მუსხაფი, გვერდი 89
-
وَلَوْ أَنَّا كَتَبْنَا عَلَيْهِمْ أَنِ اقْتُلُوا أَنْفُسَكُمْ أَوِ اخْرُجُوا مِنْ دِيَارِكُمْ مَا فَعَلُوهُ إِلَّا قَلِيلٌ مِنْهُمْ ۖ وَلَوْ أَنَّهُمْ فَعَلُوا مَا يُوعَظُونَ بِهِ لَكَانَ خَيْرًا لَهُمْ وَأَشَدَّ تَثْبِيتًا
და რომ მათთვის დაგვედგინა ჩვენ: „მოიკალით თქვენი თავი! ან გადით თქვენი სახლებიდან!“ არ გააკეთებდნენ ამას, გარდა მცირედისა მათგან. და რომ აღესრულებინათ ის, რაც შეეგონათ, მათთვისვე იქნებოდა უკეთესი და ყველაზე უფრო განამტკიცებდა მათ.
4:66 -
وَإِذًا لَآتَيْنَاهُمْ مِنْ لَدُنَّا أَجْرًا عَظِيمًا
და მაშინ, უეჭველად, ჩვენ ვუბოძებდით მათ ჩვენი წიაღიდან უდიდეს საზღაურს.
4:67 -
وَلَهَدَيْنَاهُمْ صِرَاطًا مُسْتَقِيمًا
და უეჭველად, დავაყენებდით მათ ჭეშმარიტ გზაზე!
4:68 -
وَمَنْ يُطِعِ اللَّهَ وَالرَّسُولَ فَأُولَٰئِكَ مَعَ الَّذِينَ أَنْعَمَ اللَّهُ عَلَيْهِمْ مِنَ النَّبِيِّينَ وَالصِّدِّيقِينَ وَالشُّهَدَاءِ وَالصَّالِحِينَ ۚ وَحَسُنَ أُولَٰئِكَ رَفِيقًا
და ვინც ჰმორჩილებს ალლაჰსა და მის შუამავალს, მაშინ ისინი იმათთან ერთად იქნებიან, რომელთაც სიკეთე უბოძა ალლაჰმა: შუამავალთა, მართალთა, შეჰიდებთა და ღვთისმოსავთა გვერდით. და რა მშვენიერი მოყვასნი არიან ეგენი!
4:69 -
ذَٰلِكَ الْفَضْلُ مِنَ اللَّهِ ۚ وَكَفَىٰ بِاللَّهِ عَلِيمًا
ესაა სიკეთე ალლაჰისგან. და კმარა ალლაჰი ყველაფრის მცოდნედ!
4:70 -
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا خُذُوا حِذْرَكُمْ فَانْفِرُوا ثُبَاتٍ أَوِ انْفِرُوا جَمِيعًا
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! აისხით (აიღეთ) საომარი აღჭურვილობა (ხმალ-აბჯარი) თქვენი, და გადით საომრად ჯგუფებად ან გადით ერთობლივად!
4:71 -
وَإِنَّ مِنْكُمْ لَمَنْ لَيُبَطِّئَنَّ فَإِنْ أَصَابَتْكُمْ مُصِيبَةٌ قَالَ قَدْ أَنْعَمَ اللَّهُ عَلَيَّ إِذْ لَمْ أَكُنْ مَعَهُمْ شَهِيدًا
და უეჭველად, თქვენგან, ვინც წელი აითრიოს და რომ თქვენ უბედურება დაგატყდეთ, ამბობს: ალლაჰმა წყალობა გაიღო ჩემთვის, რომ არ ვიყავი მათთან ერთად.
4:72 -
وَلَئِنْ أَصَابَكُمْ فَضْلٌ مِنَ اللَّهِ لَيَقُولَنَّ كَأَنْ لَمْ تَكُنْ بَيْنَكُمْ وَبَيْنَهُ مَوَدَّةٌ يَا لَيْتَنِي كُنْتُ مَعَهُمْ فَأَفُوزَ فَوْزًا عَظِيمًا
და თუ თქვენ სიკეთე გეწიათ ალლაჰისგან, უეჭველად, იტყვის ის, ვითომც არ იყო თქვენს შორის ნაცნობობა: ო, ნეტავ მეც ვყოფილიყავი მათ გვერდით, რომ უდიდესი წარმატება მრგებოდა წილად!
4:73 -
فَلْيُقَاتِلْ فِي سَبِيلِ اللَّهِ الَّذِينَ يَشْرُونَ الْحَيَاةَ الدُّنْيَا بِالْآخِرَةِ ۚ وَمَنْ يُقَاتِلْ فِي سَبِيلِ اللَّهِ فَيُقْتَلْ أَوْ يَغْلِبْ فَسَوْفَ نُؤْتِيهِ أَجْرًا عَظِيمًا
დაე, იბრძოლონ ალლაჰის გზაზე იმათ, რომელნიც ამქვეყნიური ცხოვრებით იმქვეყნიურ ცხოვრებას ყიდულობენ. და ვინც იბრძოლოს ალლაჰის გზაზე, და შემდეგ დაიღუპოს (დაეცეს) ან გაიმარჯვოს, სულ მალე ჩვენ მას ვუბოძებთ უდიდეს საზღაურს!
4:74
თარგმანი: რეზო მიქელაძე