მუსხაფი, გვერდი 468
-
رَبَّنَا وَأَدْخِلْهُمْ جَنَّاتِ عَدْنٍ الَّتِي وَعَدْتَهُمْ وَمَنْ صَلَحَ مِنْ آبَائِهِمْ وَأَزْوَاجِهِمْ وَذُرِّيَّاتِهِمْ ۚ إِنَّكَ أَنْتَ الْعَزِيزُ الْحَكِيمُ
ღმერთო ჩვენო! შეიყვანე ისინი სამოთხის ბაღებში, რომელიც აღუთქვი მათ და ვინც კეთილი ჰქმნა მათ მამებთაგან, მეუღლეთაგან და შთამომავალთაგან. უეჭველად, შენ ხარ ძლევამოსილი, ბრძენი.
40:8 -
وَقِهِمُ السَّيِّئَاتِ ۚ وَمَنْ تَقِ السَّيِّئَاتِ يَوْمَئِذٍ فَقَدْ رَحِمْتَهُ ۚ وَذَٰلِكَ هُوَ الْفَوْزُ الْعَظِيمُ
და დაიფარე ისინი სიავეთაგან, რამეთუ ვისაც შენ დაფარავ იმ დღეს სიავეთაგან, უეჭველად, მხოლოდ ის იქნება მიტევებული შენგან. და სწორედ ეს არის დიადი ნეტარება.
40:9 -
إِنَّ الَّذِينَ كَفَرُوا يُنَادَوْنَ لَمَقْتُ اللَّهِ أَكْبَرُ مِنْ مَقْتِكُمْ أَنْفُسَكُمْ إِذْ تُدْعَوْنَ إِلَى الْإِيمَانِ فَتَكْفُرُونَ
უეჭველად, რომელთაც უარყვეს, შესძახებენ: უთუოდ, ალლაჰის რისხვა უფრო დიდია ერთურთისადმი წყრომაზე. აჰა, გიხმობენ რწმენისაკენ, მაგრამ თქვენ უარყოფთ.
40:10 -
قَالُوا رَبَّنَا أَمَتَّنَا اثْنَتَيْنِ وَأَحْيَيْتَنَا اثْنَتَيْنِ فَاعْتَرَفْنَا بِذُنُوبِنَا فَهَلْ إِلَىٰ خُرُوجٍ مِنْ سَبِيلٍ
თქვეს: „ღმერთო ჩვენო! შენ ამოგვხადე სული ორჯერ და გაგვაცოცხლე ორჯერ. ამგვარად ჩვენ ვაღიარეთ ჩვენი ჩადენილი ცოდვები. ნეტავ არის გზა გასასვლელისკენ?“
40:11 -
ذَٰلِكُمْ بِأَنَّهُ إِذَا دُعِيَ اللَّهُ وَحْدَهُ كَفَرْتُمْ ۖ وَإِنْ يُشْرَكْ بِهِ تُؤْمِنُوا ۚ فَالْحُكْمُ لِلَّهِ الْعَلِيِّ الْكَبِيرِ
სწორედ ესაა საბაბი, როცა მოგიწოდებდნენ მხოლოდ ალლაჰისკენ, თქვენ უარყავით. ხოლო თუ თანაზიარს უდგენდნენ მას, გწამდათ. მსჯავრი მხოლოდ ალლაჰისაა, უზენაესისა, დიადისა“.
40:12 -
هُوَ الَّذِي يُرِيكُمْ آيَاتِهِ وَيُنَزِّلُ لَكُمْ مِنَ السَّمَاءِ رِزْقًا ۚ وَمَا يَتَذَكَّرُ إِلَّا مَنْ يُنِيبُ
იგია, რომელიც გაჩვენებთ თავის აიათებს და გარდმოავლენს თქვენთვის ზეციდან სარჩოს, მაგრამ შეისმენენ შეგონებას, მხოლოდ ისინი, რომელნიც მიიქცევიან გულით ღვთისკენ.
40:13 -
فَادْعُوا اللَّهَ مُخْلِصِينَ لَهُ الدِّينَ وَلَوْ كَرِهَ الْكَافِرُونَ
მაშ, შეევედრეთ ალლაჰს წრფელი რწმენით, თუნდაც ეს არ მოსწონდეთ ურწმუნოებს.
40:14 -
رَفِيعُ الدَّرَجَاتِ ذُو الْعَرْشِ يُلْقِي الرُّوحَ مِنْ أَمْرِهِ عَلَىٰ مَنْ يَشَاءُ مِنْ عِبَادِهِ لِيُنْذِرَ يَوْمَ التَّلَاقِ
ამმაღლებელია ხარისხების და მფლობელია ტახტრევნის. იგი ზეგარდმოავლენს სულს თავისი ბრძანებებით თავის მსახურთაგან იმაზე, ინებებს ვისაც, რათა შეაგონოს შეხვედრის დღის თაობაზე.
40:15 -
يَوْمَ هُمْ بَارِزُونَ ۖ لَا يَخْفَىٰ عَلَى اللَّهِ مِنْهُمْ شَيْءٌ ۚ لِمَنِ الْمُلْكُ الْيَوْمَ ۖ لِلَّهِ الْوَاحِدِ الْقَهَّارِ
იმ დღეს, როცა ისინი აღმოცენდებიან, არაფერი დაიმალება ალლაჰის წინაშე. მაშ, ვისია დღეს მეუფება? უეჭველად, ალლაჰს ეკუთვნის, ერთადერთს, ძლევამოსილს!
40:16
თარგმანი: რეზო მიქელაძე