სურა 101 ყარია
-
الْقَارِعَةُ
ქვეყნიერების აღსასრულის დრო!
101:1 -
مَا الْقَارِعَةُ
რა არის ქვეყნიერების აღსასრულის დრო?
101:2 -
وَمَا أَدْرَاكَ مَا الْقَارِعَةُ
რამ გამცნოს შენ, რა არის ქვეყნიერების აღსასრულის დრო?
101:3 -
يَوْمَ يَكُونُ النَّاسُ كَالْفَرَاشِ الْمَبْثُوثِ
იმ დღეს ადამიანები გაფანტულნი იქნებიან პეპლებივით,
101:4 -
وَتَكُونُ الْجِبَالُ كَالْعِهْنِ الْمَنْفُوشِ
მთები კი ფერადი აჩეჩილი მატყლივით.
101:5 -
فَأَمَّا مَنْ ثَقُلَتْ مَوَازِينُهُ
და აი ის, ვისი სასწორიც (სიკეთე) დაძლევს,
101:6 -
فَهُوَ فِي عِيشَةٍ رَاضِيَةٍ
მას ნეტარი ცხოვრება ელის!
101:7 -
وَأَمَّا مَنْ خَفَّتْ مَوَازِينُهُ
ხოლო ვისი საქმიანობაც მსუბუქი იქნება,
101:8 -
فَأُمُّهُ هَاوِيَةٌ
მათი სამყოფელი ქვესკნელია (ჰავიეა)!
101:9 -
وَمَا أَدْرَاكَ مَا هِيَهْ
რამ უნდა გამცნოს რა არის იგი (ჰავიე)?
101:10 -
نَارٌ حَامِيَةٌ
ის გავარვარებული ცეცხლია!
101:11
თარგმანი: რეზო მიქელაძე