მუსხაფი, გვერდი 538
-
هُوَ الَّذِي خَلَقَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضَ فِي سِتَّةِ أَيَّامٍ ثُمَّ اسْتَوَىٰ عَلَى الْعَرْشِ ۚ يَعْلَمُ مَا يَلِجُ فِي الْأَرْضِ وَمَا يَخْرُجُ مِنْهَا وَمَا يَنْزِلُ مِنَ السَّمَاءِ وَمَا يَعْرُجُ فِيهَا ۖ وَهُوَ مَعَكُمْ أَيْنَ مَا كُنْتُمْ ۚ وَاللَّهُ بِمَا تَعْمَلُونَ بَصِيرٌ
და იგია, რომელმაც გააჩინა ცანი და ქვეყანა ექვს დღეში, შემდეგ განუსაზღვრელი ძალაუფლება და მესვეურობა ზემო აღაპყრო. იგი უწყის, რაც შედის მიწაში და რაც გამოდის იქიდან; ისიც, რაც ზეციდან ჩამოდის და რაც იქ ადის. იგი თქვენთანაა, სადაც არ უნდა იყოთ, რამეთუ ალლაჰი მხილველია იმის, რასაცა იქმთ.
57:4 -
لَهُ مُلْكُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۚ وَإِلَى اللَّهِ تُرْجَعُ الْأُمُورُ
მას ეკუთვნის მეუფება ცათა და ქვეყნის. და საქმენი დაბრუნდებიან ალლაჰთან.
57:5 -
يُولِجُ اللَّيْلَ فِي النَّهَارِ وَيُولِجُ النَّهَارَ فِي اللَّيْلِ ۚ وَهُوَ عَلِيمٌ بِذَاتِ الصُّدُورِ
ზრდის დღეს ღამის ხარჯზე და ზრდის ღამეს დღის ხარჯზე. უეჭველად, იგი უწყის გულისნადებს!
57:6 -
آمِنُوا بِاللَّهِ وَرَسُولِهِ وَأَنْفِقُوا مِمَّا جَعَلَكُمْ مُسْتَخْلَفِينَ فِيهِ ۖ فَالَّذِينَ آمَنُوا مِنْكُمْ وَأَنْفَقُوا لَهُمْ أَجْرٌ كَبِيرٌ
ირწმუნეთ ალლაჰი და შუამავალი მისი და გაიღეთ იქიდან, რაზედაც დაგადგინათ მემკვიდრეებად. ამრიგად, რომელთაც ირწმუნეს თქვენგან და გაიღეს, მათთვისაა დიადი საზღაური!
57:7 -
وَمَا لَكُمْ لَا تُؤْمِنُونَ بِاللَّهِ ۙ وَالرَّسُولُ يَدْعُوكُمْ لِتُؤْمِنُوا بِرَبِّكُمْ وَقَدْ أَخَذَ مِيثَاقَكُمْ إِنْ كُنْتُمْ مُؤْمِنِينَ
და რა გემართებათ თქვენ, რომ არ ირწმუნეთ ალლაჰი მაშინ, როცა შუამავალი გიხმობთ ღმერთის რწმენისკენ. უკვე აიღო თქვენგან აღთქმა, თუკი ხართ მორწმუნენი.
57:8 -
هُوَ الَّذِي يُنَزِّلُ عَلَىٰ عَبْدِهِ آيَاتٍ بَيِّنَاتٍ لِيُخْرِجَكُمْ مِنَ الظُّلُمَاتِ إِلَى النُّورِ ۚ وَإِنَّ اللَّهَ بِكُمْ لَرَءُوفٌ رَحِيمٌ
იგია, რომელიც ავლენს თავის მსახურზე ცხად აიათებს, რათა გამოგიყვანოთ სიბნელეებიდან სინათლეში. უეჭველად, ალლაჰი ლმობიერი და მწყალობელია თქვენს მიმართ.
57:9 -
وَمَا لَكُمْ أَلَّا تُنْفِقُوا فِي سَبِيلِ اللَّهِ وَلِلَّهِ مِيرَاثُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۚ لَا يَسْتَوِي مِنْكُمْ مَنْ أَنْفَقَ مِنْ قَبْلِ الْفَتْحِ وَقَاتَلَ ۚ أُولَٰئِكَ أَعْظَمُ دَرَجَةً مِنَ الَّذِينَ أَنْفَقُوا مِنْ بَعْدُ وَقَاتَلُوا ۚ وَكُلًّا وَعَدَ اللَّهُ الْحُسْنَىٰ ۚ وَاللَّهُ بِمَا تَعْمَلُونَ خَبِيرٌ
და რა გემართებათ თქვენ, რომ არ გაიღებთ ალლაჰის გზაზე? ალლაჰისაა მემკვიდრეობა ცათა და ქვეყნის. თანასწორნი არ არიან თქვენგან, ვინც გამარჯვებამდე გაიღო მოწყალება და იბრძოდა. სწორედ ეგენი არიან აღმატებული ხარისხებით იმათზე, რომელთაც გაიღეს იმის შემდგომ და იბრძოლეს. და ყველას სიკეთე აღუთქვა ალლაჰმა, რამეთუ ალლაჰი უწყის რასაც აკეთებთ!
57:10 -
مَنْ ذَا الَّذِي يُقْرِضُ اللَّهَ قَرْضًا حَسَنًا فَيُضَاعِفَهُ لَهُ وَلَهُ أَجْرٌ كَرِيمٌ
ვინც ასესხებს ალლაჰს კეთილ სესხს, მაშინ უხვად დაუბრუნებს იგი მას და მისთვისაა კარგი საზღაური.
57:11
თარგმანი: რეზო მიქელაძე