სურა 63 მუნაფიყუნი
-
إِذَا جَاءَكَ الْمُنَافِقُونَ قَالُوا نَشْهَدُ إِنَّكَ لَرَسُولُ اللَّهِ ۗ وَاللَّهُ يَعْلَمُ إِنَّكَ لَرَسُولُهُ وَاللَّهُ يَشْهَدُ إِنَّ الْمُنَافِقِينَ لَكَاذِبُونَ
როცა მოვიდნენ შენთან ორპირნი, თქვეს: ვამოწმებთ, უეჭველად, შენ ალლაჰის შუამავალი ხარ. ალლაჰი უწყის, რომ შენ მისი შუამავალი ხარ. და ალლაჰი ამოწმებს, რომ ორპირნი დიახაც ცრუნი არიან.
63:1 -
اتَّخَذُوا أَيْمَانَهُمْ جُنَّةً فَصَدُّوا عَنْ سَبِيلِ اللَّهِ ۚ إِنَّهُمْ سَاءَ مَا كَانُوا يَعْمَلُونَ
დაიდგინეს თავიანთი ფიცნი ფარად, ამგვარად აღუკვეთეს ალლაჰის გზა.უეჭველად, რაოდენ ცუდია ის, რასაც სჩადიოდნენ ეგენი!...
63:2 -
ذَٰلِكَ بِأَنَّهُمْ آمَنُوا ثُمَّ كَفَرُوا فَطُبِعَ عَلَىٰ قُلُوبِهِمْ فَهُمْ لَا يَفْقَهُونَ
აი, ეს იმისთვის, რომ ირწმუნეს, მერე უარყვეს. ამრიგად მათი გულები იქნა დალუქული, ამოტომაც ისინი ვერ შეიმეცნებენ.
63:3 -
وَإِذَا رَأَيْتَهُمْ تُعْجِبُكَ أَجْسَامُهُمْ ۖ وَإِنْ يَقُولُوا تَسْمَعْ لِقَوْلِهِمْ ۖ كَأَنَّهُمْ خُشُبٌ مُسَنَّدَةٌ ۖ يَحْسَبُونَ كُلَّ صَيْحَةٍ عَلَيْهِمْ ۚ هُمُ الْعَدُوُّ فَاحْذَرْهُمْ ۚ قَاتَلَهُمُ اللَّهُ ۖ أَنَّىٰ يُؤْفَكُونَ
ხოლო როცა უცქერ მათ, გაოცებს მათი გარეგნობა და თუ საუბარს დაიწყებენ, უსმენ მათ სიტყვებს. ჰგვანან მიბჯენილ ძელთ. ყოველი ჩქამი მათ საწინააღმდეგოდ მიმართული ჰგონიათ. ისინი მტრები არიან, მაშ, უფრთხილდით მათ. დაე, ალლაჰმა განგმიროს ისინი, როგორ აქცევენ ზურგს!
63:4 -
وَإِذَا قِيلَ لَهُمْ تَعَالَوْا يَسْتَغْفِرْ لَكُمْ رَسُولُ اللَّهِ لَوَّوْا رُءُوسَهُمْ وَرَأَيْتَهُمْ يَصُدُّونَ وَهُمْ مُسْتَكْبِرُونَ
როდესაც ეტყვიან მათ: მოდით, თქვენთვის მიტევება სთხოვოს ალლაჰის შუამავალმა! ირონიულად თავებს გააქნევენ. და დაინახავ გაამაყებულნი როგორ იქცევენ სახეს.
63:5 -
سَوَاءٌ عَلَيْهِمْ أَسْتَغْفَرْتَ لَهُمْ أَمْ لَمْ تَسْتَغْفِرْ لَهُمْ لَنْ يَغْفِرَ اللَّهُ لَهُمْ ۚ إِنَّ اللَّهَ لَا يَهْدِي الْقَوْمَ الْفَاسِقِينَ
სულერთია მათთვის, პატიებას შესთხოვ თუ არა, აღარასოდეს მიუტევებს მათ ალლაჰი, რამეთუ ალლაჰი არ დაადგენს გზასამცდარ ხალხს ჭეშმარიტ გზაზე!
63:6 -
هُمُ الَّذِينَ يَقُولُونَ لَا تُنْفِقُوا عَلَىٰ مَنْ عِنْدَ رَسُولِ اللَّهِ حَتَّىٰ يَنْفَضُّوا ۗ وَلِلَّهِ خَزَائِنُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ وَلَٰكِنَّ الْمُنَافِقِينَ لَا يَفْقَهُونَ
ეგენი არინ, რომელნიც ამბობენ: არ გაიღოთ იმათზე, ვინც ალლაჰის შუამავალთან ერთადაა, რათა დაიშალონ. მაშინ როცა ალლაჰს ეკუთვნის საგანძური ცათა და მიწის, მაგრამ ორპირნი არ შეიმეცნებენ.
63:7 -
يَقُولُونَ لَئِنْ رَجَعْنَا إِلَى الْمَدِينَةِ لَيُخْرِجَنَّ الْأَعَزُّ مِنْهَا الْأَذَلَّ ۚ وَلِلَّهِ الْعِزَّةُ وَلِرَسُولِهِ وَلِلْمُؤْمِنِينَ وَلَٰكِنَّ الْمُنَافِقِينَ لَا يَعْلَمُونَ
ამბობენ: თუ მედინაში დავბრუნდებით, უთუოდ, უძლიერესები სუსტებს გამოაძევებენ, არამც და არამც! დიდება ალლაჰს ეკუთვნის, მის შუამავალს და მორწმუნეებს, მაგრამ ორპირნი არ უწყიან ამას.
63:8 -
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا لَا تُلْهِكُمْ أَمْوَالُكُمْ وَلَا أَوْلَادُكُمْ عَنْ ذِكْرِ اللَّهِ ۚ وَمَنْ يَفْعَلْ ذَٰلِكَ فَأُولَٰئِكَ هُمُ الْخَاسِرُونَ
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ მოგაცდინოთ თქვენ თქვენმა ქონებამ და შვილებმა ალლაჰის მოხსენიებისაგან, რამეთუ ვინც იქმს ამას, სწორედ ისინი არიან წაწყმედილნი.
63:9 -
وَأَنْفِقُوا مِنْ مَا رَزَقْنَاكُمْ مِنْ قَبْلِ أَنْ يَأْتِيَ أَحَدَكُمُ الْمَوْتُ فَيَقُولَ رَبِّ لَوْلَا أَخَّرْتَنِي إِلَىٰ أَجَلٍ قَرِيبٍ فَأَصَّدَّقَ وَأَكُنْ مِنَ الصَّالِحِينَ
და გაიღეთ მოწყალება იქიდან, რაც ჩვენ მოგმადლეთ, ვიდრეღა სიკვდილი გეწეოდეთ თქვენგან რომელიმეს. მაშინ ასე იტყვის: ღმერთო ჩემო! განა არ შეიძლებოდა გადაგევადებინა ჩემთვის მცირე ხნით. ამგვარად, მოწყალებას გავიღებდი და ვიქნებოდი საუკეთესოთაგანი.
63:10 -
وَلَنْ يُؤَخِّرَ اللَّهُ نَفْسًا إِذَا جَاءَ أَجَلُهَا ۚ وَاللَّهُ خَبِيرٌ بِمَا تَعْمَلُونَ
და არ გადაუვადებს ალლაჰი არავის, როცა დადგება დანიშნული ჟამი. უეჭველად, უწყის ალლაჰმა, რასაცა იქმთ!
63:11
თარგმანი: რეზო მიქელაძე