მუსხაფი, გვერდი 226

  1. وَيَصْنَعُ الْفُلْكَ وَكُلَّمَا مَرَّ عَلَيْهِ مَلَأٌ مِنْ قَوْمِهِ سَخِرُوا مِنْهُ ۚ قَالَ إِنْ تَسْخَرُوا مِنَّا فَإِنَّا نَسْخَرُ مِنْكُمْ كَمَا تَسْخَرُونَ

    და აგებდა იგი ხომალდს და ყოველთვის, როცა მის გვერდით ჩაივლიდნენ მისივე ხალხიდან წინამძღოლები, დასცინოდნენ მას. უთხრა: „თუკი დაგვცინით ჩვენ, უეჭველად, ჩვენც დაგცინებთ ისევე ,როგორც თქვენ დაგვცინით.

    11:38
  2. فَسَوْفَ تَعْلَمُونَ مَنْ يَأْتِيهِ عَذَابٌ يُخْزِيهِ وَيَحِلُّ عَلَيْهِ عَذَابٌ مُقِيمٌ

    სულ მალე შეიტყობენ, ვის ეწევა დამამცირებელი სასჯელი და ვის დაატყდება მარადიული ტანჯვა.

    11:39
  3. حَتَّىٰ إِذَا جَاءَ أَمْرُنَا وَفَارَ التَّنُّورُ قُلْنَا احْمِلْ فِيهَا مِنْ كُلٍّ زَوْجَيْنِ اثْنَيْنِ وَأَهْلَكَ إِلَّا مَنْ سَبَقَ عَلَيْهِ الْقَوْلُ وَمَنْ آمَنَ ۚ وَمَا آمَنَ مَعَهُ إِلَّا قَلِيلٌ

    მაშინ, როცა მოვიდა ჩვენი ბრძანება და აგიზგიზდა თონე, ვუთხარით: „აიყვანე მასში ყველა სახეობიდან წყვილები სათითაოდ, ასევე ვინც ირწმუნა და ოჯახი შენი, იმათი გამოკლებით, ვისზეც განვლო სიტყვამ. და არ ირწმუნა მასთან ერთად მცირედის გარდა.

    11:40
  4. وَقَالَ ارْكَبُوا فِيهَا بِسْمِ اللَّهِ مَجْرَاهَا وَمُرْسَاهَا ۚ إِنَّ رَبِّي لَغَفُورٌ رَحِيمٌ

    და უთხრა: „ჩასხედით მასში! ალლაჰის სახელითაა ცურვა მისი და გაჩერება მისი (ღუზის ჩაშვება). უეჭველად, ღმერთი ჩემი შემნდობია, მწყალობელია!“

    11:41
  5. وَهِيَ تَجْرِي بِهِمْ فِي مَوْجٍ كَالْجِبَالِ وَنَادَىٰ نُوحٌ ابْنَهُ وَكَانَ فِي مَعْزِلٍ يَا بُنَيَّ ارْكَبْ مَعَنَا وَلَا تَكُنْ مَعَ الْكَافِرِينَ

    და იგი მათ გორასავით ტალღებში მიაქანებდა, და დაუძახა ნუჰმა თავის ვაჟს, რომელიც სანაპიროზე იდგა: „ჰეი, შვილო ჩემო! ჩაჯექი ჩვენთან ერთად და ნუ დარჩები ურწმუნოებთან ერთად!“

    11:42
  6. قَالَ سَآوِي إِلَىٰ جَبَلٍ يَعْصِمُنِي مِنَ الْمَاءِ ۚ قَالَ لَا عَاصِمَ الْيَوْمَ مِنْ أَمْرِ اللَّهِ إِلَّا مَنْ رَحِمَ ۚ وَحَالَ بَيْنَهُمَا الْمَوْجُ فَكَانَ مِنَ الْمُغْرَقِينَ

    მიუგო: „თავს შევაფარებ მთას, მიხსნის მე წყლისგან. “უთხრა: ,,არ არს დამცავი ამ დღეს ალლაჰის ბრძანებისგან გარდა მათი, რომლებზეც წყალობა მოიღო!“ და მაშინ ტალღამ დააშორა ისინი და ასე დამხრჩვალთაგან აღმოჩნდა.

    11:43
  7. وَقِيلَ يَا أَرْضُ ابْلَعِي مَاءَكِ وَيَا سَمَاءُ أَقْلِعِي وَغِيضَ الْمَاءُ وَقُضِيَ الْأَمْرُ وَاسْتَوَتْ عَلَى الْجُودِيِّ ۖ وَقِيلَ بُعْدًا لِلْقَوْمِ الظَّالِمِينَ

    და ებრძანა: „ჰეი მიწავ, შთანთქე წყალი შენი! და ჰეი ზეცავ, შესდექ!“ წყალმა იკლო, აღსრულდა ნება. ხომალდი შედგა ალ-ჯუდის მთაზე, და ითქვა: „დაე, დაიხრჩონ უსამართლონი!“

    11:44
  8. وَنَادَىٰ نُوحٌ رَبَّهُ فَقَالَ رَبِّ إِنَّ ابْنِي مِنْ أَهْلِي وَإِنَّ وَعْدَكَ الْحَقُّ وَأَنْتَ أَحْكَمُ الْحَاكِمِينَ

    და შეჰღაღადა ნუჰმა თავის ღმერთს. თქვა: „ღმერთო ჩემო! უეჭველად, ვაჟი ჩემი ჩემივე ოჯახის ნაწილია. და უთუოდ, ჭეშმარიტია აღთქმა შენი. და შენ საუკეთესო მსაჯული ხარ მსაჯულთა შორის!“

    11:45

თარგმანი: რეზო მიქელაძე