მუსხაფი, გვერდი 45

  1. وَمَثَلُ الَّذِينَ يُنْفِقُونَ أَمْوَالَهُمُ ابْتِغَاءَ مَرْضَاتِ اللَّهِ وَتَثْبِيتًا مِنْ أَنْفُسِهِمْ كَمَثَلِ جَنَّةٍ بِرَبْوَةٍ أَصَابَهَا وَابِلٌ فَآتَتْ أُكُلَهَا ضِعْفَيْنِ فَإِنْ لَمْ يُصِبْهَا وَابِلٌ فَطَلٌّ ۗ وَاللَّهُ بِمَا تَعْمَلُونَ بَصِيرٌ

    ხოლო მდგომარეობა იმათი, რომელნიც ხარჯავენ თავიანთ ქონებას ალლაჰის კმაყოფილების მოპოვების სურვილით და განსამტკიცებლად მათი სულისა, მგვანია ბაღისა გორაკზე, რომელსაც ეცემა დროულად წვიმა და ორმაგ ნაყოფს იძლევა; ხოლუ თუ არა წვიმა, მაშინ ნამი ეცვარება. და ალლაჰი მხილველია, რასაცა იქმთ, იმისა.

    2:265
  2. أَيَوَدُّ أَحَدُكُمْ أَنْ تَكُونَ لَهُ جَنَّةٌ مِنْ نَخِيلٍ وَأَعْنَابٍ تَجْرِي مِنْ تَحْتِهَا الْأَنْهَارُ لَهُ فِيهَا مِنْ كُلِّ الثَّمَرَاتِ وَأَصَابَهُ الْكِبَرُ وَلَهُ ذُرِّيَّةٌ ضُعَفَاءُ فَأَصَابَهَا إِعْصَارٌ فِيهِ نَارٌ فَاحْتَرَقَتْ ۗ كَذَٰلِكَ يُبَيِّنُ اللَّهُ لَكُمُ الْآيَاتِ لَعَلَّكُمْ تَتَفَكَّرُونَ

    ნუთუ ისურვებს ვინმე თქვენგან, რომ ბაღი ჰქონდეს ფინიკისა და ვაზისა, რომელშიც ყველანაირი ნაყოფია, სადაც ძირს ნაკადულები მიედინება, ამ დროს ეწვიოს სიბერე, თან შთამომავლობაც სუსტი ჰყავდეს, ხოლო ბაღს ცეცხლიანი ქარიშხალი დაატყდეს და დაწვას?! ასე განგიმარტავთ ალლაჰი თავის აიათებს. ეგებ დაფიქრდეთ!

    2:266
  3. يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا أَنْفِقُوا مِنْ طَيِّبَاتِ مَا كَسَبْتُمْ وَمِمَّا أَخْرَجْنَا لَكُمْ مِنَ الْأَرْضِ ۖ وَلَا تَيَمَّمُوا الْخَبِيثَ مِنْهُ تُنْفِقُونَ وَلَسْتُمْ بِآخِذِيهِ إِلَّا أَنْ تُغْمِضُوا فِيهِ ۚ وَاعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ غَنِيٌّ حَمِيدٌ

    ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გაეცით იმ საუკეთესოთაგან, რაც მოიხვეჭეთ და რაც მიწიდან აღმოვაცენეთ თქვენთვის. და არ განიზრახოთ მისგან ყველაზე ცუდი გასაცემად, რისი ამღებიც არ იქნებოდით თქვენ, გარდა თვალმოხუჭვისა. იცოდეთ, რომ ალლაჰი ყოვლადმდიდარია, ყოვლადქებულია!

    2:267
  4. الشَّيْطَانُ يَعِدُكُمُ الْفَقْرَ وَيَأْمُرُكُمْ بِالْفَحْشَاءِ ۖ وَاللَّهُ يَعِدُكُمْ مَغْفِرَةً مِنْهُ وَفَضْلًا ۗ وَاللَّهُ وَاسِعٌ عَلِيمٌ

    ეშმაკი სიღატაკეს გპირდებათ და სიგლახეს გიბრძანებთ თქვენ. ხოლო ალლაჰი თავის მიტევებასა და წყალობას გპირდებათ. და ალლაჰი ყოვლისმომცველია, ყოვლისმცოდნეა!

    2:268
  5. يُؤْتِي الْحِكْمَةَ مَنْ يَشَاءُ ۚ وَمَنْ يُؤْتَ الْحِكْمَةَ فَقَدْ أُوتِيَ خَيْرًا كَثِيرًا ۗ وَمَا يَذَّكَّرُ إِلَّا أُولُو الْأَلْبَابِ

    (ალლაჰი) სიბრძნეს აძლევს, ინებებს ვისაც. ხოლო ვისაც სიბრძნე მიეცა, უთუოდ, დაჯილდოვდა იგი უხვი სიკეთით. და ვერ ჩაწვდება ამას, თვინიერ გონიერისა.

    2:269

თარგმანი: რეზო მიქელაძე