მუსხაფი, გვერდი 445
-
أَوَلَمْ يَرَوْا أَنَّا خَلَقْنَا لَهُمْ مِمَّا عَمِلَتْ أَيْدِينَا أَنْعَامًا فَهُمْ لَهَا مَالِكُونَ
განა ვერ ხედავენ, რომ ჩვენ გავაჩინეთ საქონელი ჩვენი ძლევამოსილების ნიშნად, რომელსაც ისინი ფლობენ?
36:71 -
وَذَلَّلْنَاهَا لَهُمْ فَمِنْهَا رَكُوبُهُمْ وَمِنْهَا يَأْكُلُونَ
და მორჩილ ვჰქმენით იგი მათთვის. მის ერთ ნაწილზე სხედან, მეორეთი იკვებებიან.
36:72 -
وَلَهُمْ فِيهَا مَنَافِعُ وَمَشَارِبُ ۖ أَفَلَا يَشْكُرُونَ
და მათში მათთვისაა სარგებელი და სასმელი. ნუთუ არღა იქნებიან მადლიერნი?
36:73 -
وَاتَّخَذُوا مِنْ دُونِ اللَّهِ آلِهَةً لَعَلَّهُمْ يُنْصَرُونَ
და დაიდგინეს ალლაჰის ნაცვლად სხვა ღვთაება იმ იმედით, რომ დახმარებას გაუწევენ.
36:74 -
لَا يَسْتَطِيعُونَ نَصْرَهُمْ وَهُمْ لَهُمْ جُنْدٌ مُحْضَرُونَ
არ შეუძლიათ მათი დახმარება, რამეთუ ისინი მათ დასაცავად გამზადებული ლაშქარია.
36:75 -
فَلَا يَحْزُنْكَ قَوْلُهُمْ ۘ إِنَّا نَعْلَمُ مَا يُسِرُّونَ وَمَا يُعْلِنُونَ
მაშ, არ დაგაღონოს საუბარმა მათმა. უეჭველად, ჩვენ ვუწყით რასაც მალავენ და ამჟღავნებენ რასაც!
36:76 -
أَوَلَمْ يَرَ الْإِنْسَانُ أَنَّا خَلَقْنَاهُ مِنْ نُطْفَةٍ فَإِذَا هُوَ خَصِيمٌ مُبِينٌ
განა ადამიანი ვერ ხედავს, რომ ჩვენ გავაჩინეთ ერთი წვეთი წყლისგან? შემდეგ იგი გამოგვეცხადა ცხად მოწინააღმდეგედ!
36:77 -
وَضَرَبَ لَنَا مَثَلًا وَنَسِيَ خَلْقَهُ ۖ قَالَ مَنْ يُحْيِي الْعِظَامَ وَهِيَ رَمِيمٌ
განიზრახა ჩვენთვის იგავის მოტანა, დაივიწყა თავის გაჩენა. თქვა: „ვინ გააცოცხლებს ძვლებს, რომელიც გაიხრწნა?“
36:78 -
قُلْ يُحْيِيهَا الَّذِي أَنْشَأَهَا أَوَّلَ مَرَّةٍ ۖ وَهُوَ بِكُلِّ خَلْقٍ عَلِيمٌ
უთხარი: „გააცოცხლებს მას, რომელმაც გააჩინა თავდაპირველად, რამეთუ იგი ყველა გაჩენილს უწყის.
36:79 -
الَّذِي جَعَلَ لَكُمْ مِنَ الشَّجَرِ الْأَخْضَرِ نَارًا فَإِذَا أَنْتُمْ مِنْهُ تُوقِدُونَ
რომელმაც დაადგინა თქვენთვის მწვანე ხე ცეცხლად, ახლა თქვენ აჩაღებთ მისით ცეცხლს.
36:80 -
أَوَلَيْسَ الَّذِي خَلَقَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضَ بِقَادِرٍ عَلَىٰ أَنْ يَخْلُقَ مِثْلَهُمْ ۚ بَلَىٰ وَهُوَ الْخَلَّاقُ الْعَلِيمُ
რომელმაც გააჩინა ცანი და მიწა, განა არ ძალუძს, რომ გააჩინოს მსგავსი მათი? რა თქმა უნდა ძალუძს, რამეთუ იგი ყველაფრის გამჩენი და ყოველივეს მცოდნეა!
36:81 -
إِنَّمَا أَمْرُهُ إِذَا أَرَادَ شَيْئًا أَنْ يَقُولَ لَهُ كُنْ فَيَكُونُ
როცა მას რამე ნებავს, საკმარისია უთხრას მას: „იქმენ!“ და უმალ იქმნება ისიც.
36:82 -
فَسُبْحَانَ الَّذِي بِيَدِهِ مَلَكُوتُ كُلِّ شَيْءٍ وَإِلَيْهِ تُرْجَعُونَ
დაე, ქება-დიდება მას, რომლის ხელთაა მეუფება ყველაფრის! და მასთან იქნებით მობრუნებულნი.
36:83
თარგმანი: რეზო მიქელაძე