მუსხაფი, გვერდი 90

  1. وَمَا لَكُمْ لَا تُقَاتِلُونَ فِي سَبِيلِ اللَّهِ وَالْمُسْتَضْعَفِينَ مِنَ الرِّجَالِ وَالنِّسَاءِ وَالْوِلْدَانِ الَّذِينَ يَقُولُونَ رَبَّنَا أَخْرِجْنَا مِنْ هَٰذِهِ الْقَرْيَةِ الظَّالِمِ أَهْلُهَا وَاجْعَلْ لَنَا مِنْ لَدُنْكَ وَلِيًّا وَاجْعَلْ لَنَا مِنْ لَدُنْكَ نَصِيرًا

    და რა გემართებათ თქვენ, რომ არ იბრძვით ალლაჰის გზაზე უმწეო კაცთა, ქალთა და ბავშვთა გულისათვის, რომელნიც ამბობენ: ღმერთო ჩვენო! გვიხსენი ამ დაბისგან, რომლის მკვიდრნიც სასტიკნი არიან და ჩვენ დაგვიდგინე შენი წიაღიდან მფარველი და შემწეო!

    4:75
  2. الَّذِينَ آمَنُوا يُقَاتِلُونَ فِي سَبِيلِ اللَّهِ ۖ وَالَّذِينَ كَفَرُوا يُقَاتِلُونَ فِي سَبِيلِ الطَّاغُوتِ فَقَاتِلُوا أَوْلِيَاءَ الشَّيْطَانِ ۖ إِنَّ كَيْدَ الشَّيْطَانِ كَانَ ضَعِيفًا

    რომელთაც იწამეს, იბრძვიან ალლაჰის გზაზე; ხოლო რომელთაც უარყვეს, იბრძვიან ტაღუთის გზაზე. მაშ, შეებრძოლეთ ეშმაკის მეგობრებს, უეჭველად, უძლურია მზაკვრობა ეშმაკისა!

    4:76
  3. أَلَمْ تَرَ إِلَى الَّذِينَ قِيلَ لَهُمْ كُفُّوا أَيْدِيَكُمْ وَأَقِيمُوا الصَّلَاةَ وَآتُوا الزَّكَاةَ فَلَمَّا كُتِبَ عَلَيْهِمُ الْقِتَالُ إِذَا فَرِيقٌ مِنْهُمْ يَخْشَوْنَ النَّاسَ كَخَشْيَةِ اللَّهِ أَوْ أَشَدَّ خَشْيَةً ۚ وَقَالُوا رَبَّنَا لِمَ كَتَبْتَ عَلَيْنَا الْقِتَالَ لَوْلَا أَخَّرْتَنَا إِلَىٰ أَجَلٍ قَرِيبٍ ۗ قُلْ مَتَاعُ الدُّنْيَا قَلِيلٌ وَالْآخِرَةُ خَيْرٌ لِمَنِ اتَّقَىٰ وَلَا تُظْلَمُونَ فَتِيلًا

    განა არ გინახავს, რომელთაც ებრძანათ: აიღეთ ხელები თქვენი და აღავლინეთ ლოცვა და გაეცით სავალდებულო მოწყალება! და როცა დაწესებული იქნა მათზე ბრძოლა, მათგან ნაწილს ეშინოდა ხალხის, როგორც უნდა ეშინოდეთ ალლაჰის, ან უფრო ძლიერი შიშით. და თქვეს მათ: ღმერთო ჩვენო! რატომ დაადგინე ბრძოლა ჩვენზე? განა არ შეიძლება გადაგვივადო მცირე ხნით?! უთხარი: ამქვეყნიური ცხოვრების სიამოვნება ხანმოკლეა, საიქიო ცხოვრება იმათთვის უკეთესია, ვინც ღვთისმოშიშია და არ დაიჩაგრებიან ხურმას კურკის ღარში აპკი რომ აქვს, იმ დონეზეც კი!

    4:77
  4. أَيْنَمَا تَكُونُوا يُدْرِكْكُمُ الْمَوْتُ وَلَوْ كُنْتُمْ فِي بُرُوجٍ مُشَيَّدَةٍ ۗ وَإِنْ تُصِبْهُمْ حَسَنَةٌ يَقُولُوا هَٰذِهِ مِنْ عِنْدِ اللَّهِ ۖ وَإِنْ تُصِبْهُمْ سَيِّئَةٌ يَقُولُوا هَٰذِهِ مِنْ عِنْدِكَ ۚ قُلْ كُلٌّ مِنْ عِنْدِ اللَّهِ ۖ فَمَالِ هَٰؤُلَاءِ الْقَوْمِ لَا يَكَادُونَ يَفْقَهُونَ حَدِيثًا

    სადაც არ უნდა იყოთ, სიკვდილი მოგწვდებათ თქვენ, თუნდაც რომ იყოთ მტკიცე კოშკებში. და თუ ეწიათ სიკეთე, ამბობენ: ეს ალლაჰის წიაღიდან მოდის! და თუ ეწიათ უბედურება, გეუბნებიან: ეს მოდის შენგან! უთხარი შენ: ყველაფერი ალლაჰისგანაა! და რა ემართება ამ ხალხს, რომ არ ცდილობენ ნათქვამის გაგებას?

    4:78
  5. مَا أَصَابَكَ مِنْ حَسَنَةٍ فَمِنَ اللَّهِ ۖ وَمَا أَصَابَكَ مِنْ سَيِّئَةٍ فَمِنْ نَفْسِكَ ۚ وَأَرْسَلْنَاكَ لِلنَّاسِ رَسُولًا ۚ وَكَفَىٰ بِاللَّهِ شَهِيدًا

    რაც კარგი რამ გეწიოს შენ, ალლაჰისგანაა ის, და რაც ცუდი რამ გეწიოს, შენი საკუთარი თავისგანაა. და ჩვენ შენ წარგგზავნეთ ხალხთან შუამავლად. და კმარა ალლაჰი მოწმედ!

    4:79

თარგმანი: რეზო მიქელაძე