მუსხაფი, გვერდი 9
-
وَإِذْ قُلْنَا ادْخُلُوا هَٰذِهِ الْقَرْيَةَ فَكُلُوا مِنْهَا حَيْثُ شِئْتُمْ رَغَدًا وَادْخُلُوا الْبَابَ سُجَّدًا وَقُولُوا حِطَّةٌ نَغْفِرْ لَكُمْ خَطَايَاكُمْ ۚ وَسَنَزِيدُ الْمُحْسِنِينَ
აკი, ჩვენ მათ ვუთხარით: „შედით ამ ქალაქში და სადაც ინებებთ, უხვად მიირთვით რაც გსურთ. შედით კარიბჭეში სეჯდეთი და შეევედრეთ: „შენდობა.“ ჩვენ შეგინდობთ თქვენს შეცდომებს და ვუმრავლებთ (სარჩოს) კეთილისმქმნელებს.“
2:58 -
فَبَدَّلَ الَّذِينَ ظَلَمُوا قَوْلًا غَيْرَ الَّذِي قِيلَ لَهُمْ فَأَنْزَلْنَا عَلَى الَّذِينَ ظَلَمُوا رِجْزًا مِنَ السَّمَاءِ بِمَا كَانُوا يَفْسُقُونَ
რომელთაც ავი ჰქმნეს, რატომღაც შეცვალეს (ნაბრძანები სიტყვა) სხვა სიტყვით. და მოვუვლინეთ მათ, რომელთაც ავი ჰქმნეს, ციდან სასჯელი იმისათვის, რომ იყვნენ მეამბოხენი.
2:59 -
وَإِذِ اسْتَسْقَىٰ مُوسَىٰ لِقَوْمِهِ فَقُلْنَا اضْرِبْ بِعَصَاكَ الْحَجَرَ ۖ فَانْفَجَرَتْ مِنْهُ اثْنَتَا عَشْرَةَ عَيْنًا ۖ قَدْ عَلِمَ كُلُّ أُنَاسٍ مَشْرَبَهُمْ ۖ كُلُوا وَاشْرَبُوا مِنْ رِزْقِ اللَّهِ وَلَا تَعْثَوْا فِي الْأَرْضِ مُفْسِدِينَ
და როცა ითხოვა მუსამ სასმელი თავისი ხალხისთვის, ჩვენ ვუთხარით: „ამთხვიე შენი ჯოხი კლდეს!“ მაშინვე ამოიფრქვა იქიდან თორმეტი წყარო. ამგვარად, ყველამ გაიგნო გზა თავისი წყაროსკენ. „ჭამეთ და სვით ალლაჰისგან ნაბოძები, მაგრამ არ იყოთ ზღვარგადასულნი დედამიწაზე!“
2:60 -
وَإِذْ قُلْتُمْ يَا مُوسَىٰ لَنْ نَصْبِرَ عَلَىٰ طَعَامٍ وَاحِدٍ فَادْعُ لَنَا رَبَّكَ يُخْرِجْ لَنَا مِمَّا تُنْبِتُ الْأَرْضُ مِنْ بَقْلِهَا وَقِثَّائِهَا وَفُومِهَا وَعَدَسِهَا وَبَصَلِهَا ۖ قَالَ أَتَسْتَبْدِلُونَ الَّذِي هُوَ أَدْنَىٰ بِالَّذِي هُوَ خَيْرٌ ۚ اهْبِطُوا مِصْرًا فَإِنَّ لَكُمْ مَا سَأَلْتُمْ ۗ وَضُرِبَتْ عَلَيْهِمُ الذِّلَّةُ وَالْمَسْكَنَةُ وَبَاءُوا بِغَضَبٍ مِنَ اللَّهِ ۗ ذَٰلِكَ بِأَنَّهُمْ كَانُوا يَكْفُرُونَ بِآيَاتِ اللَّهِ وَيَقْتُلُونَ النَّبِيِّينَ بِغَيْرِ الْحَقِّ ۗ ذَٰلِكَ بِمَا عَصَوْا وَكَانُوا يَعْتَدُونَ
და როცა თქვენ უთხარით: ჰეი, მუსა! ერთი სახეობის საჭმელს ვეღარ ავიტანთ! შესთხოვე შენს ღმერთს მოგვცეს ის, რაც მიწას ამოჰყავს: ბოსტნეული, კიტრი, ნიორი, ოსპი და ხახვი. მიუგო: „ნუთუ ითხოვთ უარესით შეცვალოს ის, რაც უკეთესია? ჩადით ქალაქში, სწორედ იქ არის რაც ითხოვეთ.“ „ხოლო (ქალაქში ჩასულთ) თავს დაატყდათ დამცირება და სიღარიბე. მოიწიეს მათ ალლაჰის რისხვა, რადგან არ იწამეს ალლაჰის აიათები და უსამართლოდ კლავდნენ შუამავლებს! ეს იმისთვის, რომ გაურჩნდნენ და ზღვარს გადავიდნენ.
2:61
თარგმანი: რეზო მიქელაძე