მუსხაფი, გვერდი 68

  1. وَلِيُمَحِّصَ اللَّهُ الَّذِينَ آمَنُوا وَيَمْحَقَ الْكَافِرِينَ

    რათა ხალასი ჰქმნას ალლაჰმა, ვინც ირწმუნა და (ნელ-ნელა) ამოჟლიტოს ურწმუნონი.

    3:141
  2. أَمْ حَسِبْتُمْ أَنْ تَدْخُلُوا الْجَنَّةَ وَلَمَّا يَعْلَمِ اللَّهُ الَّذِينَ جَاهَدُوا مِنْكُمْ وَيَعْلَمَ الصَّابِرِينَ

    ნუთუ ისე თვლით, მანამ შეაღწევთ სამოთხეში, სანამ ალლაჰი არ ამოარჩევს თქვენს შორის ვინ იბრძოდა ღვთის გზაზე და ვინ მომთმენი იყო?

    3:142
  3. وَلَقَدْ كُنْتُمْ تَمَنَّوْنَ الْمَوْتَ مِنْ قَبْلِ أَنْ تَلْقَوْهُ فَقَدْ رَأَيْتُمُوهُ وَأَنْتُمْ تَنْظُرُونَ

    უეჭველად, თქვენ გქონდათ სურვილი სიკვდილისა, სანამ გადაეყრებოდით მას. მაშასადამე, თქვენ დაინახეთ იგი (სიკვდილი) და ჯერ ისევ ყოყმანობთ.

    3:143
  4. وَمَا مُحَمَّدٌ إِلَّا رَسُولٌ قَدْ خَلَتْ مِنْ قَبْلِهِ الرُّسُلُ ۚ أَفَإِنْ مَاتَ أَوْ قُتِلَ انْقَلَبْتُمْ عَلَىٰ أَعْقَابِكُمْ ۚ وَمَنْ يَنْقَلِبْ عَلَىٰ عَقِبَيْهِ فَلَنْ يَضُرَّ اللَّهَ شَيْئًا ۗ وَسَيَجْزِي اللَّهُ الشَّاكِرِينَ

    მუჰამმედი მხოლოდ შუამავალია, მის მოსვლამდეც განვლეს (უამრავმა) შუამავალთა. თუ ის მოკვდება ან მოკლავენ, ნუთუ უკან გამოქუსლავთ? და ვინც უკან მოიქცევა, ამით ვერაფერს დააკლებს ალლაჰს. და მიუზღავს ალლაჰი მადლიერთ!

    3:144
  5. وَمَا كَانَ لِنَفْسٍ أَنْ تَمُوتَ إِلَّا بِإِذْنِ اللَّهِ كِتَابًا مُؤَجَّلًا ۗ وَمَنْ يُرِدْ ثَوَابَ الدُّنْيَا نُؤْتِهِ مِنْهَا وَمَنْ يُرِدْ ثَوَابَ الْآخِرَةِ نُؤْتِهِ مِنْهَا ۚ وَسَنَجْزِي الشَّاكِرِينَ

    თუ არა ალლაჰის ნება, არ ექნება არავის სიკვდილი. ის განსაზღვრული დროით დაწერილი წიგნია და ვინც ისურვოს ამქვეყნიური და იმქვეყნიური ჯილდო, მივანიჭებთ მას, და ღმერთისადმი მადლიერთ სამაგიეროს გადავუხდით ჩვენ.

    3:145
  6. وَكَأَيِّنْ مِنْ نَبِيٍّ قَاتَلَ مَعَهُ رِبِّيُّونَ كَثِيرٌ فَمَا وَهَنُوا لِمَا أَصَابَهُمْ فِي سَبِيلِ اللَّهِ وَمَا ضَعُفُوا وَمَا اسْتَكَانُوا ۗ وَاللَّهُ يُحِبُّ الصَّابِرِينَ

    უამრავი შუამავალი იყო, რომელთა გვერდით იბრძოდა მრავალი ღვთისმოსავი, და არ დაშინებულან ისინი იმის გამო, რაც შეემთხვათ ალლაჰის გზაზე, ძალა არ დაუკარგავთ და არ დანებებულან, და უყვარს ალლაჰს მომთმენნი,

    3:146
  7. وَمَا كَانَ قَوْلَهُمْ إِلَّا أَنْ قَالُوا رَبَّنَا اغْفِرْ لَنَا ذُنُوبَنَا وَإِسْرَافَنَا فِي أَمْرِنَا وَثَبِّتْ أَقْدَامَنَا وَانْصُرْنَا عَلَى الْقَوْمِ الْكَافِرِينَ

    და მხოლოდ ამას ამბობდნენ: „ღმერთო ჩვენო! შეგვინდე ცოდვები ჩვენი, და გადაჭარბებანი (ჩვენნი) ჩვენს საქმეში, და განამტკიცე მუხლი ჩვენნი (ჭეშმარიტ გზაზე) და ძლევა მოგვეც (გაგვამარჯვებინე, შეგვეწიე) ჩვენ ურწმუნო ხალხის წინაშე!“

    3:147
  8. فَآتَاهُمُ اللَّهُ ثَوَابَ الدُّنْيَا وَحُسْنَ ثَوَابِ الْآخِرَةِ ۗ وَاللَّهُ يُحِبُّ الْمُحْسِنِينَ

    და მიანიჭა ალლაჰმა საზღაური საუკეთესო ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც. და ალლაჰს უყვარს სიკეთისმქმნელნი.

    3:148

თარგმანი: რეზო მიქელაძე