მუსხაფი, გვერდი 539

  1. يَوْمَ تَرَى الْمُؤْمِنِينَ وَالْمُؤْمِنَاتِ يَسْعَىٰ نُورُهُمْ بَيْنَ أَيْدِيهِمْ وَبِأَيْمَانِهِمْ بُشْرَاكُمُ الْيَوْمَ جَنَّاتٌ تَجْرِي مِنْ تَحْتِهَا الْأَنْهَارُ خَالِدِينَ فِيهَا ۚ ذَٰلِكَ هُوَ الْفَوْزُ الْعَظِيمُ

    იმ დღეს დაინახავ მორწმუნე კაცებს და მორწმუნე ქალებს როგორ წარუძღვებათ მათივე ნათელი წინიდან და მარჯვნიდან. ხარებად თქვენ დღეს წალკოტნი, სადაც ძირს ნაკადულები მოედინება, და სადაც სამუდამოდ დამკვიდრდებით; სწორედ ეს არის უდიდესი ნეტარება!

    57:12
  2. يَوْمَ يَقُولُ الْمُنَافِقُونَ وَالْمُنَافِقَاتُ لِلَّذِينَ آمَنُوا انْظُرُونَا نَقْتَبِسْ مِنْ نُورِكُمْ قِيلَ ارْجِعُوا وَرَاءَكُمْ فَالْتَمِسُوا نُورًا فَضُرِبَ بَيْنَهُمْ بِسُورٍ لَهُ بَابٌ بَاطِنُهُ فِيهِ الرَّحْمَةُ وَظَاهِرُهُ مِنْ قِبَلِهِ الْعَذَابُ

    იმ დღეს ეტყვიან ორპირნი კაცები და ორპირნი ქალები იმათ, რომელთაც ირწმუნეს: „დაგვიცადეთ, დაგესესხებით ცოტა სინათლეს.“ მათ ეტყვიან: „უკან დაბრუნდით და სინათლე ეძიეთ“. მათ შორის ღობე აიგება კარიბჭედ, რომლის შიდა მხარეს წყალობა იქნება, გარეთა მხარეს კი ტანჯვა.

    57:13
  3. يُنَادُونَهُمْ أَلَمْ نَكُنْ مَعَكُمْ ۖ قَالُوا بَلَىٰ وَلَٰكِنَّكُمْ فَتَنْتُمْ أَنْفُسَكُمْ وَتَرَبَّصْتُمْ وَارْتَبْتُمْ وَغَرَّتْكُمُ الْأَمَانِيُّ حَتَّىٰ جَاءَ أَمْرُ اللَّهِ وَغَرَّكُمْ بِاللَّهِ الْغَرُورُ

    ისინი შესძახებენ მათ: „განა არ ვიყავით თქვენთან ერთად?“ უპასუხებენ: „დიახ! მაგრამ თქვენ საკუთარ თავს აცდუნებდით, უცდიდით, ეჭვობდით და გაცდუნათ ამაოებამ, ვიდრე მოვიდა ალლაჰის ბრძანება და თქვენ შეგაცდინა მაცდუნებელმა ალლაჰის თაობაზე.

    57:14
  4. فَالْيَوْمَ لَا يُؤْخَذُ مِنْكُمْ فِدْيَةٌ وَلَا مِنَ الَّذِينَ كَفَرُوا ۚ مَأْوَاكُمُ النَّارُ ۖ هِيَ مَوْلَاكُمْ ۖ وَبِئْسَ الْمَصِيرُ

    უკვე იმ დღეს არ მიიღება თქვენგან გამოსასყიდი და არც იმათგან, რომელთაც უარყვეს. და თავშესაფარი თქვენი ცეცხლია, იგი მოგიხდებათ თქვენ. და რა საზარელი ფინიშია!

    57:15
  5. أَلَمْ يَأْنِ لِلَّذِينَ آمَنُوا أَنْ تَخْشَعَ قُلُوبُهُمْ لِذِكْرِ اللَّهِ وَمَا نَزَلَ مِنَ الْحَقِّ وَلَا يَكُونُوا كَالَّذِينَ أُوتُوا الْكِتَابَ مِنْ قَبْلُ فَطَالَ عَلَيْهِمُ الْأَمَدُ فَقَسَتْ قُلُوبُهُمْ ۖ وَكَثِيرٌ مِنْهُمْ فَاسِقُونَ

    განა არ დამდგარა დრო იმათთვის, რომელთაც ირწმუნეს, რომ ძრწოდნენ გულნი მათნი ალლაჰის შეხსენებისთვის და იმით, რაც ზემოევლინა ჭეშმარიტებიდან? რათა არ დაემსგავსონ იმათ, რომელთაც ებოძათ წიგნი მანამდე. უკვე განვლო მათსა ზედა დიდმა დრომ, რის შემდეგაც გულები გაუქვავდათ. რამეთუ უმეტესობა მათგან მეამბოხე ცოდვილია.

    57:16
  6. اعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ يُحْيِي الْأَرْضَ بَعْدَ مَوْتِهَا ۚ قَدْ بَيَّنَّا لَكُمُ الْآيَاتِ لَعَلَّكُمْ تَعْقِلُونَ

    იცოდეთ, რომ ალლაჰი აცოცხლებს მიწას მისი სიკვდილის შემდგომ. ჩვენ განგიმარტეთ აიათები, ეგების მოუხმოთ გონებას!

    57:17
  7. إِنَّ الْمُصَّدِّقِينَ وَالْمُصَّدِّقَاتِ وَأَقْرَضُوا اللَّهَ قَرْضًا حَسَنًا يُضَاعَفُ لَهُمْ وَلَهُمْ أَجْرٌ كَرِيمٌ

    უეჭველად, მოწყალების გამცემ კაცებს და მოწყალების გამცემ ქალებს და რომელთაც ასესხეს ალლაჰს კეთილი სესხი, ორმაგად უკან დაუბრუნდებათ და მათთვისაა საზღაური კარგი.

    57:18

თარგმანი: რეზო მიქელაძე