მუსხაფი, გვერდი 557
-
وَالَّذِينَ كَفَرُوا وَكَذَّبُوا بِآيَاتِنَا أُولَٰئِكَ أَصْحَابُ النَّارِ خَالِدِينَ فِيهَا ۖ وَبِئْسَ الْمَصِيرُ
ხოლო რომელთაც უარყვეს და ცრუდ შერაცხეს ჩვენი აიათები, სწორედ ეგენი არიან ბინადარნი სამუდამოდ იქ, ცეცხლში. და რა საზარელი ფინიშია!
64:10 -
مَا أَصَابَ مِنْ مُصِيبَةٍ إِلَّا بِإِذْنِ اللَّهِ ۗ وَمَنْ يُؤْمِنْ بِاللَّهِ يَهْدِ قَلْبَهُ ۚ وَاللَّهُ بِكُلِّ شَيْءٍ عَلِيمٌ
არანაირი სიავე არ ეწევათ, თუ არა ნება ალლაჰისა. და ვინც ირწმუნებს ალლაჰს, ჭეშმარიტებას აზიარებს მის გულს, რამეთუ ალლაჰი ყოველთა ყოვლისმცოდნეა!
64:11 -
وَأَطِيعُوا اللَّهَ وَأَطِيعُوا الرَّسُولَ ۚ فَإِنْ تَوَلَّيْتُمْ فَإِنَّمَا عَلَىٰ رَسُولِنَا الْبَلَاغُ الْمُبِينُ
და მორჩილ იყავით ალლაჰისა და მორჩილ იყავით შუამავლისა, ხოლო თუ პირს იბრუნებთ, ჩვენი შუამავლის ვალი მხოლოდ აშკარა უწყების გადმოცემაა.
64:12 -
اللَّهُ لَا إِلَٰهَ إِلَّا هُوَ ۚ وَعَلَى اللَّهِ فَلْيَتَوَكَّلِ الْمُؤْمِنُونَ
არ არის ღვთაება, გარეშე მისი, ალლაჰისა. დაე, ალლაჰს სასოებდნენ მორწმუნენი!
64:13 -
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا إِنَّ مِنْ أَزْوَاجِكُمْ وَأَوْلَادِكُمْ عَدُوًّا لَكُمْ فَاحْذَرُوهُمْ ۚ وَإِنْ تَعْفُوا وَتَصْفَحُوا وَتَغْفِرُوا فَإِنَّ اللَّهَ غَفُورٌ رَحِيمٌ
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! უეჭველად, თქვენს მეუღლეთა და შვილთა შორის არიან მტრები თქვენთვის. უფრთხილდით მათ! და თუ დაუთმობთ, მიუტევებთ, შეუნდობთ, მაშინ, უეჭველად, ალლაჰი შემწყნარებელია, მწყალობელია!
64:14 -
إِنَّمَا أَمْوَالُكُمْ وَأَوْلَادُكُمْ فِتْنَةٌ ۚ وَاللَّهُ عِنْدَهُ أَجْرٌ عَظِيمٌ
თქვენი ქონება და თქვენი შვილები ცდუნებაა მხოლოდ, რამეთუ ალლაჰთანაა დიდი საზღაური!
64:15 -
فَاتَّقُوا اللَّهَ مَا اسْتَطَعْتُمْ وَاسْمَعُوا وَأَطِيعُوا وَأَنْفِقُوا خَيْرًا لِأَنْفُسِكُمْ ۗ وَمَنْ يُوقَ شُحَّ نَفْسِهِ فَأُولَٰئِكَ هُمُ الْمُفْلِحُونَ
და გეშინოდეთ ალლაჰის. რამდენადაც შეძლებთ, შეისმინეთ და მორჩილი იყავით და გაიღეთ სიკეთე თქვენი სულისთვის, რამეთუ ვინც დაიოკებს თავისი სულის სიხარბეს, სწორედ ეგენი არიან ნეტარნი.
64:16 -
إِنْ تُقْرِضُوا اللَّهَ قَرْضًا حَسَنًا يُضَاعِفْهُ لَكُمْ وَيَغْفِرْ لَكُمْ ۚ وَاللَّهُ شَكُورٌ حَلِيمٌ
თუ ასესხებთ ალლაჰს კეთილ სესხს, მაშინ უხვად დაგიბრუნებთ თქვენ და შეგინდობთ, რამეთუ ალლაჰი მადლობის შემსმენია, შემწყნარებელია!
64:17 -
عَالِمُ الْغَيْبِ وَالشَّهَادَةِ الْعَزِيزُ الْحَكِيمُ
წორედ, იგია უხილავისა და ცხადის მცოდნე, ძლევამოსილი, ბრძენი!
64:18
თარგმანი: რეზო მიქელაძე