მუსხაფი, გვერდი 473
-
قَالُوا أَوَلَمْ تَكُ تَأْتِيكُمْ رُسُلُكُمْ بِالْبَيِّنَاتِ ۖ قَالُوا بَلَىٰ ۚ قَالُوا فَادْعُوا ۗ وَمَا دُعَاءُ الْكَافِرِينَ إِلَّا فِي ضَلَالٍ
ჰკითხეს: „განა არ მოსულან თქვენთან შუამავალნი ცხადი მტკიცებებით?“ მიუგეს: „დიახ!“ უთხრეს: „მაშ, თავად შესთხოვეთ“. მაგრამ ურწმუნოთა ღაღადი ფუჭია.
40:50 -
إِنَّا لَنَنْصُرُ رُسُلَنَا وَالَّذِينَ آمَنُوا فِي الْحَيَاةِ الدُّنْيَا وَيَوْمَ يَقُومُ الْأَشْهَادُ
უეჭველად, ჩვენს შუამავალთ და რომელთაც ირწმუნეს ჩვენ შევეწევით ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც და იმ დღესაც, როცა წარსდგებიან მოწმეები.
40:51 -
يَوْمَ لَا يَنْفَعُ الظَّالِمِينَ مَعْذِرَتُهُمْ ۖ وَلَهُمُ اللَّعْنَةُ وَلَهُمْ سُوءُ الدَّارِ
იმ დღეს თავის მართლება არ უშველით უსამართლოებს. რამეთუ იწვნიეს წყევლა და მათთვისაა ავი სამყოფელი.
40:52 -
وَلَقَدْ آتَيْنَا مُوسَى الْهُدَىٰ وَأَوْرَثْنَا بَنِي إِسْرَائِيلَ الْكِتَابَ
და ვფიცავ, ვუბოძეთ მუსას ჭეშმარიტი გზა და მივეცით მემკვიდრეობად ისრაილის ძეთ წიგნი,
40:53 -
هُدًى وَذِكْرَىٰ لِأُولِي الْأَلْبَابِ
ჭეშმარიტ გზად და შეხსენებად ბრძენკაცთთათვის, ჭკუასაკითხთათვის.
40:54 -
فَاصْبِرْ إِنَّ وَعْدَ اللَّهِ حَقٌّ وَاسْتَغْفِرْ لِذَنْبِكَ وَسَبِّحْ بِحَمْدِ رَبِّكَ بِالْعَشِيِّ وَالْإِبْكَارِ
მაშ, მოითმინე. უეჭველად, ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტია. და ითხოვე მიტევება შენი ცოდვებისთვის და ქებით განადიდე შენი ღმერთი საღამოს და დილას.
40:55 -
إِنَّ الَّذِينَ يُجَادِلُونَ فِي آيَاتِ اللَّهِ بِغَيْرِ سُلْطَانٍ أَتَاهُمْ ۙ إِنْ فِي صُدُورِهِمْ إِلَّا كِبْرٌ مَا هُمْ بِبَالِغِيهِ ۚ فَاسْتَعِذْ بِاللَّهِ ۖ إِنَّهُ هُوَ السَّمِيعُ الْبَصِيرُ
უეჭველად, რომელთაც არ ჰბოძებიათ არანაირი მტკიცებულება, დაობენ ალლაჰის აიათების თაობაზე. მათ გულებში სხვა არაფერია, გარდა ქედმაღლობისა, რასაც ისინი ვერ მიაღწევენ. მაშ, შენ ალლაჰს მიეკედლე. უეჭველად, იგია ყოვლისმსმენი, ყოვლისმხედველი!
40:56 -
لَخَلْقُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ أَكْبَرُ مِنْ خَلْقِ النَّاسِ وَلَٰكِنَّ أَكْثَرَ النَّاسِ لَا يَعْلَمُونَ
უსათუოდ, ცათა და მიწის გაჩენა უდიდესია, ვიდრე ადამიანების გაჩენა, მაგრამ არ უწყის ხალხის უმეტესობამ.
40:57 -
وَمَا يَسْتَوِي الْأَعْمَىٰ وَالْبَصِيرُ وَالَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ وَلَا الْمُسِيءُ ۚ قَلِيلًا مَا تَتَذَكَّرُونَ
და არ არის თანასწორი ბრმა და მხედველი, როგორც ისინი, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი და მქმნელნი სიავისა. და რაოდენ მწირია თქვენი თვალთახედვა!
40:58
თარგმანი: რეზო მიქელაძე