفَلَا تَعْقِلُونَ

    ხალხო ჩემო! მე თქვენ არ გთხოვ ამისათვის საზღაურს, ჩემი საზღაური მხოლოდ მას ეკუთვნის, რომელმაც გამაჩინა. განა არ მოუხმობთ გონებას?

    11:51
  12. وَيَا قَوْمِ اسْتَغْفِرُوا رَبَّكُمْ ثُمَّ تُوبُوا إِلَيْهِ يُرْسِلِ السَّمَاءَ عَلَيْكُمْ مِدْرَارًا وَيَزِدْكُمْ قُوَّةً إِلَىٰ قُوَّتِكُمْ وَلَا تَتَوَلَّوْا مُجْرِمِينَ

    ხალხო ჩემო! მიტევება შესთხოვეთ თქვენს ღმერთს, მერე კი მოინანიეთ მის წინაშე. იგი ზეგარდმოგივლენთ ზეციდან უხვად წვიმას და თქვენს ძლიერებას ძალას შეჰმატებს. და არ იბრუნოთ პირი, როგორც ცოდვილნი!“

    11:52
  13. قَالُوا يَا هُودُ مَا جِئْتَنَا بِبَيِّنَةٍ وَمَا نَحْنُ بِتَارِكِي آلِهَتِنَا عَنْ قَوْلِكَ وَمَا نَحْنُ لَكَ بِمُؤْمِنِينَ

    უთხრეს: „ჰეი, ჰუდ! შენ ჩვენთვის ცხადი სასწაულები არ მოგიტანია და შენი სიტყვის გამო არ მივატოვებთ ჩვენს ღმერთებს. და ჩვენ არ ვართ დამჯერნი შენი.

    11:53
  14. إِنْ نَقُولُ إِلَّا اعْتَرَاكَ بَعْضُ آلِهَتِنَا بِسُوءٍ ۗ قَالَ إِنِّي أُشْهِدُ اللَّهَ وَاشْهَدُوا أَنِّي بَرِيءٌ مِمَّا تُشْرِكُونَ

    ჩვენ მხოლოდ გეტყვით, რომ ჩვენი ღმერთების ერთმა ნაწილმა სიავე გაწია. მიუგო: „უეჭველად, ალლაჰს მოვუხმობ მოწმედ და დამიმოწმეთ თქვენ, რომ უეჭველად, მე შორსა ვარ იმათგან, რასაც თქვენ თანაზიარად უდგენთ,

    11:54
  15. مِنْ دُونِهِ ۖ فَكِيدُونِي جَمِيعًا ثُمَّ لَا تُنْظِرُونِ

    გარეშე მისა. აწ ხლართეთ ხრიკები ჩემ წინააღმდეგ ერთობლივად, მერე არ გადამივადოთ.

    11:55
  16. إِنِّي تَوَكَّلْتُ عَلَى اللَّهِ رَبِّي وَرَبِّكُمْ ۚ مَا مِنْ دَابَّةٍ إِلَّا هُوَ آخِذٌ بِنَاصِيَتِهَا ۚ إِنَّ رَبِّي عَلَىٰ صِرَاطٍ مُسْتَقِيمٍ

    უეჭველად, მე მივენდე ალლაჰს, ჩემ ღმერთსა და თქვენს ღმერთს. არ არის ქვეყნად სულიერი, რომელიც მას ქოჩრით არ ჰყავდეს დათრეული. უეჭველად, ჩემი ღმერთის გზა გზათაგან ყველაზე ჭეშმარიტია!

    11:56
  17. فَإِنْ تَوَلَّوْا فَقَدْ أَبْلَغْتُكُمْ مَا أُرْسِلْتُ بِهِ إِلَيْكُمْ ۚ وَيَسْتَخْلِفُ رَبِّي قَوْمًا غَيْرَكُمْ وَلَا تَضُرُّونَهُ شَيْئًا ۚ إِنَّ رَبِّي عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ حَفِيظٌ

    მე უკვე გადმომიცია ის, რითიც წარმოვიგზავნე თქვენთან და თუ ზურგს შეაქცევთ, ჩაგანაცვლებთ თქვენ ჩემი ღმერთი სხვა ხალხით, და ვერას ავნებთ თქვენ მას. უეჭველად, ღმერთი ჩემი დამცველია ყოველსა ზედა!“

    11:57
  18. وَلَمَّا جَاءَ أَمْرُنَا نَجَّيْنَا هُودًا وَالَّذِينَ آمَنُوا مَعَهُ بِرَحْمَةٍ مِنَّا وَنَجَّيْنَاهُمْ مِنْ عَذَابٍ غَلِيظٍ

    და როცა გაცხადდა ჩვენი განგება, ჩვენ ვიხსენით ჰუდი და რომელთაც ირწმუნეს მის ერთად, ჩვენივე წყალობით. და ჩვენ დავიხსენით ისინი სასტიკი სასჯელისგან.

    11:58
  19. وَتِلْكَ عَادٌ ۖ جَحَدُوا بِآيَاتِ رَبِّهِمْ وَعَصَوْا رُسُلَهُ وَاتَّبَعُوا أَمْرَ كُلِّ جَبَّارٍ عَنِيدٍ

    აი, ასეთნი იყვნენ ადის ხალხი! მათ უარყვეს თავიანთი ღმერთის აიათები, და მის შუამავლებს ეურჩნენ და ყოველ ამპარტავანი ურჩის ბრძანებას მიჰყვნენ.

    11:59
  20. وَأُتْبِعُوا فِي هَٰذِهِ الدُّنْيَا لَعْنَةً وَيَوْمَ الْقِيَامَةِ ۗ أَلَا إِنَّ عَادًا كَفَرُوا رَبَّهُمْ ۗ أَلَا بُعْدًا لِعَادٍ قَوْمِ هُودٍ

    და უკან მიედევნება მათ წყევლა ამქვეყნიერ ცხოვრებაში და აღდგომის დღეს. დიახ! უეჭველად, ადის ხალხმა უარყვეს თავიანთი ღმერთი. დიახ, გაწირა ადის ხალხი, ჰუდის ერი!

    11:60

თარგმანი: რეზო მიქელაძე