მუსხაფი, გვერდი 469
-
الْيَوْمَ تُجْزَىٰ كُلُّ نَفْسٍ بِمَا كَسَبَتْ ۚ لَا ظُلْمَ الْيَوْمَ ۚ إِنَّ اللَّهَ سَرِيعُ الْحِسَابِ
დღეს მიეზღვება ყოველივე სულს, რაც მოიხვეჭა და არ იქნება უსამართლობა ამავ დღეს. უეჭველად, ალლაჰი მსწრაფლგანმკითხველია!
40:17 -
وَأَنْذِرْهُمْ يَوْمَ الْآزِفَةِ إِذِ الْقُلُوبُ لَدَى الْحَنَاجِرِ كَاظِمِينَ ۚ مَا لِلظَّالِمِينَ مِنْ حَمِيمٍ وَلَا شَفِيعٍ يُطَاعُ
და შეაგონე ისინი მოახლოებული დღით, როცა შიშით გულნი ყელს მიებჯინება. უსამართლოთათვის არც მოსიყვარულე ნათესავი იქნება და არც შემწე გამგონი.
40:18 -
يَعْلَمُ خَائِنَةَ الْأَعْيُنِ وَمَا تُخْفِي الصُّدُورُ
იგი უწყის თვალთა სიმუხთლეს და რასაც მალავენ გულნი.
40:19 -
وَاللَّهُ يَقْضِي بِالْحَقِّ ۖ وَالَّذِينَ يَدْعُونَ مِنْ دُونِهِ لَا يَقْضُونَ بِشَيْءٍ ۗ إِنَّ اللَّهَ هُوَ السَّمِيعُ الْبَصِيرُ
და ალლაჰი განსჯის ჭეშმარიტებით. ხოლო რომელნიც მოუხმობენ მის მაგიერ, ვერაფერს განსჯიან. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენი, ყოვლისმხედველია!
40:20 -
أَوَلَمْ يَسِيرُوا فِي الْأَرْضِ فَيَنْظُرُوا كَيْفَ كَانَ عَاقِبَةُ الَّذِينَ كَانُوا مِنْ قَبْلِهِمْ ۚ كَانُوا هُمْ أَشَدَّ مِنْهُمْ قُوَّةً وَآثَارًا فِي الْأَرْضِ فَأَخَذَهُمُ اللَّهُ بِذُنُوبِهِمْ وَمَا كَانَ لَهُمْ مِنَ اللَّهِ مِنْ وَاقٍ
განა არ უმოგზაურიათ ქვეყანაზე? დროა დაინახონ! როგორი იყო აღსასრული იმათი, რომელნიც მათ უწინ იყვნენ, ისინი მათზე მტკიცენი იყვნენ ძალით და კვალნით მიწაზე, მაგრამ ალლაჰმა დასაჯა ისინი თავიანთი ცოდვებიდან გამომდინარე და არ იქნება მათთვის მფარველი ალლაჰისგან.
40:21 -
ذَٰلِكَ بِأَنَّهُمْ كَانَتْ تَأْتِيهِمْ رُسُلُهُمْ بِالْبَيِّنَاتِ فَكَفَرُوا فَأَخَذَهُمُ اللَّهُ ۚ إِنَّهُ قَوِيٌّ شَدِيدُ الْعِقَابِ
ეს იმიტომ, რომ მათთან მიდიოდნენ შუამავალნი ცხადი მტკიცებანით, მათ კი უარყვეს. ამიტომაც ალლაჰმა დასაჯა ისინი, რამეთუ იგია ძლევამოსილი, მკაცრსასჯელიანი.
40:22 -
وَلَقَدْ أَرْسَلْنَا مُوسَىٰ بِآيَاتِنَا وَسُلْطَانٍ مُبِينٍ
და ვფიცავ, ჩვენ წარვგზავნეთ მუსა ჩვენი სასწაულებით და ცხადი მტკიცებანით
40:23 -
إِلَىٰ فِرْعَوْنَ وَهَامَانَ وَقَارُونَ فَقَالُوا سَاحِرٌ كَذَّابٌ
ფარაონთან, ჰამანთან და ყარუნთან. მათ თქვეს: „(იგი) ცრუ ჯადოქარია!“
40:24 -
فَلَمَّا جَاءَهُمْ بِالْحَقِّ مِنْ عِنْدِنَا قَالُوا اقْتُلُوا أَبْنَاءَ الَّذِينَ آمَنُوا مَعَهُ وَاسْتَحْيُوا نِسَاءَهُمْ ۚ وَمَا كَيْدُ الْكَافِرِينَ إِلَّا فِي ضَلَالٍ
ხოლო როცა მათ მიუტანა ჭეშმარიტება ჩვენი წიაღიდან, თქვეს: „მოკალით ძენი მათი, რომელთაც ირწმუნეს მასთან ერთად და ცოცხლები დატოვეთ მათი ქალები!“ არაფერია მზაკვრობა ურწმუნოთა, გარდა ამაოებისა.
40:25
თარგმანი: რეზო მიქელაძე