მუსხაფი, გვერდი 86

  1. وَاللَّهُ أَعْلَمُ بِأَعْدَائِكُمْ ۚ وَكَفَىٰ بِاللَّهِ وَلِيًّا وَكَفَىٰ بِاللَّهِ نَصِيرًا

    და ალლაჰი უკეთ უწყის თქვენს მტრებს. და ალლაჰი კმარა მფარველად და შემწედ!

    4:45
  2. مِنَ الَّذِينَ هَادُوا يُحَرِّفُونَ الْكَلِمَ عَنْ مَوَاضِعِهِ وَيَقُولُونَ سَمِعْنَا وَعَصَيْنَا وَاسْمَعْ غَيْرَ مُسْمَعٍ وَرَاعِنَا لَيًّا بِأَلْسِنَتِهِمْ وَطَعْنًا فِي الدِّينِ ۚ وَلَوْ أَنَّهُمْ قَالُوا سَمِعْنَا وَأَطَعْنَا وَاسْمَعْ وَانْظُرْنَا لَكَانَ خَيْرًا لَهُمْ وَأَقْوَمَ وَلَٰكِنْ لَعَنَهُمُ اللَّهُ بِكُفْرِهِمْ فَلَا يُؤْمِنُونَ إِلَّا قَلِيلًا

    ნაწილი იმათგან, რომელნიც იუდეველნი არიან ღმერთის სიტყვას თავის ადგილს უცვლიან და ამბობენ: მოვისმინეთ, მაგრამ არ ვემორჩილებით! ისმინე გაუგონარო! და „რაღინა“ - „მოგვხედე ჩვენ“, ამახინჯებენ თავიანთი ენით და ბღალავენ რწმენას. მაგრამ რომ ეთქვათ: „ვისმინეთ და ვემორჩილებით“, და „ისმინე და მოგვხედე ჩვენ“, უკეთესი იქნებოდა მათთვის და უფრო სწორი. მაგრამ დაწყევლა ეგენი ალლაჰმა ურწმუნოებისათვის და არ იწამებენ, გარდა მცირედისა.

    4:46
  3. يَا أَيُّهَا الَّذِينَ أُوتُوا الْكِتَابَ آمِنُوا بِمَا نَزَّلْنَا مُصَدِّقًا لِمَا مَعَكُمْ مِنْ قَبْلِ أَنْ نَطْمِسَ وُجُوهًا فَنَرُدَّهَا عَلَىٰ أَدْبَارِهَا أَوْ نَلْعَنَهُمْ كَمَا لَعَنَّا أَصْحَابَ السَّبْتِ ۚ وَكَانَ أَمْرُ اللَّهِ مَفْعُولًا

    ჰეი თქვენ, რომელთაც გებოძათ ღვთიური წიგნი! ირწმუნეთ ის, რაც გარდმოგივლინეთ დასტურად იმისა, რაც იყო თქვენთან მანამდე, ვიდრე წავშლიდეთ სახეებს და უკან შემოვაბრუნებდეთ; ან დავწყევლით მათ, როგორც დავწყევლეთ შაბათის ხალხი. უეჭველად, ალლაჰის ბრძანება აღსრულდა!

    4:47
  4. إِنَّ اللَّهَ لَا يَغْفِرُ أَنْ يُشْرَكَ بِهِ وَيَغْفِرُ مَا دُونَ ذَٰلِكَ لِمَنْ يَشَاءُ ۚ وَمَنْ يُشْرِكْ بِاللَّهِ فَقَدِ افْتَرَىٰ إِثْمًا عَظِيمًا

    უეჭველად, ალლაჰი არ მიუტევებს, რომ თანაზიარნი გაუჩინონ მას, და მიუტევებს ამის გარდა ყველაფერს, ინებებს ვისაც. და ვინც ალლაჰს თანაზიარს გაუჩენს, მაშინ უდიდეს ცოდვას სჩადის!

    4:48
  5. أَلَمْ تَرَ إِلَى الَّذِينَ يُزَكُّونَ أَنْفُسَهُمْ ۚ بَلِ اللَّهُ يُزَكِّي مَنْ يَشَاءُ وَلَا يُظْلَمُونَ فَتِيلًا

    განა არ გინახავს, რომელნიც საკუთარ თავს განწმენდილად თვლიან? არამც და არამც! ალლაჰი განწმენდს, ინებებს ვისაც. და არ დაიჩაგრებიან, ხურმის კურკის ღარში აპკი რომ არის, იმდონემდეც კი!

    4:49
  6. انْظُرْ كَيْفَ يَفْتَرُونَ عَلَى اللَّهِ الْكَذِبَ ۖ وَكَفَىٰ بِهِ إِثْمًا مُبِينًا

    შეხედე (გაოცებით), როგორ იგონებენ ალლაჰის წინააღმდეგ სიცრუეს! და კმარა იგი ცხად ცოდვად!

    4:50
  7. أَلَمْ تَرَ إِلَى الَّذِينَ أُوتُوا نَصِيبًا مِنَ الْكِتَابِ يُؤْمِنُونَ بِالْجِبْتِ وَالطَّاغُوتِ وَيَقُولُونَ لِلَّذِينَ كَفَرُوا هَٰؤُلَاءِ أَهْدَىٰ مِنَ الَّذِينَ آمَنُوا سَبِيلًا

    განა არ გინახავს, რომელთაც წიგნის ნაწილი ებოძათ, მათ სწამთ „ჯიბთისა და ტაღუთის“ და ეუბნებიან მათ, ვინც არ ირწმუნა: თქვენ უფრო სწორ გზას ადგახართ, ვიდრე მორწმუნენი!

    4:51

თარგმანი: რეზო მიქელაძე