მუსხაფი, გვერდი 554

  1. يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا إِذَا نُودِيَ لِلصَّلَاةِ مِنْ يَوْمِ الْجُمُعَةِ فَاسْعَوْا إِلَىٰ ذِكْرِ اللَّهِ وَذَرُوا الْبَيْعَ ۚ ذَٰلِكُمْ خَيْرٌ لَكُمْ إِنْ كُنْتُمْ تَعْلَمُونَ

    ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა მოგიხმობენ ლოცვისთვის პარასკევ დღეს, მაშინვე ისწრაფეთ ალლაჰის ხსენებისკენ და შეწყვიტეთ ვაჭრობა. ეს თქვენთვისვეა უკეთესი, რომ იცოდეთ თქვენ!

    62:9
  2. فَإِذَا قُضِيَتِ الصَّلَاةُ فَانْتَشِرُوا فِي الْأَرْضِ وَابْتَغُوا مِنْ فَضْلِ اللَّهِ وَاذْكُرُوا اللَّهَ كَثِيرًا لَعَلَّكُمْ تُفْلِحُونَ

    ხოლო როცა დასრულდება ლოცვა, მიმოიფანტეთ დედამიწაზე, ეძიეთ ალლაჰის მადლისგან და მრავალჯერ ახსენეთ ალლაჰი, ეგების გადარჩეთ!

    62:10
  3. وَإِذَا رَأَوْا تِجَارَةً أَوْ لَهْوًا انْفَضُّوا إِلَيْهَا وَتَرَكُوكَ قَائِمًا ۚ قُلْ مَا عِنْدَ اللَّهِ خَيْرٌ مِنَ اللَّهْوِ وَمِنَ التِّجَارَةِ ۚ وَاللَّهُ خَيْرُ الرَّازِقِينَ

    ხოლო როცა დაინახეს ვაჭრობა და გართობა, უმალ გაქანდნენ მისკენ და მიგატოვეს შენ ფეხზე მდგომი. უთხარი: „რაცაა ალლაჰის წიაღ უკეთესია გართობასა და ვაჭრობაზე, რამეთუ ალლაჰი საუკეთესო სარჩოს მომმადლებელია!“

    62:11
  4. إِذَا جَاءَكَ الْمُنَافِقُونَ قَالُوا نَشْهَدُ إِنَّكَ لَرَسُولُ اللَّهِ ۗ وَاللَّهُ يَعْلَمُ إِنَّكَ لَرَسُولُهُ وَاللَّهُ يَشْهَدُ إِنَّ الْمُنَافِقِينَ لَكَاذِبُونَ

    როცა მოვიდნენ შენთან ორპირნი, თქვეს: ვამოწმებთ, უეჭველად, შენ ალლაჰის შუამავალი ხარ. ალლაჰი უწყის, რომ შენ მისი შუამავალი ხარ. და ალლაჰი ამოწმებს, რომ ორპირნი დიახაც ცრუნი არიან.

    63:1
  5. اتَّخَذُوا أَيْمَانَهُمْ جُنَّةً فَصَدُّوا عَنْ سَبِيلِ اللَّهِ ۚ إِنَّهُمْ سَاءَ مَا كَانُوا يَعْمَلُونَ

    დაიდგინეს თავიანთი ფიცნი ფარად, ამგვარად აღუკვეთეს ალლაჰის გზა.უეჭველად, რაოდენ ცუდია ის, რასაც სჩადიოდნენ ეგენი!...

    63:2
  6. ذَٰلِكَ بِأَنَّهُمْ آمَنُوا ثُمَّ كَفَرُوا فَطُبِعَ عَلَىٰ قُلُوبِهِمْ فَهُمْ لَا يَفْقَهُونَ

    აი, ეს იმისთვის, რომ ირწმუნეს, მერე უარყვეს. ამრიგად მათი გულები იქნა დალუქული, ამოტომაც ისინი ვერ შეიმეცნებენ.

    63:3
  7. وَإِذَا رَأَيْتَهُمْ تُعْجِبُكَ أَجْسَامُهُمْ ۖ وَإِنْ يَقُولُوا تَسْمَعْ لِقَوْلِهِمْ ۖ كَأَنَّهُمْ خُشُبٌ مُسَنَّدَةٌ ۖ يَحْسَبُونَ كُلَّ صَيْحَةٍ عَلَيْهِمْ ۚ هُمُ الْعَدُوُّ فَاحْذَرْهُمْ ۚ قَاتَلَهُمُ اللَّهُ ۖ أَنَّىٰ يُؤْفَكُونَ

    ხოლო როცა უცქერ მათ, გაოცებს მათი გარეგნობა და თუ საუბარს დაიწყებენ, უსმენ მათ სიტყვებს. ჰგვანან მიბჯენილ ძელთ. ყოველი ჩქამი მათ საწინააღმდეგოდ მიმართული ჰგონიათ. ისინი მტრები არიან, მაშ, უფრთხილდით მათ. დაე, ალლაჰმა განგმიროს ისინი, როგორ აქცევენ ზურგს!

    63:4

თარგმანი: რეზო მიქელაძე