მუსხაფი, გვერდი 85
-
وَالَّذِينَ يُنْفِقُونَ أَمْوَالَهُمْ رِئَاءَ النَّاسِ وَلَا يُؤْمِنُونَ بِاللَّهِ وَلَا بِالْيَوْمِ الْآخِرِ ۗ وَمَنْ يَكُنِ الشَّيْطَانُ لَهُ قَرِينًا فَسَاءَ قَرِينًا
და რომელნიც ხარჯავენ თავიანთ ქონებას ხალხის დასანახად და არ სწამთ ალლაჰი, არცა განკითხვის დღე; და ვისი ახლო მეგობარიც ეშმაკია, მათთვის ის რა ცუდი მეგობარია!...
4:38 -
وَمَاذَا عَلَيْهِمْ لَوْ آمَنُوا بِاللَّهِ وَالْيَوْمِ الْآخِرِ وَأَنْفَقُوا مِمَّا رَزَقَهُمُ اللَّهُ ۚ وَكَانَ اللَّهُ بِهِمْ عَلِيمًا
რა ევნებოდათ მათ, რომ ეწამათ ალლაჰი და განკითხვის დღე და გაეღოთ მისგან, რაც ალლაჰმა უწილადა? ალლაჰი ხომ უკეთ უწყოდა მათ!
4:39 -
إِنَّ اللَّهَ لَا يَظْلِمُ مِثْقَالَ ذَرَّةٍ ۖ وَإِنْ تَكُ حَسَنَةً يُضَاعِفْهَا وَيُؤْتِ مِنْ لَدُنْهُ أَجْرًا عَظِيمًا
უეჭველად, ალლაჰი იოტისოდენადაც არავის დაჩაგრავს, და თუ რამე სიკეთე ჰქმენით, გააორმაგებს მას და თავისი წიაღიდან უდიდეს საზღაურს მოჰმადლის!
4:40 -
فَكَيْفَ إِذَا جِئْنَا مِنْ كُلِّ أُمَّةٍ بِشَهِيدٍ وَجِئْنَا بِكَ عَلَىٰ هَٰؤُلَاءِ شَهِيدًا
და როგორღა იქნება, როცა ჩვენ მივიყვანეთ ყოველი თემიდან თითო მოწმე და შენც მოწმედ მოგიყვანეთ ამათზე?
4:41 -
يَوْمَئِذٍ يَوَدُّ الَّذِينَ كَفَرُوا وَعَصَوُا الرَّسُولَ لَوْ تُسَوَّىٰ بِهِمُ الْأَرْضُ وَلَا يَكْتُمُونَ اللَّهَ حَدِيثًا
იმ დღეს ინატრებენ ისინი, რომელთაც არ ირწმუნეს და შუამავალს ეურჩებოდნენ, რომ მიწამ ჩაყლაპოს. და ვერ დაფარავენ ისინი ალლაჰისგან ვერც ერთ სიტყვას!
4:42 -
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا لَا تَقْرَبُوا الصَّلَاةَ وَأَنْتُمْ سُكَارَىٰ حَتَّىٰ تَعْلَمُوا مَا تَقُولُونَ وَلَا جُنُبًا إِلَّا عَابِرِي سَبِيلٍ حَتَّىٰ تَغْتَسِلُوا ۚ وَإِنْ كُنْتُمْ مَرْضَىٰ أَوْ عَلَىٰ سَفَرٍ أَوْ جَاءَ أَحَدٌ مِنْكُمْ مِنَ الْغَائِطِ أَوْ لَامَسْتُمُ النِّسَاءَ فَلَمْ تَجِدُوا مَاءً فَتَيَمَّمُوا صَعِيدًا طَيِّبًا فَامْسَحُوا بِوُجُوهِكُمْ وَأَيْدِيكُمْ ۗ إِنَّ اللَّهَ كَانَ عَفُوًّا غَفُورًا
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ მიუახლოვდეთ ლოცვას, როცა ხართ მთვრალნი, სანამ არ გააცნობიერებთ რას ამბობთ; და არც როცა უსუფთური, გზაში მყოფთა გარდა, სანამ არ განიბანებით წესისამებრ. თუ ავად ხართ, ან მოგზაურობთ, ან თუ რომელიმე თქვენგანი საპირფარეშოში გავიდა საჭიროებისათვის, ან ქალთან გქონდათ კავშირი და ვერ ჰპოვოთ წყალი, მაშინ განიბანეთ მიწით (თეიმუმი გააკეთეთ) და წაისვით სუფთა მიწა სახეზე და ხელებზე. უეჭველად, ალლაჰი შემნდობელია, შემწყნარებელია!
4:43 -
أَلَمْ تَرَ إِلَى الَّذِينَ أُوتُوا نَصِيبًا مِنَ الْكِتَابِ يَشْتَرُونَ الضَّلَالَةَ وَيُرِيدُونَ أَنْ تَضِلُّوا السَّبِيلَ
განა არ გინახავს, რომელთაც ერგოთ ნაწილი წიგნისა, ეგენი გზასაცდენას ყიდულობენ და სურთ მათ ჭეშმარიტ გზას აგაცდინონ.
4:44
თარგმანი: რეზო მიქელაძე