მუსხაფი, გვერდი 69

  1. يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا إِنْ تُطِيعُوا الَّذِينَ كَفَرُوا يَرُدُّوكُمْ عَلَىٰ أَعْقَابِكُمْ فَتَنْقَلِبُوا خَاسِرِينَ

    ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუ თქვენ მიჰყვებით ვინც არ იწამა, მოგაქცევენ ისინი თავისკენ (წარსულში მიგაბრუნებენ), მაშინ სრულიად წაგებული დარჩებით.

    3:149
  2. بَلِ اللَّهُ مَوْلَاكُمْ ۖ وَهُوَ خَيْرُ النَّاصِرِينَ

    არა, მხოლოდ ალლაჰია მფარველი თქვენი, და შემწეთა შორის საუკეთესო შემწე!

    3:150
  3. سَنُلْقِي فِي قُلُوبِ الَّذِينَ كَفَرُوا الرُّعْبَ بِمَا أَشْرَكُوا بِاللَّهِ مَا لَمْ يُنَزِّلْ بِهِ سُلْطَانًا ۖ وَمَأْوَاهُمُ النَّارُ ۚ وَبِئْسَ مَثْوَى الظَّالِمِينَ

    ჩვენ შიშს ჩავთესთ ურწმუნოთა გულებში იმისათვის, რომ თანაზიარად გაუხადეს ალლაჰს ის, რაზეც მტკიცებულება არ მოუვლენია. ცეცხლია მათი თავშესაფარი, და რა საშინელია სამყოფელი უსამართლოთა.

    3:151
  4. وَلَقَدْ صَدَقَكُمُ اللَّهُ وَعْدَهُ إِذْ تَحُسُّونَهُمْ بِإِذْنِهِ ۖ حَتَّىٰ إِذَا فَشِلْتُمْ وَتَنَازَعْتُمْ فِي الْأَمْرِ وَعَصَيْتُمْ مِنْ بَعْدِ مَا أَرَاكُمْ مَا تُحِبُّونَ ۚ مِنْكُمْ مَنْ يُرِيدُ الدُّنْيَا وَمِنْكُمْ مَنْ يُرِيدُ الْآخِرَةَ ۚ ثُمَّ صَرَفَكُمْ عَنْهُمْ لِيَبْتَلِيَكُمْ ۖ وَلَقَدْ عَفَا عَنْكُمْ ۗ وَاللَّهُ ذُو فَضْلٍ عَلَى الْمُؤْمِنِينَ

    და ალლაჰმა აღგისრულათ თავისი (შეწევნა) აღთქმა, როცა მისი ნებით ხოცავდით მათ, ვიდრე არ შედრკით თქვენ და დავა არ დაიწყეთ მის ბრძანებაზე და აღარ შეასრულეთ იმის შემდეგ, როცა გიჩვენათ, რაც გიყვარდათ თქვენ. თქვენ შორის იყვნენ, ვისაც ეს ქვეყანა სურდა, და თქვენ შორის იყვნენ, ვისაც ის ქვეყანა სურდა; შემდეგ უკუგაქცია მათგან (დამარცხებული უკან მობრუნდით), რათა გამოეცადეთ. (ამ ყველაფრის მიუხედავად) შეგინდოთ თქვენ. დიახაც, რომ ალლაჰი მოწყალების მიმნიჭებელია მორწმუნეთათვის.

    3:152
  5. إِذْ تُصْعِدُونَ وَلَا تَلْوُونَ عَلَىٰ أَحَدٍ وَالرَّسُولُ يَدْعُوكُمْ فِي أُخْرَاكُمْ فَأَثَابَكُمْ غَمًّا بِغَمٍّ لِكَيْلَا تَحْزَنُوا عَلَىٰ مَا فَاتَكُمْ وَلَا مَا أَصَابَكُمْ ۗ وَاللَّهُ خَبِيرٌ بِمَا تَعْمَلُونَ

    როცა მიცოცავდით (მთისაკენ) თქვენ და უკან არ იხედებოდით, შუამავალი კი უკნიდან გეძახდათ. და წყენისთვის წყენა მოგიზღოთ. ნუ დამწუხრდებით იმაზე, რაშიც ხელმოცარული დარჩით და რაც შეგემთხვათ. უეჭველად, უწყის ალლაჰმა, რასაცა იქმთ.

    3:153

თარგმანი: რეზო მიქელაძე