მუსხაფი, გვერდი 44
-
وَإِذْ قَالَ إِبْرَاهِيمُ رَبِّ أَرِنِي كَيْفَ تُحْيِي الْمَوْتَىٰ ۖ قَالَ أَوَلَمْ تُؤْمِنْ ۖ قَالَ بَلَىٰ وَلَٰكِنْ لِيَطْمَئِنَّ قَلْبِي ۖ قَالَ فَخُذْ أَرْبَعَةً مِنَ الطَّيْرِ فَصُرْهُنَّ إِلَيْكَ ثُمَّ اجْعَلْ عَلَىٰ كُلِّ جَبَلٍ مِنْهُنَّ جُزْءًا ثُمَّ ادْعُهُنَّ يَأْتِينَكَ سَعْيًا ۚ وَاعْلَمْ أَنَّ اللَّهَ عَزِيزٌ حَكِيمٌ
და როცა შეევედრა იბრაჰიმმა: ღმერთო ჩემო, მახილვინე მე, როგორ აცოცხლებ მკვდრებს, ბრძანა (ალლაჰმა): ნუთუ არ გწამს? მიუგო (იბრაჰიმმა): პირიქით, ოღონდ დასაშოშმინებლად გულისა ჩემისა. უთხრა: მაშინ დაიჭირე ოთხი ჩიტი, შეიჩვიე შენთან, შემდეგ ყოველ გორაკზე თითო ნაჭერი დადე მათი, და მოუხმე მათ, ისინი ქროლვით გამოქანდებიან შენსკენ. და იცოდე, რომ ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია.
2:260 -
مَثَلُ الَّذِينَ يُنْفِقُونَ أَمْوَالَهُمْ فِي سَبِيلِ اللَّهِ كَمَثَلِ حَبَّةٍ أَنْبَتَتْ سَبْعَ سَنَابِلَ فِي كُلِّ سُنْبُلَةٍ مِائَةُ حَبَّةٍ ۗ وَاللَّهُ يُضَاعِفُ لِمَنْ يَشَاءُ ۗ وَاللَّهُ وَاسِعٌ عَلِيمٌ
იმათი მდგომარეობა, რომელნიც თავის ქონებას ხარჯავენ ალლაჰის გზაზე, იმ მარცვლის მდგომარეობას ჰგავს, რომელმაც შვიდი თავთავი გამოიღო, თითო თავთავში კი ასი მარცვალია. და ალლაჰი გაუმრავლებს, ინებებს ვისაც. ალლაჰი ყოვლისმომცველია, ყოვლისშემძლეა.
2:261 -
الَّذِينَ يُنْفِقُونَ أَمْوَالَهُمْ فِي سَبِيلِ اللَّهِ ثُمَّ لَا يُتْبِعُونَ مَا أَنْفَقُوا مَنًّا وَلَا أَذًى ۙ لَهُمْ أَجْرُهُمْ عِنْدَ رَبِّهِمْ وَلَا خَوْفٌ عَلَيْهِمْ وَلَا هُمْ يَحْزَنُونَ
რომელნიც გაიღებენ თავიანთ ქონებას ალლაჰის გზაზე, შემდეგ კი რასაც გასცემენ უკან ყვედრებასა და დამცირებას არ მიაყოლებენ, მათი საზღაური თავიანთ ღმერთთანაა, მათ არც შიში ექნებათ და არც არასდროს დამწუხრდებიან.
2:262 -
قَوْلٌ مَعْرُوفٌ وَمَغْفِرَةٌ خَيْرٌ مِنْ صَدَقَةٍ يَتْبَعُهَا أَذًى ۗ وَاللَّهُ غَنِيٌّ حَلِيمٌ
კეთილი სიტყვა და მიტევება უკეთესია ისეთ მოწყალებაზე, რომელსაც თან ახლავს წყენა. და ალლაჰი ყოვლადმდიდარია, შემწყნარებელია.
2:263 -
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا لَا تُبْطِلُوا صَدَقَاتِكُمْ بِالْمَنِّ وَالْأَذَىٰ كَالَّذِي يُنْفِقُ مَالَهُ رِئَاءَ النَّاسِ وَلَا يُؤْمِنُ بِاللَّهِ وَالْيَوْمِ الْآخِرِ ۖ فَمَثَلُهُ كَمَثَلِ صَفْوَانٍ عَلَيْهِ تُرَابٌ فَأَصَابَهُ وَابِلٌ فَتَرَكَهُ صَلْدًا ۖ لَا يَقْدِرُونَ عَلَىٰ شَيْءٍ مِمَّا كَسَبُوا ۗ وَاللَّهُ لَا يَهْدِي الْقَوْمَ الْكَافِرِينَ
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გაცემული მოწყალება ამაოდ არ ჰქმანთ დაყვედრებითა და დამცირებით; იმის მსგავსად, რომელიც ხალხის დასანახად გასცემს თავის ქონებას, და არ სწამს ალლაჰი და დღე უკანასკნელი. მდგომარეობა მისი იმ კლდეს ჰგავს, რომლის ზემოდან მიწაა, ღვართქაფი დაეცა მას და დარჩა სალი ქვა. ეგენი ვერაფერს განაგებენ რაც შეიძინეს, იქიდან. რამეთუ ალლაჰი არ დაადგენს ურწმუნოებს ჭეშმარიტ გზას.
2:264
თარგმანი: რეზო მიქელაძე