მუსხაფი, გვერდი 58
-
إِنَّ هَٰذَا لَهُوَ الْقَصَصُ الْحَقُّ ۚ وَمَا مِنْ إِلَٰهٍ إِلَّا اللَّهُ ۚ وَإِنَّ اللَّهَ لَهُوَ الْعَزِيزُ الْحَكِيمُ
სწორედ, რომ ესაა ნამდვილი ამბავი (ღისას თაობაზე). არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა. უეჭველად, ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია.
3:62 -
فَإِنْ تَوَلَّوْا فَإِنَّ اللَّهَ عَلِيمٌ بِالْمُفْسِدِينَ
ხოლო თუ სახეს იბრუნებენ ისინი (ამ ყველაფრის შემდეგ), უეჭველად, ალლაჰმა უწყის, ვინ არის ამრევი!
3:63 -
قُلْ يَا أَهْلَ الْكِتَابِ تَعَالَوْا إِلَىٰ كَلِمَةٍ سَوَاءٍ بَيْنَنَا وَبَيْنَكُمْ أَلَّا نَعْبُدَ إِلَّا اللَّهَ وَلَا نُشْرِكَ بِهِ شَيْئًا وَلَا يَتَّخِذَ بَعْضُنَا بَعْضًا أَرْبَابًا مِنْ دُونِ اللَّهِ ۚ فَإِنْ تَوَلَّوْا فَقُولُوا اشْهَدُوا بِأَنَّا مُسْلِمُونَ
უთხარი (ო,მუჰამმედ!): ჰეი, ღვთიური წიგნის ხალხო! მოდით ერთ სიტყვაზე, საერთოზე თქვენთვის და ჩვენთვის, რომ არ ვცეთ თაყვანი არავის, გარდა ალლაჰისა, და არ გავუჩინოთ მას თანაზიარი, და არ დავიდგინოთ რომელიმე ჩვენგანმა ღმერთებად, მაგიერ ალლაჰისა. და თუ სახეს იბრუნებენ, უთხარი მათ: „დაამოწმეთ (მოწმე იყავით), რომ ჩვენ მუსლიმნი ვართ.
3:64 -
يَا أَهْلَ الْكِتَابِ لِمَ تُحَاجُّونَ فِي إِبْرَاهِيمَ وَمَا أُنْزِلَتِ التَّوْرَاةُ وَالْإِنْجِيلُ إِلَّا مِنْ بَعْدِهِ ۚ أَفَلَا تَعْقِلُونَ
ჰეი, ღვთიური წიგნის ხალხო! რატომ კამათობთ იბრაჰიმის გამო? თევრათი (თორა) და ინჯილი (სახარება) ხომ მხოლოდ მის (იბრაჰიმის) შემდგომ იყო გარდმოვლენილი. განა არ უნდა მოუხმოთ გონებას?
3:65 -
هَا أَنْتُمْ هَٰؤُلَاءِ حَاجَجْتُمْ فِيمَا لَكُمْ بِهِ عِلْمٌ فَلِمَ تُحَاجُّونَ فِيمَا لَيْسَ لَكُمْ بِهِ عِلْمٌ ۚ وَاللَّهُ يَعْلَمُ وَأَنْتُمْ لَا تَعْلَمُونَ
აი, თქვენ ესა ხართ, იმაზე დაობდით, რაც (მეტ-ნაკლებად) იცოდით; რატომღა კამათობთ იმაზე, რაც არ იცით? უეჭველად, უწყის ალლაჰმა, და არ უწყით თქვენ!
3:66 -
مَا كَانَ إِبْرَاهِيمُ يَهُودِيًّا وَلَا نَصْرَانِيًّا وَلَٰكِنْ كَانَ حَنِيفًا مُسْلِمًا وَمَا كَانَ مِنَ الْمُشْرِكِينَ
იბრაჰიმი არ ყოფილა არც იუდეველი და არც ქრისტიანი, არამედ იყო ჰანიფი მუსლიმი და არ იყო წარმართი იგი.
3:67 -
إِنَّ أَوْلَى النَّاسِ بِإِبْرَاهِيمَ لَلَّذِينَ اتَّبَعُوهُ وَهَٰذَا النَّبِيُّ وَالَّذِينَ آمَنُوا ۗ وَاللَّهُ وَلِيُّ الْمُؤْمِنِينَ
უეჭველად, ყველაზე ახლო იბრაჰიმთან ის ადამიანები არიან, რომელთაც მიჰყვნენ ამ შუამავალს და რომელთაც ირწმუნეს (მისი). ხოლო ალლაჰი მფარველი და მეგობარია მორწმუნეთა.
3:68 -
وَدَّتْ طَائِفَةٌ مِنْ أَهْلِ الْكِتَابِ لَوْ يُضِلُّونَكُمْ وَمَا يُضِلُّونَ إِلَّا أَنْفُسَهُمْ وَمَا يَشْعُرُونَ
ეწადა ერთ ჯგუფს, ღვთიური წიგნის ხალხს, გადაეცდინეთ თქვენ (ჭეშმარიტი) გზიდან. მაგრამ ისინი გზიდან ააცდენენ მხოლოდ თავის-თავს და სხვა ვერავის, და ვერც კი გრძნობენ.
3:69 -
يَا أَهْلَ الْكِتَابِ لِمَ تَكْفُرُونَ بِآيَاتِ اللَّهِ وَأَنْتُمْ تَشْهَدُونَ
ჰეი, ღვთიური წიგნის ხალხო! რატომ უარყოფთ ალლაჰის აიათებს, როცა მოწმენი ხართ თქვენ!
3:70
თარგმანი: რეზო მიქელაძე