მუსხაფი, გვერდი 8
-
وَإِذْ نَجَّيْنَاكُمْ مِنْ آلِ فِرْعَوْنَ يَسُومُونَكُمْ سُوءَ الْعَذَابِ يُذَبِّحُونَ أَبْنَاءَكُمْ وَيَسْتَحْيُونَ نِسَاءَكُمْ ۚ وَفِي ذَٰلِكُمْ بَلَاءٌ مِنْ رَبِّكُمْ عَظِيمٌ
აკი, გიხსენით ფარაონის ხალხისგან, როდესაც გაწევდნენ თქვენ საშინელ სასჯელს, გიკლავდნენ ძეებს და ცოცხლად ტოვებდნენ თქვენს ქალებს. მასში იყო თქვენთვის უდიდესი გამოცდა თქვენი უფლისგან!
2:49 -
وَإِذْ فَرَقْنَا بِكُمُ الْبَحْرَ فَأَنْجَيْنَاكُمْ وَأَغْرَقْنَا آلَ فِرْعَوْنَ وَأَنْتُمْ تَنْظُرُونَ
აკი, თქვენ გამო გავაპეთ ზღვა, და ასე გიხსენით თქვენ და ფარაონის ხალხი კი დავახრჩეთ. და თქვენ უცქერდით (ყოველივე ამას).
2:50 -
وَإِذْ وَاعَدْنَا مُوسَىٰ أَرْبَعِينَ لَيْلَةً ثُمَّ اتَّخَذْتُمُ الْعِجْلَ مِنْ بَعْدِهِ وَأَنْتُمْ ظَالِمُونَ
და როცა მუსას აღვუთქვით ორმოცი ღამე (სინას მთაზე), მერე კი თქვენ გაიღმერთეთ ხბო მის შემდგომ, ამიტომაც ხართ თქვენ ცოდვილნი.
2:51 -
ثُمَّ عَفَوْنَا عَنْكُمْ مِنْ بَعْدِ ذَٰلِكَ لَعَلَّكُمْ تَشْكُرُونَ
შემდეგ ჩვენ მაინც გაპატიეთ (ხბო რომ გაიხადეთ ღმერთად), ამრიგად, ეგების მადლიერნი იყოთ თქვენ!
2:52 -
وَإِذْ آتَيْنَا مُوسَى الْكِتَابَ وَالْفُرْقَانَ لَعَلَّكُمْ تَهْتَدُونَ
ოდესღაც ვუბოძეთ მუსას ღვთიური წიგნი და ფურყანი, ეგების ჭეშმარიტი გზა გაგეგნოთ თქვენ.
2:53 -
وَإِذْ قَالَ مُوسَىٰ لِقَوْمِهِ يَا قَوْمِ إِنَّكُمْ ظَلَمْتُمْ أَنْفُسَكُمْ بِاتِّخَاذِكُمُ الْعِجْلَ فَتُوبُوا إِلَىٰ بَارِئِكُمْ فَاقْتُلُوا أَنْفُسَكُمْ ذَٰلِكُمْ خَيْرٌ لَكُمْ عِنْدَ بَارِئِكُمْ فَتَابَ عَلَيْكُمْ ۚ إِنَّهُ هُوَ التَّوَّابُ الرَّحِيمُ
აკი, მუსამ მიმართა თავის ხალხს: ხალხო ჩემო! თქვენ თვითონ მოექეცით თქვენს თავს უსამართლოდ, ხბო გაიღმერთეთ. ამიტომ უმალვე მოინანიეთ თქვენი გამჩენის წინაშე და ამის გამო (ამ ჩადენილი დანაშაულის გამო) თავი მოიკალით. თქვენთვისვე ჯობია ასე, თქვენი გამჩენის წინაშე. მან მოგიტევათ თქვენ. სწორედ, რომ იგია შემნდობელი, მწყალობელი!
2:54 -
وَإِذْ قُلْتُمْ يَا مُوسَىٰ لَنْ نُؤْمِنَ لَكَ حَتَّىٰ نَرَى اللَّهَ جَهْرَةً فَأَخَذَتْكُمُ الصَّاعِقَةُ وَأَنْتُمْ تَنْظُرُونَ
და როცა უთხარით თქვენ: ჰეი მუსა, ვერა და ვერ დაგიჯერებთ, სანამ არ ვნახავთ ალლაჰს ცხადად, მაშინ ელვა გეკვეთათ თქვენ და (მას) უმზერდით.
2:55 -
ثُمَّ بَعَثْنَاكُمْ مِنْ بَعْدِ مَوْتِكُمْ لَعَلَّكُمْ تَشْكُرُونَ
მერე გაგაცოცხლეთ სიკვდილის შემდგომ, ეგებ მადლიერნი იქნებოდით!
2:56 -
وَظَلَّلْنَا عَلَيْكُمُ الْغَمَامَ وَأَنْزَلْنَا عَلَيْكُمُ الْمَنَّ وَالسَّلْوَىٰ ۖ كُلُوا مِنْ طَيِّبَاتِ مَا رَزَقْنَاكُمْ ۖ وَمَا ظَلَمُونَا وَلَٰكِنْ كَانُوا أَنْفُسَهُمْ يَظْلِمُونَ
და დაგფინეთ ზემოდან ღრუბლები და მოვავლინეთ თქვენდა ციური მანანა და მწყერი. ჭამეთ საუკეთესონი, რაც გიბოძეთ ჩვენ! ხოლო ისინი ჩვენ კი არ მოგვექცნენ უსამართლოდ, არამედ საკუთარი თავი დაისაჯეს.
2:57
თარგმანი: რეზო მიქელაძე