მუსხაფი, გვერდი 57
-
رَبَّنَا آمَنَّا بِمَا أَنْزَلْتَ وَاتَّبَعْنَا الرَّسُولَ فَاكْتُبْنَا مَعَ الشَّاهِدِينَ
„უფალო ჩვენო! ვიწამეთ ჩვენ, რაც ზემოავლინე, და გავყევით შუამავალს. მაშ, ჩაგვწერე ჩვენ ჭეშმარიტ მორწმუნეთა რიგებში!“
3:53 -
وَمَكَرُوا وَمَكَرَ اللَّهُ ۖ وَاللَّهُ خَيْرُ الْمَاكِرِينَ
(იუდეველებმა) მოიგონეს ხრიკი (ღისას წინააღმდეგ) და ალლაჰმა ხრიკი მათი ჰქმნა ამაოდ. უეჭველად, ალლაჰი უმარჯვესია ხრიკის მომგონთადმი!
3:54 -
إِذْ قَالَ اللَّهُ يَا عِيسَىٰ إِنِّي مُتَوَفِّيكَ وَرَافِعُكَ إِلَيَّ وَمُطَهِّرُكَ مِنَ الَّذِينَ كَفَرُوا وَجَاعِلُ الَّذِينَ اتَّبَعُوكَ فَوْقَ الَّذِينَ كَفَرُوا إِلَىٰ يَوْمِ الْقِيَامَةِ ۖ ثُمَّ إِلَيَّ مَرْجِعُكُمْ فَأَحْكُمُ بَيْنَكُمْ فِيمَا كُنْتُمْ فِيهِ تَخْتَلِفُونَ
მაშინ ალლაჰმა უთხრა: „ჰე, ღისა! მე მოგაკვდინებ შენ (და სხვა ვერავინ) და ჩემთან აგამაღლებ, გიხსნი ურწმუნოთაგან და გაგათავისუფლებ მათგან, ხოლო რომელნიც შენ მოგყვებოდნენ, აღმატებულს ვყოფ აღდგომის დღემდე ურწმუნოთა წინაშე. მერე ჩემდა მოიქცეთ თქვენ, და მე განვსაჯო თქვენს შორის, რაზეც დავა გქონდათ.
3:55 -
فَأَمَّا الَّذِينَ كَفَرُوا فَأُعَذِّبُهُمْ عَذَابًا شَدِيدًا فِي الدُّنْيَا وَالْآخِرَةِ وَمَا لَهُمْ مِنْ نَاصِرِينَ
მაგრამ მათ, რომელთაც უარყვეს, უმკაცრესად დავსჯი სააქაოშიც და საიქიოშიც. და მათ არ ეყოლებათ შემწეები (ვინც ტანჯვისაგან იხსნის)!
3:56 -
وَأَمَّا الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ فَيُوَفِّيهِمْ أُجُورَهُمْ ۗ وَاللَّهُ لَا يُحِبُّ الظَّالِمِينَ
იმათ კი, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, სრულად მიეზღვება მისგან (ალლაჰისგან), რამეთუ ალლაჰს არ უყვარს უსამართლონი!
3:57 -
ذَٰلِكَ نَتْلُوهُ عَلَيْكَ مِنَ الْآيَاتِ وَالذِّكْرِ الْحَكِيمِ
(ო, მუჰამმედ!) ესაა აიათები, რომელთაც გიკითხავთ შენ, და შეგონება ბრძნული.
3:58 -
إِنَّ مَثَلَ عِيسَىٰ عِنْدَ اللَّهِ كَمَثَلِ آدَمَ ۖ خَلَقَهُ مِنْ تُرَابٍ ثُمَّ قَالَ لَهُ كُنْ فَيَكُونُ
უეჭველად, ალლაჰის წინაშე ღისას გაჩენის ფორმა ადამის გაჩენის ფორმის მსგავსია: მან იგი მიწისგან შექმნა. შემდეგ უთხრა: იქმენ! და იქმნა ისიც.
3:59 -
الْحَقُّ مِنْ رَبِّكَ فَلَا تَكُنْ مِنَ الْمُمْتَرِينَ
სწორედ, რომ შენი ღმერთისგან (მოედინება) ჭეშმარიტება, და არ იყო იმათგან, ვინც ორჭოფობს.
3:60 -
فَمَنْ حَاجَّكَ فِيهِ مِنْ بَعْدِ مَا جَاءَكَ مِنَ الْعِلْمِ فَقُلْ تَعَالَوْا نَدْعُ أَبْنَاءَنَا وَأَبْنَاءَكُمْ وَنِسَاءَنَا وَنِسَاءَكُمْ وَأَنْفُسَنَا وَأَنْفُسَكُمْ ثُمَّ نَبْتَهِلْ فَنَجْعَلْ لَعْنَتَ اللَّهِ عَلَى الْكَاذِبِينَ
ხოლო ვინც მის გამო შეგედავოს იმის მერე, რაც ცოდნა მოგევლინა შენ, უთხარი: „მოდით, ვუხმოთ ჩვენს შვილებს და თქვენს შვილებს, და ჩვენს ქალებსა და თქვენს ქალებს, და ჩვენცა და თქვენც (ყველამ ერთად შევიყაროთ თავი), მერე გულით შევთხოვოთ (ღმერთს) და ვაწიოთ წყევლა ალლაჰისა, მტყუვანს!“
3:61
თარგმანი: რეზო მიქელაძე