სურა 102 თექასური
-
أَلْهَاكُمُ التَّكَاثُرُ
შეგიქციათ ჯიბრმა (მკრეხელობამ) მონაგარისმა მანამ,
102:1 -
حَتَّىٰ زُرْتُمُ الْمَقَابِرَ
სანამ სამარეები ინახულეთ.
102:2 -
كَلَّا سَوْفَ تَعْلَمُونَ
არა (წარმავალ, ამქვეყნიურ სიამოვნებებზე დამორჩილება არ არის ჭეშმარიტება, მოერიდეთ მას), შემდგომში შეიტყობთ!
102:3 -
ثُمَّ كَلَّا سَوْفَ تَعْلَمُونَ
დიახ, დიახ, მომავალში შეიტყობთ!
102:4 -
كَلَّا لَوْ تَعْلَمُونَ عِلْمَ الْيَقِينِ
თავი დაანებეთ! როგორც თქვენ გგონიათ, ისე არ არის. დაბეჯითებით რომ გცოდნოდათ (ასე არ მოიქცეოდით)!
102:5 -
لَتَرَوُنَّ الْجَحِيمَ
უეჭველად, იხილავთ ჯოჯოხეთს!
102:6 -
ثُمَّ لَتَرَوُنَّهَا عَيْنَ الْيَقِينِ
უეჭველად, იხილავთ ჯოჯოხეთს, თვალნათლივ!
102:7 -
ثُمَّ لَتُسْأَلُنَّ يَوْمَئِذٍ عَنِ النَّعِيمِ
მერე იმ დღეს, აუცილებლად მოგეკითხებათ, რაც გებოძათ!
102:8
თარგმანი: რეზო მიქელაძე