მუსხაფი, გვერდი 556
-
يُسَبِّحُ لِلَّهِ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَمَا فِي الْأَرْضِ ۖ لَهُ الْمُلْكُ وَلَهُ الْحَمْدُ ۖ وَهُوَ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ
განადიდებენ ალლაჰს რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. მას ეკუთვნის ცხადი მეუფება და მას ეკუთვნის ქება-დიდება და იგი ყოვლისშემძლეა!
64:1 -
هُوَ الَّذِي خَلَقَكُمْ فَمِنْكُمْ كَافِرٌ وَمِنْكُمْ مُؤْمِنٌ ۚ وَاللَّهُ بِمَا تَعْمَلُونَ بَصِيرٌ
იგია, რომელმაც გაგაჩინათ თქვენ, ამის მიუხედავად თქვენგან ზოგი ურწმუნოა და ზოგი კი მორწმუნეა. და ალლაჰი მხილველია იმისა, რასაცა იქმთ.
64:2 -
خَلَقَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضَ بِالْحَقِّ وَصَوَّرَكُمْ فَأَحْسَنَ صُوَرَكُمْ ۖ وَإِلَيْهِ الْمَصِيرُ
გააჩინა ცანი და დედამიწა ჭეშმარიტებით. და გამოგსახათ თქვენ, შემდეგ მოგანიჭათ საუკეთესო ფორმა. და მასთანაა მისაქციელი!
64:3 -
يَعْلَمُ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ وَيَعْلَمُ مَا تُسِرُّونَ وَمَا تُعْلِنُونَ ۚ وَاللَّهُ عَلِيمٌ بِذَاتِ الصُّدُورِ
უწყის, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა და უწყის, რას მალავთ და რას აცხადებთ თქვენ. უწყის თქვენი დაფარულიც და გაცხადებულიც. უეჭველად, ალლაჰი უწყის, რაც გულებშია!
64:4 -
أَلَمْ يَأْتِكُمْ نَبَأُ الَّذِينَ كَفَرُوا مِنْ قَبْلُ فَذَاقُوا وَبَالَ أَمْرِهِمْ وَلَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ
განა არ მოსულა თქვენთან ამბავი იმათი, რომელთაც უარყვეს უწინ? მაშინ მათ იგემეს საზღაური ჩადენილის გამო. და სწორედ მათთვისაა მწარე სასჯელი.
64:5 -
ذَٰلِكَ بِأَنَّهُ كَانَتْ تَأْتِيهِمْ رُسُلُهُمْ بِالْبَيِّنَاتِ فَقَالُوا أَبَشَرٌ يَهْدُونَنَا فَكَفَرُوا وَتَوَلَّوْا ۚ وَاسْتَغْنَى اللَّهُ ۚ وَاللَّهُ غَنِيٌّ حَمِيدٌ
ეს იმიტომ, რომ მიდიოდნენ მათთან შუამავალნი ცხადი მტკიცებებით, მაშინ ამბობდნენ: „განა ადამიანი დაგვადგენს ჭეშმარიტ გზას? ამრიგად, უარყვეს და იბრუნეს ზურგი. ალლაჰი არ საჭიროებს მათ რწმენას, რამეთუ ალლაჰი მდიდარია, ყოვლადქებულია!
64:6 -
زَعَمَ الَّذِينَ كَفَرُوا أَنْ لَنْ يُبْعَثُوا ۚ قُلْ بَلَىٰ وَرَبِّي لَتُبْعَثُنَّ ثُمَّ لَتُنَبَّؤُنَّ بِمَا عَمِلْتُمْ ۚ وَذَٰلِكَ عَلَى اللَّهِ يَسِيرٌ
ჰგონიათ, რომელთაც ურყვეს, რომ არ იქნებიან გაცოცხლებულნი. უთხარი: „არამც და არამც! ვფიცავ ჩემს ღმერთს, უთუოდ, გაცოცხლდებით, მერე უსათუოდ გეცნობებათ იგი, რასაც სჩადიოდით, და ეს იოლია ალლაჰისთვის!
64:7 -
فَآمِنُوا بِاللَّهِ وَرَسُولِهِ وَالنُّورِ الَّذِي أَنْزَلْنَا ۚ وَاللَّهُ بِمَا تَعْمَلُونَ خَبِيرٌ
მაშ, ირწმუნეთ ალლაჰი და მისი შუამავალი და ნათელი, რომელიც ზეგარდმოგივლინეთ. უეჭველად, ალლაჰი უწყის რასაც აკეთებთ!
64:8 -
يَوْمَ يَجْمَعُكُمْ لِيَوْمِ الْجَمْعِ ۖ ذَٰلِكَ يَوْمُ التَّغَابُنِ ۗ وَمَنْ يُؤْمِنْ بِاللَّهِ وَيَعْمَلْ صَالِحًا يُكَفِّرْ عَنْهُ سَيِّئَاتِهِ وَيُدْخِلْهُ جَنَّاتٍ تَجْرِي مِنْ تَحْتِهَا الْأَنْهَارُ خَالِدِينَ فِيهَا أَبَدًا ۚ ذَٰلِكَ الْفَوْزُ الْعَظِيمُ
ის დღე, როდესაც იგი შეგკრებთ შეკრების დღისთვის, სწორედ ესაა დღე მოგება-წაგებისა. ხოლო ვინც იწამებს ალლაჰს და იქმს სიკეთეს, დაუფარავს მას სიავენს თვისას და შეიყვანს მას სამოთხენში, სადაც ძირს მდინარეები მოედინება და სადაც სამუდამოდ დამკვიდრდება. სწორედ ესაა უდიდესი ნეტარება!
64:9
თარგმანი: რეზო მიქელაძე